ექსპერტების რჩევები: საჭიროა თუ არა რეცხვის შემდეგ მანქანის დენის წყაროდან გამორთვა’

644

ჟურნალები, რომელიც საშინაო ყოფას ეხება, სარეცხ მანქანას ხშირად სააბაზანო ოთახის დედოფლად მიიჩნევენ. პრეტენზიულად ჟღერს, არ ვკამათობ. ჩვენი დედები და ბებიები, რომელთაც ახსოვთ, რამდენი დრო და ძალა სჭირდებოდა ხელით რეცხვას, ამ მტკიცებულებას ხელს სიამოვნებით მოაწერენ! სარეცხი მანქანა საოჯახო ყოფას ამარტივებს! დიდხანს და ერთგულად რომ გემსახუროთ, სწორად უნდა გამოიყენოთ. უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოთ: ელექტრომოწყობილობა მაინც ელექტრომოწყობილობაა. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა უსაფრთხოდ.

უსაფრთხო სარეცხი მანქანა და დენის საკითხი

ათასი სახე, ერთი არსი.დღეს სერიოზული სახით საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოდელებსა და მწარმოებლებს შორის განსხვავებებზე არ ვისაუბრებთ. ყველა სარეცხი მანქანისთვის უსაფრთხოების წესები ერთნაირია. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია როგორც გერმანული კომპანიის Bosch ტექნიკას, ასევე უსახელო ჩინური მწარმოებლების მანქანებს ეხება.განვიხილავთ ერთადერთ მითს, რომელიც დღემდე სარეცხი მანქანის მფლობელებს შორის გავრცელებულია. მითი ამბობს: თუ სარეცხ მანქანას გამოყენების შემდეგ როზეტიდან არ გამორთავთ, უსიამოვნებას ელოდეთ! სხვა მსგავსი საშიში ისტორიები უკვე დავიწყებულია. ეს კი დღემდე ცოცხალია და ათასობით ადამიანს აწუხებს.

როზეტი, შტეფსელი, სარეცხი მანქანა.ექსპერტების პასუხი ნათელი და მარტივია. თუ სახლში საიმედო გაყვანილობა გაქვთ, დენის ქსელიდან სარეცხი მანქანის გამორთვა საჭირო არაა. თუ გაყვანილობის პრობლემები გაქვთ, სჯობს შტეფსელი როზეტიდან გამორთოთ. მართალია, ეს თავად მანქანის უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთოთ, თუ არა შეიძლება დაიწვას.სარეცხი მანქანის გამოყენების უსაფრთხოების რამდენიმე წესს შეგახსენებთ. პირველ რიგში, მოწყობილობა მხოლოდ ხარისხიან დამიწებულ როზეტში უნდა შეაერთოთ. მეორეც, სარეცხ მანქანას „საკუთარი“ როზეტი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. არანაირი დამაგრძელებელი, არანაირი სამბუდიანი მაშტოებელი ჩანგალი.

მზრუნველი მფლობელი = უსაფრთხო სარეცხი მანქანა! ბოლოს შეგახსენებთ: მოწყობილობის კაბელი ყოველი რეცხვის შემდეგ დაზიანებაზე უნდა შეამოწმოთ. იპოვეთ გადაკეცილი ადგილი ან რაღაც მსგავსი? მაშინვე სპეციალისტს მიმართეთ! უსაფრთხო სარეცხი მანქანა არის მანქანა, რომელსაც მფლობელი სათანადოდ უვლის. და მხოლოდ ასე!