ბებიამ მასწავლა, როგორ დავუბრუნო პირვანდელი სირბილე ხაოიან პირსახოცს

780

ხაოიანი პირსახოცი პირველივე გარეცხვაზე ზუმფარის ქაღალდივით უხეშდება. ამას რეცხვის არასწორი რეჟიმი და ტემპერატურა, ბევრი სარეცხი ფხვნილი და გათბობის ბატარეაზე გაშრობა იწვევს. Vivien გიამბობთ, როგორ დაარბილოთ ძველი ხაოიანი პირსახოცი, დაუბრუნოთ სიფაფუკე და პირვანდელი გარეგნობა.

როგორ დავარბილოთ პირსახოცი

  • ძმარი – სუფრის ძმარი ხისტ წყალს არბილებს და თეთრეულის კონდიციონერის მსგავსად მუშაობს. გარდა ამისა, უსიამოვნო სუნს აქრობს და დეზინფექციას უტარებს. 100 მლ ძმარი სარეცხ მანქანაში კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით და ჩართეთ. თუ ძველი გაუხეშებული პირსახოცი უნდა გააცოცხლოთ, ძმრის ხსნარი მოამზადეთ. ცხელი წყლით სავსე ტაშტს 2 ს/კ ზღვის მარილი, 2 ს/კ სოდა, 200 მლ 9%–იანი ძმარი და 2 ს/კ თეთრეულის კონდიციონერი დაუმატეთ. მიღებულ ხსნარში თეთრეული 4 საათით ჩაალბეთ. შემდეგ სარეცხ მანქანაში თხევადი სარეცხით მაქსიმუმ 60 გრადუსზე გარეცხეთ.
  • ცივი წყალი და მარილი – თუ პირსახოცი რეცხვის შემდეგ გაუხეშდა, ღამით ცივ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ გაწურეთ და სუფთა ჰაერზე გააშრეთ. ხაო დარბილდება, ხოლო დარჩენილი ფხვნილი მოშორდება. მარილი წყალს არბილებს. 1 ლ წყალს 2 ს/კ მარილი დაუმატეთ. პირსახოცი 40 წუთით ჩაალბეთ, შემდეგ სუფთა ცივ წყალში გაავლეთ და სუფთა ჰაერზე გაკიდეთ. გაშრობამდე დაფერთხეთ, რომ ხაო გასწორდეს და პირსახოცი გაშრობის შემდეგ დარბილდეს.
  • შამპუნი – გირჩევთ, პირსახოცი მშრალი ფხვნილით არასდროს გარეცხოთ, თუ გაუხეშების თავიდან აცილება გსურთ. ფხვნილი ცუდად ირეცხება, ამიტომ პირსახოცი თხევადი სარეცხით, კაფსულით გარეცხეთ. ასევე შამპუნით შინაურული კონდიციონერი შეგიძლიათ გააკეთოთ. 10 მლ სუფრის ძმარი და 2 ს/კ შამპუნი აურიეთ. ნარევი კონდიციონერის განყოფილებაში ჩაასხით.
  • სარეცხი ბურთები – ბეწვიანი ნივთების, ასევე ხაოიანი პირსახოცისა და ხალათის გასარეცხად სპეციალური ბურთები შეგიძლიათ შეიძინოთ. ჩოგბურთის ბურთი გამოიყენე. გარეცხილი პირსახოცი დაფერთხეთ, ასე უფრო რბილი გახდება, ვიდრე გარეცხვამდე იყო.

პირსახოცის რეცხვის წესები

  1. ამბობენ, რომ პირსახოცი და თეთრეული სხვა ნივთებისგან ცალკე და მაღალ ტემპერატურაზე უნდა გარეცხოთ. მაღალი ტემპერატურა ხაოიანი პირსახოცის გაუხეშების ერთ–ერთი მიზეზია. თუ იარლიყზე რეცხვის ტემპერატურა მითითებული არაა, მისი გარეცხვა ნებისმიერ ტემპერატურაზე (60 გრადუსამდე) შეგიძლიათ. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით უფრო გაუხეშდება პირსახოცი გარეცხვის შემდეგ.
  2. სასურველია, გარეცხვის შემდეგ დამატებით გავლებაზე ჩართოთ, ხოლო ფხვნილი ზომიერად დაუმატოთ. სხვათა შორის, პირსახოცს ლაქები უკეთ მოშორდება, თუ რეცხვამდე ნახევარი საათით ადრე თბილ ან ცივ წყალში ჩაალბობთ.
  3. ხაოიანი პირსახოცი მხოლოდ ორთქლის ფუნქციით უნდა დააუთოოთ. სხვა შემთხვევაში, დაზიანდება. იარლიყზე მითითებული წესები დაიცავით. ზოგჯერ ხაოიან პირსახოცში სინთეტიკური ბოჭკოებია გარეული, რის გამოც დაუთოება შეიძლება უკუნაჩვენები იყოს.

ხაოიანი პირსახოცი სწორი რეცხვის და გაშრობის პირობებში 3 წელი გემსახურებათ. პირსახოცი კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ, ამიტომ მინიმუმ 1 დამატებითი კომპლექტი უნდა გქონდეთ. სველი პირსახოცი ჭუჭყიან თეთრეულებთან არ ჩააგდოთ. გირჩევთ, მაშინვე ცალკე გარეცხოთ. სველ გარემოში მავნე ბაქტერიები მრავლდება, ხოლო პირსახოცი უსიამოვნო შმორის სუნს იძენს, რომლის მოშორება შეუძლებელია. უსიამოვნო სუნის პრევენციაში1 ს/კ სოდა დაგეხმარებათ, რომელიც რეცხვის დროს სარეცხი მანქანის დოლურას უნდა დაუმატოთ.