ბორშის კონსერვის მომზადება უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისეთი ხანგრძლივი და არაპრაქტიკული საქმე არაა, როგორც ბევრი ფიქრობს. Vivien–ის რეცეპტით ბორშს გემრიელად მოამზადებთ და სწორად შეინახავთ. პატარა ქილები სამსახურში ან მოგზაურობისას წასაღებად უფრო მოსახერხებელია.
ბოსტნეულის ნარევი
ინგრედიენტები:
- 2 კგ ჭარხალი
- 2 კგ კომბოსტო
- 500 გ ხახვი
- 500 გ სტაფილო
- 1 კგ პომიდორი
- 500 გ ტკბილი წიწაკა
- 100 გ მარილი
- 200 გ შაქარი
- 200 მლ მცენარეული ზეთი
- 100 მლ ძმარი (9%)
მომზადების წესი:
- ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. უმჯობესია სუფთა პირსახოცზე და ქაღალდის სალფეთქზე დააწყოთ. როცა გაშრება, თითოეული ბოსტნეული პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ.
- ბოსტნეულს სანელებლები და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. ღრმა ქვაბი ან ტაშტი გამოიყენეთ, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.
- ბოსტნეულის ტანდემი მთელი ღამით გააჩერეთ, რომ გემრიელი წვენი წარმოიქმნას. ინგრედიენტები მეორე დღეს მაქსიმუმ 20 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.
სასარგებლო რეცეპტი – ასეთი ბორშის კონსერვი ნამდვილი ბორშის მხოლოდ ნაწილია. ე.წ. ბორშის საკაზმი. მსგავსი რამ მაღაზიებშიც იყიდება. რა საჭიროა ზედმეტი თანხის გადახდა, თუ თავად შეგიძლიათ მოამზადოთ? მით უფრო, ზემოთ მოცემული რეცეპტით 10 ქილა (650 გრამიანი) საკაზმს მიიღებთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ და ბორში ასეთი საკაზმით მოამზადეთ. მინიმუმი დრო დაგჭირდებათ, რადგან დიდი ნაწილი უკვე მზადაა და თავის დროს ელოდება. მზა საკაზმი დროს ზოგავს და დაგეხმარებათ, როცა ხარისხიანი კერძის მომზადებამდე ჯერ შორსაა.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ხორცი
- 2 ლ წყალი
- 4 კარტოფილი
- სანელებლები
- ახალი მწვანილი
- 1 ქილა ბორშის საკაზმი
- ნიორი
- დაფნის ფოთოლი
მომზადების წესი:
- ხორცის ნაჭრები ცივ წყალში გარეცხეთ, პატარა ზომებად დაჭერით და ქვაბში მოათავსეთ. ბორშისთვის ხორცის ბულიონი მოამზადეთ.
- როგორც კი, ხორცი მოიხარშება, ცეცხლს დაუწიეთ და კარტოფილი დაუმატეთ. კარტოფილით აკონტროლეთ, როდის შეძლებთ საკაზმის დამატებას. კარტოფილი სწრაფად იხარშება, ამიტომ ეს ბორშის მომზადებამდე 15-20 წუთით ადრე გააკეთეთ.
- სანამ ბორში იხარშება, ახალი მწვანილი დაჭერით და ქვაბს დაუმატეთ. სურვილის შემთხვევაში ლობიოც დაუმატეთ. საკაზმში არ შედის, მაგრამ თავად ბორშში ზედმეტი არაა. სანელებლები ფრთხილად გამოიყენეთ. ბევრი არ დაუმატოთ, რადგან საკაზმი საკმარისად პიკანტურია.
როგორც კი, ბორში გაცივდება, პატარა ქილებში შეგიძლიათ მოხუფოთ. დიახ, ხორციანად შეგიძლიათ მოხუფოთ. გირჩევთ, რომ ასეთი ბორში მაცივარში ან სხვა ცივ ადგილას შეინახოთ. სამი დღე ნამდვილად არ გაფუჭდება. ხანმოკლე მოგზაურობისას საკმარისია. სასარგებლო და ნოყიერი სადილია, ამიტომ მავნე კერძი არ დაგჭირდებათ.