ყველა მებოსტნე ოცნებობს, რომ დიდი ზომის ხახვი გაზარდოს. 3 სასარგებლო რჩევის გათვალისწინებით ოცნებას რეალობად აქცევთ და მეზობლების შესაშურ მოსავალს აიღებთ. წესების დაცვით და სწორი მოვლით სასურველ შედეგს მიიღებთ. ხახვს ზრდის ყველა ეტაპზე ყურადღება სჭირდება. ასე დიდი ხახვებით ყველას გააოცებთ!
- ხახვის წინასწარ დამუშავება მარილის ხსნარით – სანამ ხახვს დარგავთ, წინასწარ აუცილებლად დაამუშავეთ. ასე ჭუჭყს მოაშორებთ, მავნებლებისგან დაიცავთ, გარემოს ზემოქმედების მიმართ ამტანობას გაზრდით. მარილის ხსნარი ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. 3 ს/კ მარილი და 3 ლ თბილი წყალი აურიეთ. ამ ნარევში ხახვის დასარგავი მასალა ჩაყარეთ და 2–3 საათით მოიცადეთ. შემდეგ რამდენჯერმე კარგად გარეცხეთ.
- მავნებლებთან ბრძოლა – ხახვის უდიდესი მავნებელია ხახვის ბუზი, რომელსაც მთელი მოსავალი შეუძლია გაანადგუროს. მისგან დასაცავად ხახვის დარგვამდე მიწა ხალხური საშუალებით დაამუშავეთ. 10 ლ წყალს 3 ს/კ ნიშადურის სპირტი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევით თვეში 3–ჯერ მორწყეთ. ამის შემდეგ დამატებითი პროცედურების ჩატარება არ მოგიწევთ.
- გამოკვება საფუარით. იმისთვის, რომ მსხვილი ხახვის ბოლქვები მიიღოთ, გამოკვებეთ. ასე მოსავლიანობას გაზრდით. საფუარის საკვები იაფი და ეფექტური საშუალებაა. 10 გ მშრალი საფუარი 10 ლ თბილ წყალს დაუმატეთ, შემდეგ 50 გ შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. 48 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. მიღებული კონცენტრატი 1:5 თანაფარდობით თბილ წყალში გააზავეთ და გამოიყენეთ.
ხახვი ბოსტანში, სათბურში ან ფანჯრის რაფაზეც შეგიძლიათ გაზარდოთ. მავნებლებისგან დაიცავით, გამოკვებეთ და ეკოლოგიურად სუფთა და მსხვილ ხახვს მიიღებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს