ყვითელი ლაქების გარეშე: ძველი ბუმბულის ბალიშიც ახალივით გამოიყურება

602

რამდენიმე კვირის წინ დედასთან ერთად აგარაკი დავალაგე. საზაფხულოდ ვამზადებთ, რადგან მშობლები თბილ სეზონს აქ ატარებენ. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ხარახურას საერთოდ გადავყრიდი, მაგრამ დედა ირწმუნება: თუ ბალიშებს ყვითელ ლაქებს მოვაშორებთ, ახალს არაფრით ჩამოუვარდება. თან ჩვენია, ძვირფასია! და ასე ბევრ ნივთთან მიმართებაში. თუ ბალიშების აღდგენის იდეას დავთანხმდი, გაცვეთილი ავეჯის და უსარგებლო სუფრის მიმართ დაუნდობელი ვარ. ყვითელი ლაქების მოშორება უფრო ადვილია, ვიდრე საგნებისთვის ძველი იერის დაბრუნება.

გამოცდილი დიასახლისი გვიზიარებს, როგორ მოვაშოროთ ყვითელი ლაქები ბალიშებს – ხანგრძლივი გამოყენებით არა მხოლოდ ბალიშისპირები, ასევე ნაჭრის ტომარა, რომელშიც ბუმბულია ჩაყრილი, ზიანდება. ცხიმიანდება, ძველებურ სითეთრეს კარგავს. თუ ოდესმე ბალიშიდან ყვითელი ლაქების მოშორება გიცდიათ, იცით, რომ ამ საქმეში მხოლოდ სარეცხი ფხვნილი ვერ დაგეხმარებათ.

წმენდის ტექნოლოგია: პირველ რიგში, ბალიშისპირი გადააბრუნეთ და დაფერთხეთ, რომ ბუმბულის ნარჩენები მოაშოროთ. ცივი წყალი გაავლეთ. ფხვნილს ან გელს არ ვიყენებთ, არამედ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას. ყველაზე იაფიც გამოგადგებათ. ბალიშის პირები სარეცხ საშუალებაში (0,5 ს/კ 1 ლ წყალზე) ჩაალბეთ. სქელი ქაფის მიღებამდე კარგად გაჩიჩქნეთ. ნივთები ხსნარში მინიმუმ 1 საათით გააჩერეთ. პერიოდულად სითხე ააქაფეთ. ახლა წყალი გაავლეთ. თუ ძალიან გაცვეთილია, ხოლო ლაქა ჩამჯდარი, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ. როგორც წესი, ჭურჭლის სარეცხი სითხე საკმარისია, რადგან მასში ცხიმის დამშლელი კომპონენტები შედის. თქვენ როგორ რეცხავთ ბალიშებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.