საინტერესო ხრიკი: როგორ გარეცხოთ თეთრი წინდები მიკროტალღურ ღუმელში

551

თეთრი წინდების მოყვარულთათვის რეცხვა კიდევ ერთი გამოცდაა. წინდებიდან ჭუჭყის მოშორება საკმაოდ რთულია. ყველამ არ იცის სასწაული მეთოდის შესახებ, რომელიც გარდერობის ასეთ ნივთს სიშავეს აშორებს. თუ ჯერ კიდევ არ იცით, როგორ გარეცხოთ თეთრი წინდები მიკროტალღურ ღუმელში, Vivien–ის სტატია ყურადღებით წაიკითხეთ. მეთოდის დახმარებით ჭუჭყიან წინდებს სიქათქათეს დაუბრუნებთ, თან ნიშადურის სპირტის ან ლიმონის წვენის გამოყენება არ მოგიწევთ. უფრო მარტივი მეთოდიაა და ეფექტი თვალსაჩინო!

როგორ გავრეცხოთ თეთრი წინდები: ხრიკი მიკროტალღური ღუმელით

  • სწრაფი რეცხვა – თეთრ წინდებს ჭუჭყი რომ მოაშოროთ, მინიმუმი დრო დაგჭირდებათ. პატარა თასში სუფთა წყალი ჩაასხით. რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალება დაუმატეთ. მაგალითად, თხევადი საპონი. წინდები წყალში ჩადეთ და მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ. მაქსიმალურ სიმძლავრეზე 8-10 წუთით ჩართეთ. ამის შემდეგ წინდები გამოიღეთ და სუფთა წყალი გადაავლეთ.
  • გათეთრება – თუ წინდების გათეთრება გსურთ, მიკროტალღური ღუმელი ამ მიზნითაც გამოგადგებათ. ჭუჭყიანი წინდები სარეცხი საპნით გასაპნეთ. პარკში ჩადეთ (შეკვრა საჭირო არაა). მიკროტალღურ ღუმელში მოათავსეთ და 5-7 წუთით მაღალ სიმძლავრეზე ჩართეთ. ახლა ფრთხილად გამოიღეთ, რადგან ძალიან გაცხელებულია. წინდებს წყალი გაავლეთ.

რეკომენდაციები – რა თქმა უნდა, ხრიკი მიკროტალღური ღუმელით ძალიან სასარგებლოა, თუ დროს ზოგავთ. არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი წესი, რომელიც როგორც არასტანდარტული, ასევე ჩვეული მეთოდით რეცხვისას უნდა გაითვალისწინოთ.

  1. ჭუჭყი ქსოვილში ღრმად რომ არ ჩაჯდეს, წინდები ყოველი ტარების შემდეგ გარეცხეთ. საქმე არ გადადოთ.
  2. თუ სარეცხ მანქანას იყენებთ, სპეციალური ტომარა შეიძინეთ. მასში წინდები ჩააწყვეთ და არ იდარდებთ, რომ დოლურაზე ხახუნი დააზიანებს. სარეცხი ტომარა ნაზ ნაწარმს დაიცავს.
  3. გახსოვდეთ, რომ ქსოვილს ყურადღება ყოველთვის უნდა მიაქციოთ. თუ აბრეშუმის წინდაა, მიკროტალღურ ღუმელში ვერ გარეცხავთ. ამ მასალის ნაწარმი 35 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე ზიანდება.
  4. წინდები კაშკაშა მზეზე არ გააშროთ, ასე მასზე ყვითელი ზოლები შეიძლება დარჩეს.

მიკროტალღურ ღუმელში თეთრი წინდების გარეცხვა სცადეთ და მეთოდის ეფექტურობაში თავად დარწმუნდით. ხანგრძლივ და მტანჯველ ხელით რეცხვაზე უარი თქვით.