ძირითადი ხატები, რომლებიც სახლში ყველას უნდა ჰქონდეს

1582

„შვილიშვილო, დაიმახსოვრე სავალდებულო ხატები სახლისთვის. მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების გარდა ესაა წმინდა სამების ხატი, პანტელეიმონ მკურნალის ხატი“, ბებიამ ჩამოთვალა ხატები, რომელიც ყველა სახლში უნდა იყოს ქურდებისა და ავი თვალისგან დასაცავად. ჩავიწერე. მოხუცის ბრძნულ რჩევებს სჯობს ყური უგდოთ! Vivien გიამბობთ, რომელი სასწაულმოქმედი ხატები დაიცავენ სახლს უბედურებისგან, ავი ხალხისა და ბოროტი ზრახვებისგან!

თითქმის ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს სახლში იესო ქრისტეს და ღვთისმშობლის ხატები აქვს. ამ წმინდა გამოსახულებების წინაშე შეგიძლიათ ილოცოთ ყველაფერზე, რაც გაწუხებთ. მაღალ ძალებს შეგიძლიათ სთხოვოთ დახმარება, უსიამოვნებისა და ბოროტებისგან დაცვა. მაცხოვრის ხატი მლოცველის მარჯვნივ უნდა იდოს, ხოლო ღვთისმშობელი მარცხნივ. ხატები გონივრულად დააწყვეთ, მაცხოვრის ან ღვთისმშობლის ხატების ზემოთ არ ჩამოკიდოთ. ზემოთ მხოლოდ წმინდა სამების ხატი შეიძლება იყოს!

მთავარი ხატების გარდა სახლში შეგიძლიათ მოათავსოთ სხვა წმინდანების ხატები, რომლებიც სახლს სხვადასხვა უბედურებისა და უსიამოვნებისგან დაიცავს.ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი სამსახურში, ბიზნესში პრობლემებისგან დაგიცავთ. მის წინაშე ლოცვა დაგეხმარებათ ყველა სირთულის გადალახვაში, რომელიც დასაქმების და მუშაობის სფეროში შეიძლება შეგექმნათ.ღვთისმშობლის ხატი „ურყევი კედელი“ სახლს არაკეთილმოსურნეებისგან და ავგული სტუმრებისგან დაიცავს, ხოლო ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ სახლს ხანძრისგან დაიცავს.

წმინდა მოწამე იოანე მხედრის გამოსახულებას დახმარებას, რჩევას, განკურნებას და ახალ საქმეში წარმატებას სთხოვენ. ეს გამოსახულება მტრებისა და მძარცველების წინააღმდეგ ძლიერ ამულეტად ითვლება. წმინდანი ხატზე გამოსახულია 3 უცვლელი ატრიბუტით: ჯვარი, შუბი და ფარი. ჯვარი რწმენაა, რომლის სახელით ყველა განსაცდელი გაიარა. შუბი ძალა, რომელიც უფალმა ცოდვებთან და ურწმუნოებთან საბრძოლველად მისცა. ფარი – უფლის დაცვა, რომელიც თავდადებულ მსახურს ნებისმიერი უბედურებისგან იცავს.

ერთ–ერთი ძლიერი დამცველია ღვთისმშობლის ხატი „შვიდისრიანი“. მოშურნეებისა და არაკეთილმოსურნეებისგან დაგიცავთ. ღვთისმშობელი არბილებს მათ გულს და იმ ადამიანს, ვის სახლშიც ხატი ინახება. ხატი ტრავმისა და უსიამოვნებებისგანაც დაგიცავთ, განკურნებას გაჩუქებთ. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა გვეხმარება, რომ სამყაროს გადასარჩენად საკუთარ თავში ძალა ვიპოვოთ. შეგიძლიათ შესთხოვოთ, რომ ასეთი ძალები მისცეს მათ, ვინც თქვენ მიმართ მტრულად განწყობილია და გსურთ გაწყენინოთ. ღვთისმშობელის კალთა ძლიერ დაცვას და ნებისმიერი უბედურებისგან მფარველობას მოგცემთ. ასევე სახლს ავი თვალისა და შურისგან დაიცავს.

დივეევოს ღვთისმშობლის ხატი ავი თვალისგან, შურისგან, ჭორისა და სხვა პრობლემებისგან დაგიცავთ. ცოლ–ქმარს სხვისი ჩარევისგან და სიყვარულის შენარჩუნებაში ეხმარება. პანტელეიმონ მკურნალის წინაშე განკურნებისთვის უნდა ილოცოთ.ასევე არსებობს მფარველი წმინდანების ხატები, რომლებიც სამსახურის ძიებაში, მატერიალური და ყოველდღიური პრობლემების გადაჭრაში, ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ასეთია სპირიდონ ტრიმიფუნტელის, წმინდა მოციქულების პეტრეს და პავლეს ხატები. პირველი სამსახურის პოვნაში, ღირსეული კარიერის აწყობაში, ბიზნესის და მეურნეობის სწორად მართვაში დაგეხმარებათ. მეორე ხატი ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

„ხატი ღმერთისკენ მიმავალი სარკმელია, რომელის შემყურე ქრისტიანი მიმართავს პირველ წყაროს, ანუ თავად უფალს. რაც უფრო მეტი ასეთი სარკმელი გაქვთ სახლში, მით უფრო ნათელი და მყუდროა, რადგან მათთან ერთად სახლში უფალი უხილავად მოდის“ – ამბობს მამაო, რომელსაც არ შემიძლია არ დავეთანხმო.ზემოთ ჩამოთვლილი ხატები სახლში უკვე მაქვს. მამაომ ბებიის მიერ ნაკარნახევი სია უკვე დაამტკიცა. ამბობს, რომ ეს გამოსახულებები ყველა ქრისტიანს სახლში უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი ოჯახს იცავენ და კეთილდღეობა მოაქვთ, რაც ნამდვილი ჰარმონიის სიმბოლოა!