ხელმისაწვდომი საშუალება სარეცხი მანქანის დოლურის გასაწმენდად

877

ერთხელ, მორიგი რეცხვის შემდეგ სარეცხ მანქანაში თეთრეულის და პირსახოცის უსიამოვნო სუნი ვიგრძენი. მაშინვე მივხვდი, რომ საქმე სინესტესა და სოკოში იყო. საბედნიეროდ, მეგობარი ჩემ გვერდით იყო და მასწავლა, როგორ გავწმინდო სარეცხი მანქანის დოლურა ჩვეულებრივი კოსმეტიკური საშუალებებით. ლაქების მოსაშორებლადაც იყენებენ. გაოცდებით, როგორი სასწაულმოქმედი საშუალება აღმოჩნდა უბრალო საპარსი ქაფი!

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანის დოლურა საპარსი ქაფით – მანქანაში ყველაზე დაუცველი ადგილია რეზინი. რეცხვის შემდეგ მასში ტენიანობა რჩება, რაც მავნე მიკროორგანიზმების წარმოქმნას იწვევს. სწორედ ამიტომ, მეგობარმა მირჩია, რომ საპარსი ქაფით კარგად დავამუშავო დოლურა, კარი, კედლები და, რა თქმა უნდა, რეზინის მთელი ზედაპირი. ამის შემდეგ ნახევარი საათით გავაჩერე. ბოლოს მაღალ ტემპერატურაზე ყველაზე ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმი ავირჩიე. ჩემს მანქანაში ესაა „ბამბა 90°“ და მანქანა ჩავრთე. დოლურა ცარიელი დავტოვე. ამ მეთოდით წმენდა ძალიან მომეწონა. ბაქტერიებს და სინესტის სუნს ძალიან სწრაფად და მარტივად აშორებს.

საპარსი ქაფი ლაქებს აშორებს – კიდევ ერთი ხრიკი, რომლის დახმარებით ტანსაცმელს ლაქებს, განსაკუთრებით ტუჩსაცხის და ტონალური კრემის კვალს მარტივად მოაშორებთ. ამისთვის ტანსაცმლის ჭუჭყიან ნაწილს ქაფი წაუსვით, დაელოდეთ, სანამ სრულად შეიწოვება, შემდეგ მანქანაში გარეცხეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ტანსაცმელი სუფთაა და კარგი სუნი აქვს.

სინამდვილეში, სარეცხი მანქანის გაწმენდა და ტანსაცმლიდან ლაქების მოშორება ძალიან მარტივია. უბრალო ქაფით მავნე ბაქტერიებს მოიშორებთ, დოლურას კარგად გაწმენდთ და ნივთებს სინესტის სუნისგან დაიცავთ. სცადეთ და თავად დარწმუნდით!