თუ სახლი ბაღით იყიდეთ ან საკუთარი მიწის ნაკვეთი გაქვთ, Vivien გირჩევთ, ბაღის განლაგებაზე დაფიქრდეთ. ეს ერთ–ერთი მთავარი მომენტია კარგი მოსავლის ასაღებად. კულტურების არჩევისას არა მხოლოდ პირადი სურვილები და აგროტექნიკური მოთხოვნები, არამედ შეთავსებადობაც გაითვალისწინეთ. ისეთი შეცდომა, როგორიცაა ხეების და ბუჩქების არასწორი მეზობლობა, მუდმივ დაავადებებს, ზოგჯერ თავად მცენარის კვდომას იწვევს. Vivien გიამბობთ, რისი დარგვა არ შეიძლება ერთად, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.
რომელი ხეები და ბუჩქები არ უნდა დარგოთ ერთმანეთის გვერდით – ერთი შეხედვით უვნებელი მცენარე ზოგჯერ დიდ პრობლემად იქცევა. საფრთხე მდგომარეობს არა მხოლოდ ფესვების გაზრდისკენ მიდრეკილება ან მიწაში სახიფათო ნივთიერებების გამოყოფა, არამედ ნაკლებად თვალსაჩინო შედეგებიც.
- ნიგოზი – კაკლის ხე თითქმის ყველა ხეხილზე და კენკროვან ბუჩქზე ცუდ გავლენას ახდენს. სხვა კულტურებისგან დიდ მანძილზე უნდა დარგოთ. თუ ცხელ ზაფხულში ჩრდილში დამალვა გსურთ და ხეხილის დარგვას არ აპირებთ, კაკლის დარგვა კარგი იდეაა. მის ქვეშ ბუზები და სხვა საძულველი მწერები არ დაფრინავენ. კაკლის ქვეშ ყვავილები შეგიძლიათ დარგოთ. განსაკუთრებით კარგად იზრდება ნარგიზი, ტიტა, შროშანა და ფურისულა.
- ატამი – შედარებით კარგად მხოლოდ მსხლის გვერდით იზრდება. ატამი ვერ ეთავსება ალუბალს, ვაშლს.
- გარგარი – გარგარი ქლიავისგან მინიმუმ 4 მეტრის დაშორებით დარგეთ. ალუბალს ასეთ მანძილზეც არ ემეგობრება. ხე მსხლის და ვაშლის მეზობლობასაც ვერ იტანს. გარგარი ნიგოზსაც აზიანებს.
- ვაშლის ხე – ვაშლის გვერდით მზარდი ცირცელი, იასამანი ან კუნელი მავნებლების და დაავადებების ნამდვილი გასაშენებელი ადგილი გახდება. ვაშლის გვერდით დარგული ღვია ხეს ჟანგით ხშირად აზიანებს. ვაშლის გვერდით კარტოფილის და ჭარხლის დარგვაც სასურველი არაა. ერთმანეთს სითხეს წაართმევენ.
- ალუბალი – კუნელთან და ღვიასთან კარგად მეზობლობს. ყურძნის და ვაშლის მიმართ ამტანია. აი, ატამი, გარგარი, ქლიავი, მსხალი და ალუჩა მისთვის ტოქსიკურია. მის გვერდით ბუჩქების, განსაკუთრებით, მოცხარის დარგვა არასასურველია.
- წითელი და შავი მოცხარი – წითელი მოცხარი ჟოლოს ავიწროებს. აი, ღვიასთან მეზობლობა ჩრჩილით აინფიცირებს. ბუჩქი ასკილის გვერდით კარგად იზრდება. შავი მოცხარი ღვიასთან და ალუბალთან მეზობლობას ვერ იტანს, რადგან მათ საერთო მავნებლები ჰყავთ.
- ყურძენი – ყურძენი მსხლის და ალუბლის გვერდით კარგად იზრდება. ხშირად ვარდის გვერდით რგავენ. მათ ერთი და იგივე დაავადებები აქვთ, მაგრამ ვარდი პირველი ავადდება, ამით საფრთხის შესახებ სიგნალს იძლევა.
- ჟოლო – ჟოლო სჯობს სხვა მცენარეების მოშორებით დარგოთ. მიზეზი ამონაყარშია. ჟოლოს ბევრი სითხე უყვარს და მეზობლებს ართმევს. მხოლოდ ვაშლს ეთავსება, ზომიერად – მსხალს, ალუბალს და ქლიავს. ღვიასთან მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია დაიცავით.
თუ განლაგებას სწორად მიუდგებით, პატარა ნაკვეთზეც კენკრის და ხეხილის შეთავსებადობის პრობლემა არ შეგაწუხებთ. შესაბამისად, თქვენი მცენარე ჯანმრთელი გაიზრდება და უხვ მოსავალს მოგცემთ. დარგვის წინ სახეობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად შეისწავლეთ.