100 გ არაყი და 1 საიდუმლო ინგრედიენტი: ძლიერი ნარევი სამზარეულოში ცხიმის მოსაშორებლად

584

გამოცდილი დიასახლისები პატარა ხრიკებს არყით საყოფაცხოვრებო საქმეებში აქტიურად იყენებენ. ამ პროდუქტის ბაზაზე ეფექტური საწმენდი საშუალება კეთდება, რომლის დახმარებით ბევრი სახის ჭუჭყი შეგიძლიათ მოიშოროთ. Vivien გიზიარებთ ეფექტურ რეცეპტებს, რომელთა დახმარებით სხვადასხვა ზედაპირს ჩამჯდარ ცხიმს მარტივად მოაშორებთ. აღსანიშნავია, რომ ამ საწმენდი საშუალებით გაშავებულ ვერცხლის სამკაულსაც სიშავეს ეფექტურად მოაშორებთ. ეს ყველაფერი არაა, რაც არაყზე დაფუძნებულ საშუალებას შეუძლია. ნარევი, რომელშიც სპირტი და ლიმონის ეთერზეთი შედის, თეთრეულის და პირსახოცის გასაახლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

საწმენდი საშუალება არყით: საუკეთესო რეცეპტები

1. ცხიმიანი ზედაპირის გასაწმენდად

ინგრედიენტები:

  • 100 გ არაყი
  • 1 ს/კ სარეცხი საშუალება

ინგრედიენტები ღრმა თასში აურიეთ. მიღებული ნარევი წაუსვით ზედაპირს, სადაც ცხიმიანი ლაქები აღმოაჩინეთ. 5-10 წუთით მოიცადეთ. ზედაპირი გაწმინდეთ, ღრუბლის უხეში მხარე გამოიყენეთ. ახლა სველი ჩვრით გაწმინდეთ. ჭუჭყის კვალიც არ დარჩება!

2. გაშავებული სამკაულის გასაწმენდად

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ არაყი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 200 გ წყალი
  • 1 ს/კ სარეცხი საშუალება

აუცილებელი ინგრედიენტები ღრმა თასში მოათავსეთ. კარგად აურიეთ. ვერცხლის სამკაულები მზა ნარევში მოათავსეთ და 12 საათით გააჩერეთ. შემდეგ სამკაული ამოიღეთ და ნატურალური ბეწვის ქსოვილით კარგად გაწმინდეთ. შედეგად, საყურე, ბეჭედი და გულსაკიდი იბრწყინებს!

3. თეთრეულის და პირსახოცის გასაახლებლად

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა არაყი
  • 0,5 ჭიქა გამოხდილი წყალი
  • 30 წვეთი ლიმონის ეთერზეთი

ყველა ინგრედიენტი პულვერიზატორში ჩაასხით. კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული ნარევით სელის თეთრეული და ბალიშისპირები დანამეთ. ეს დაძინებამდე 20 წუთით ადრე გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ ასეთი საშუალებით ახალ გარეცხილ პირსახოცს ახალი არომატი შეგიძლიათ მიანიჭოთ.ჩამჯდარი ცხიმის მოსაშორებლად არაყი და წყალი (1:1) შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ საშუალებით ძლიერ ჭუჭყიან სამუშაო ზედაპირს, ღუმელს და გამწოვს ეფექტურად გაწმენდთ. ერთ–ერთი მეთოდი გამოსცადეთ და კრისტალური სისუფთავით ისიამოვნეთ!