5 ხალხური საშუალება, რომელთა დახმარებით ტანსაცმელს ოფლის ყვითელ ლაქებს მოაშორებთ

589

როგორი ხარისხიანი და ძვირიანი ტანსაცმელიც არ უნდა გქონდეთ, ოფლის ლაქები გარეგნობას აფუჭებს. თეთრი მაისური ოფლის საშინელი ლაქებით უსიამოვნოდ გამოიყურება. ოფლის ზოლები ღია ტანსაცმელზე უფრო შესამჩნევია. ამ შემთხვევაში სარეცხ მანქანაში ჩვეული ფხვნილით, კაფსულით ან გელით რეცხვა ვერ დაგეხმარებათ. Vivien გთავაზობთ 5 ხალხურ საშუალებას, რომელთა დახმარებით ტანსაცმელს ოფლის ლაქებს მარტივად მოაშორებთ.

  1. მარილი. ტანსაცმელი ცოტა ხნით თბილ წყალში ჩაალბეთ, შემდეგ თითოეულ ლაქას 10 გ მარილი წაუსვით. რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. კარგად გახეხეთ, რომ მარილი ქსოვილის ბოჭკოებში უკეთ მოხვდეს. ბოლოს ხელით ან სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.
  2. სოდა და ლიმონის წვენი. სოდა ოფლის ლაქებს და ბაქტერიებს აქრობს. 10 გ სოდა და 200 მლ ლიმონის წვენი პასტის მიღებამდე აურიეთ. ლაქას 30 წუთით წაუსვით. ბოლოს საპნით გარეცხეთ.
  3. ასპირინი. სალიცილის მჟავა, რომელსაც ასპირინი შეიცავს, ქსოვილში ღრმად აღწევს და ნივთებს ფერს დაზიანების გარეშე უბრუნებს. 1 აბი 1 ჭიქა წყალში გახსენით, შემდეგ მიღებული ნარევი ლაქას წაუსვით, კბილის ჯაგრისით გახეხეთ. 10 წუთის შემდეგ ხელით გარეცხეთ.
  4. ნიშადურის სპირტი. ოფლის ძველ ლაქასაც ეფექტურად აშორებს. 1:1 თანაფარდობით ნიშადურის სპირტი და წყალი აურიეთ. ნარევი ლაქას წაუსვით და 10 წუთით გააჩერეთ. თბილი წყლით საშუალება მოაშორეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
  5. წყალბადის ზეჟანგი. ალბათ, ეს იაფი საშუალება სახლში ყველას აქვს. 2 ს/კ სოდა 100 მლ წყალბადის ზეჟანგში გახსენით. ლაქას წაუსვით, კბილის ჯაგრისით გახეხეთ და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ საპნით ან სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. წყალბადის ზეჟანგი სოდის გარეშეც ეფექტურია. ლაქას წაუსვით, 10-15 წუთში გარეცხეთ.

ახლა უკვე იცით, რომ არსებობს ეფექტური ხალხური საშუალებები, რომელთა დახმარებით საყვარელ მაისურს უსიამოვნო ოფლის ლაქებს ეფექტურად მოაშორებთ.