მიზეზები, რატომ არის 50 წლის ქალი უფრო ბედნიერი, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო

664

მკვლევარებმა, რომლებიც სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებენ, რამდენიმე ათეული წლის წინ საინტერესო ტენდენცია აღნიშნეს. ყოველ წელს 50+ ადამიანების მიერ დაქორწინების რიცხვი იზრდება. მით უფრო, კავშირის ინიციატორები ძირითადად ქალები არიან. ქალები ასეთ ქორწინებაში თავს ბედნიერად, უფრო ახალგაზრდულად გრძნობენ. მკვლევარებს, რომლებიც ქალის ყველაზე ბედნიერი ასაკის დადგენას ცდილობენ, საინტერესო კითხვა გაუჩნდათ.

ქალის ბედნიერი ასაკი: ახალი აღმოჩენები

ვარსკვლავები არ ტყუიან. სპეციალისტებმა ცნობილ ადამიანებს შორისაც „50+ წესის“ ბევრი მტკიცებულება იპოვეს. სანდრა ბულოკი, ჯულია რობერტსი, ჯენიფერ ენისტონი და ჯენიფერ ლოპესი – ვარსკვლავების მცირე ნაწილია, რომლებიც ახლა უფრო უკეთ და ბედნიერად გამოიყურებიან, ვიდრე 20-30 წლის წინ.ყველაზე თვალსაჩინო მაგალითების განხილვის შემდეგ ექსპერტები საინტერესო დასკვნამდე მივიდნენ. სულ უფრო ნათელია, რომ ქალი ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდობაში და 60 წლის ასაკშია. ამ პერიოდებს შორის შუალედში ქალს ბევრი განსაცდელი ელის.

კრიზისი კრიზისზე. რა ღირს მხოლოდ საშუალო ასაკის კრიზისი, რომელიც 40 წლისას გველოდება! ეს ადამიანის ცხოვრებაში ერთადერთი კრიზისი არაა. ეჭვები, პროფესიული და პირადული გამოწვევები, ურთიერთობის აწყობა და დაშლა, დედობა და მასთან დაკავშირებული სირთულეები. ზრდასრულ ასაკში ცხოვრება განსაცდელს განსაცდელზე ამატებს, მხოლოდ რეაგირება უნდა მოვასწროთ!დღეს ექსპერტები თვლიან, რომ ქალური ბედნიერების გრაფიკი პარაბოლას ან ლათინურ ასოს U ჰგავს. ქალი ბედნიერი შეგრძნებების პირველ პიკს ახალგაზრდობაში განიცდის. მოგვიანებით, ნელ–ნელა ბოლო წერტილამდე დადის, რომელიც საშუალო ასაკის კრიზისია.

ბედნიერების პარაბოლა. მოგვიანებით, როცა გამოწვეული კრიზისის საკითხები მოგვარებულია, ცხოვრება ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდის. უკვე 50 წლის ასაკში ნახევრად დავიწყებული ბედნიერების შეგრძნებები ბრუნდება. აი, 60 წლისას რეალიზებული ქალი საკუთარი თავით და სამყაროთი კმაყოფილია!ასაკთან ერთად ქალის ცხოვრებაში თავისუფლება მოდის. ბავშვები გაიზარდნენ, მისია შესრულებულია, შეგიძლიათ საკუთარ თავს მაქსიმუმი დრო დაუთმოთ. წლების მიერ დაგროვებული ავტორიტეტი ქალისთვის მუშაობას იწყებს: მის გამოცდილებას ყველა პატივს სცემს. მოდის გაგება, რომ სილამაზე ასაკზე დამოკიდებული არაა და ლამაზი როგორც 20, ასევე 60 წლის ასაკში შეიძლება იყოთ.

ასაკი და სიბრძნე. ქალს ასაკის მატებასთან ერთად გარისკვა აღარ აშინებს. წლების მიერ დაგროვილი სიბრძნე საეჭვო გადაწყვეტილებებისგან იცავს, ხოლო გამოცდილება საქმეში ეხმარება. ბრიტანელი შერონ სტოუნი ტყუილად არ ამბობს: „ქალი, როგორც წესი, გოგონაზე ლამაზია, რადგან ქალმა ბევრად მეტი იცის“. მის სიტყვებს ვერ შეედავებით.