სახლს უბედურებისგან დაიცავთ, თუ თქვენს საქმეებზე საუბარს შეწყვეტთ

430

გულახდილი ადამიანების თანამედროვე სამყარო განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ჩვენი ბებიებისა და დედების თაობისთვის გამოცდილების და ემოციების გაზიარება უცხო იყო. ბევრს გაკიცხვის შიშის გამო ინდივიდუალობის ჩვენების ეშინოდა. დღეს თითქმის ყველა ადამიანი სოციალურ ქსელებში საკუთარ განცდებზე თამამად საუბრობს. მზადაა ახალ ნაცნობს მაშინვე უამბოს ყველაფერი, როგორ ცხოვრობს. ღირს ამის გაკეთება? Vivien ამ თემის განხილვას გთავაზობთ. რატომ ხდის ადამიანს დაუცველს ზედმეტი გულახდილობა.

გულახდილი ადამიანების სამყარო – ჩვენს დროში გულახდილობა ძალიან მოდურია. ეს განსაკუთრებით სხვადასხვა ბლოგერის მაგალითზე შეინიშნება. ისინი გამომწერებს პირად ცხოვრებაზე ყველა დეტალს უზიარებენ. გარდა ამისა, ტელევიზიაც არ ჩამორჩება. გაიხსენეთ, რამდენი განსხვავებული თოქშოუ გამოვიდა ბოლო წლებში. გადაცემის სტუმრები საკუთარ პრობლემებსა და განცდებზე საუბრობენ. ბევრი მზადაა ახლობლებს პირდაპირ ეთერში ეკამათოს, და შედეგებზე არ ფიქრობს.ადრე ადამიანები ერთმანეთთან განსხვავებულად ურთიერთობდნენ. უფრო ჩაკეტილები იყვნენ და თითოეულ სიტყვას წონიდნენ. გულწრფელობის მოდა, თუ ასე შეგვიძლია ვთქვათ, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად გამოჩნდა.

მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულებაც შეიცვალა. თანამედროვე დედ–მამა შვილს ისე ზრდის, რომ ბავშვი მთლიანად ენდობოდეს. გამოდის, რომ მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდან განსხვავებულად აზროვნებას იწყებს. ბევრისთვის მშობელი პირველ რიგში მეგობარია, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერს უყვება. ერთი მხრივ, კარგია, რადგან მსგავსი ქცევის მოდელი ოჯახის წევრებს მომავალში პრობლემებისგან დაიცავს. ამავდროულად, სირთულეების მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს. ადამიანი ძალიან მიმნდობი ხდება, ამიტომ პირველივე შემხვედრს საკუთარ ცხოვრებაზე მარტივად მოუყვება. ხალხს ხშირად ზედმეტი ფსიქოლოგიური სიახლოვე არ მოსწონს.

რა არ უნდა უთხრათ სხვებს – არის რაღაც, რაზეც სხვებთან ლაპარაკი არ ღირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს პირველად ხედავთ. პირველ რიგში, არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე. იქნებ თქვენივე სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს? მეორეც, პირველივე შემხვედრთან გულის გადაშლა მინიმუმ უცნაურია.მაგალითად, პირადი ცხოვრების, ასევე ახლახანს გადატანილი დაავადებების დეტალების გაზიარება არ ღირს. მშობლები ცალკე ტაბუდადებული თემაა. შესაძლოა, რთული ბავშვობა გქონდათ. ხშირად მშობლებისა და შვილების ურთიერთობა იდეალური არაა, მაგრამ როგორი ცუდიც არ უნდა იყვნენ ახლობლები, სხვასთან საუბრისას ტალახში არ უნდა ამოსვაროთ. თანამოსაუბრემ შეიძლება ვერ გაგიგოთ, რადგან მსგავსი პრობლემები არასდროს გამოუცდია. ორივე მაქსიმალურად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რადგან შემდეგ დიალოგი ჩიხში შევა. თუ გულის გადაშლა გსურთ, ფსიქოლოგს მიმართეთ. ის დაინტერესებულია, რომ გაგიგოთ და რთული სიტუაციიდან გამოსავალი გაპოვნინოთ.

თუ სხვებს მუდმივად თქვენს ცხოვრებაზე უყვებით, შეიძლება უბედურება გამოიწვიოთ. როგორც წესი, მსგავსი საუბრები რესურსებს ხარჯავს. გამოდის, რომ ენერგიას და შინაგან ძალას ხარჯავთ, მაგრამ იმავე რაოდენობის რესურსს ვერ იღებთ. ყველაზე ახლო მეგობარიც თქვენს ტკივილის და სიხარულს, რომელსაც განიცდით, ყოველთვის ვერ გაიზიარებს.

რედაქციის რჩევა – ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარიყულად უნდა იცხოვროთ და გულჩაკეტილი გახდეთ. უბრალოდ ფხიზლად იყავით და ყურადღება მიაქციეთ, თუ ვის და რას ეუბნებით. პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობა, მშობლებთან ურთიერთობა და ფინანსური მდგომარეობა ის არაა, რაზეც პირველ შემხვედრს უნდა ესაუბროთ.საკუთარი თავი თანამოსაუბრის ადგილზე წარმოიდგინეთ, როცა გულის გადაშლას ისურვებთ. თუ გრძნობთ, რომ აქ და ახლა საუბარი გჭირდებათ, სპეციალისტს მიმართეთ. მენდეთ, ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც სხვა პრობლემებს არ გამოიწვევს. საინტერესოა, რაც ფიქრობთ გულწრფელობის მოდაზე? მოგწონთ გულახდილი ადამიანები?