ნათელმხილველმა ჯუნამ 2022 წლისთვის წინასწარმეტყველება დაგვიტოვა, რომელსაც Vivien გაგაცნობთ. ადრე იწინასწარმეტყველა ჩერნობილის კატასტროფა, 1991 წლის გადატრიალება და სსრკ–ს დაშლა. ნამდვილად იცოდა შეუცნობელი და შეეძლო დროის მიღმა ჭვრეტა? თავად გადაწყვიტეთ, დაიჯერებთ თუ არა.„ვიცი, ასე მოხდება, სამყაროში სიკეთე დაისადგურებს, მაგრამ თქვენი კეთილი ძალების იმედი მაქვს“ – ეს ჯუნამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. ცნობილ ნათელმხილველს, მწერალს და ასტროლოგს კაცობრიობის ბედზე საკუთარი ხედვა ჰქონდა.
ბევრი სხვა წინასწარმეტყველის მსგავსად ევგენია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2022 წელი ბევრი თვალსაზრისით გარდამტეხი იქნება. „ეს იქნება დრო, როცა ყველა საზღაურს მიიღებს და იმას მოიმკის, რაც დათესა“.მისი თქმით, 2022 წელს რუსეთი უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის წინაშე აღმოჩნდებოდა. ამის გამო ბევრი ადამიანი დაკარგავს იმას, რაც გააჩნია. სწორედ ამიტომ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მიმართ დამოკიდებულების გადახედვა მოუწევთ. ყველა, ვინც ფულის ახლებურად შოვნას ისწავლის, კრიზისის შედეგებს მალე გაუმკლავდება. ამავდროულად, მძიმე გამოცდები ხალხს მატერიალურ და სულიერ ღირებულებებზე დააფიქრებს.
ჯუნას თქმით, მესამე მსოფლიო ომი არ მოხდება და რუსეთი კრიზისიდან გამოძვრება, მაგრამ მეზობლებთან სრულიად ახალი ურთიერთობების დამყარება მოუწევს. რუსეთსა და დასავლეთს შორის უცვლელი დარჩება, სანამ თაობების მენტალიტეტი არ შეიცვლება.ჯუნა ხალხს აზროვნების შეცვლისკენ მოუწოდებს. მას „კეთილი ძალების“ სჯეროდა. ათობით მისი წინასწარმეტყველება უკვე ახდა. ვიმედოვნებთ, რომ მალე მშვიდობა და სიკეთე დაისადგურებს.