პეტუნია მთელი ზაფხული იყვავილებს, თუ ამ 4 ნაბიჯს შეასრულებთ

787

როგორც კი, გარეთ ტემპერატურა +20 გრადუსს გადააჭარბებს, ჩემს კორპუსში ყოველი მეორე მაცხოვრებელი აივნებს დაკიდულ ქოთნებში ჩადებული პეტუნიებით რთავს. უბრალოდ ეს ულამაზესი ფასადი წარმოიდგინეთ! თვალს ვერ მოწყვეტთ! პეტუნიამ მთელი ზაფხული რომ იყვავილოს, ყველა მფლობელს თავისი მიდგომა აქვს.როგორც იცით, პეტუნია არა მხოლოდ ქოთანში, არამედ ღია გრუნტშიც შეგიძლიათ დარგოთ. ფერადი ყვავილი თქვენს კლუმბს ისე ლამაზად დაამშვენებს, როგორც პრეტენზიული ვარდი. დიდხანს რომ იყვავილოს, Vivien მარტივი წესების დაცვას გირჩევთ.

მარტივი წესები პეტუნიას დიდხანს ასაყვავებლად

  1. თუ პეტუნიას ღია გრუნტში რგავთ, გახსოვდეთ, რომ ბუჩქებს შორის მინიმუმ 35 სმ დისტანცია უნდა იყოს. მიწას მულჩირება სჭირდება. ნეშომპალის ან ტორფის ფენა შესაფერისია. ის მიწას სითხის აორთქლისგან დაიცავს.
  2. ფართო ქოთნები შეარჩიეთ, რომ მისმა ფესვებმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ზოგიერთი მფლობელი ყვავილს მთელი ზაფხული აივანზე ტოვებს, მაგრამ ზომიერი ჩრდილი სჭირდება. გირჩევთ, ყვავილი მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ.
  3. მხოლოდ დილით და საღამოს მორწყეთ. თბილი წყალი გამოიყენეთ. სასუქი ფესვების ქვეშ მიაწოდეთ. ყვავილს ტკიპა და ნაცროვანი სოკო ხშირად აწუხებს. მათ მოშორებას ქარხნული პრეპარატებით შეძლებთ.
  4. პეტუნიის ბუჩქები უნდა გადაჭრათ, ღეროზე მესამე ფოთლიდან დაიწყეთ. ასე გვერდითა ტოტებს გააქტიურებთ, რომელიც მეტ ყვავილს მოგცემთ. გამხმარი ყვავილები და ფოთლები მოაშორეთ. მთელი ძალა ახალგაზრდა ყლორტებს უნდა მოხმარდეს.

პეტუნიამ მთელი ზაფხული რომ იყვავილოს, მარტივი რიტუალი უნდა შეასრულოთ. ყვავილს წყალი უყვარს. ამით მისი ახირებები მთავრდება. თუ საყვარელი მცენარის განებივრება გსურთ, საფუარით გამოკვებეთ. ასე ახალ ტოტებს გაზრდის და უფრო დიდებულ ბუჩქს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს