სიმეონ დაიბაბელმა იწინასწარმეტყველა, რა ელის კაცობრიობას მომავალში და რატომ უნდა მოვემზადოთ წინასწარ

1698

ბრძენი ხალხის წინასწარმეტყველებებს ახლა ოქროს ფასი აქვს. ყველას იმედი გვაქვს, რომ ნათელმხილველები გაგვიმხელენ, რა გველოდება ხვალ. გვსურს, ცოტათი გავფანტოთ გაურკვევლობის ბურუსი, რომელშიც მსოფლიო თვეზე მეტი გახვეულია. ჩვენ ისტორიული მოვლენების ცენტრში ვიმყოფებით, რომლის შესახებ სახელმძღვანელოებში დაწერენ. ოღონდ ეს ნაკლებად გვახარებს. Vivien სიმეონ დაიბაბელის წინასწარმეტყველებას გიზიარებთ. შესაძლოა, ბრძენის აზრებმა ჩვენი შიში და ეჭვი ცოტათი გაფანტოს.

ბერი სიმეონი – დავიწყოთ იმით, თუ ვინ არის ბერი სიმეონ დაიბაბელი. 1854 წელს ჩერნოგორიის ქალაქ ცეტინაში ბიჭი, სახელად სავა პოპოვიჩი დაიბადა. ბაბუამ მონასტრის სკოლაში გაგზავნა, სადაც სწავლობდა სიმღერას, კალიგრაფიას და ენებს. ბიჭს ხატვა უყვარდა, რის გამოც მასწავლებლებს არ მოსწონდათ. ყველა გაკვეთილზე ხატვის გამო სასწავლო წლის ბოლოს არც ერთი ჯილდო არ აუღია იმის მიუხედავად, რომ წარჩინებული მოსწავლე იყო.მონასტერში სწავლის შემდეგ ბიჭი რთული არჩევანის წინაშე დადგა. ბაბუას სურდა, რომ ახალგაზრდას ოჯახი შეექმნა და საკუთარი მეურნეობისთვის მიეხედა. თავად სულ სხვა რამ სურდა. ბიბლიის შესწავლა, მის საიდუმლოებებში ჩაძირვა და ღმერთის შეცნობა უყვარდა.

საბედნიეროდ, ბაბუას ძმა მის გადარწმუნებაში დაეხმარა და მოხუცებმა შვილიშვილი კიევში სასწავლებლად გააგზავნეს. აქ სასულიერო სემინარია დაამთავრა, შემდეგ სორბონასა და ჟენევაში განათლების მიღება გააგრძელა. სამონასტრო აღქმა კიევ–პეჩერის ლავრაში მიიღო.სიმეონი მშობლიურ ქალაქში ცოტა ხნით დაბრუნდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო 1889 წელს ოსტროგის მონასტერში გააგზავნეს. აქ მისმა მოძღვარმა, მიტროპოლიტმა მიტროფანმა სამონასტრო სკოლა მოაწყო, სადაც სიმეონმა მასწავლებლობა დაიწყო. მალე მამა სიმეონთან სოფელ დაიბაბიდან მწყემსი მივიდა, რომელსაც მის სოფელთან ახლოს ეკლესიის აშენების შესახებ ხილვა ჰქონდა. სიმეონმა მწყემსის სიტყვით მოსული ღვთის შეტყობინება სერიოზულად მიიღო. ასე გაჩნდა დაიბაბის მონასტერი.

სიმეონი ამ ეკლესიაში განმარტოებული მოღვაწე გახდა. მრავალწლიანმა მარხვამ და ყოველდღიურმა ლოცვმა ნაყოფი გამოიღო. უფალმა ბერს ნათელმხილველობის ნიჭი მიანიჭა. სიმეონთან მოდიოდა ხალხი, რომელთაც შინაგანი სიმშვიდის მოპოვება სურდათ. სიმეონ დაიბაბელი ყველას ეხმარებოდა. მის გულში ზღვა სიყვარული და გაგება იყო, ასევე სურვილი დახმარებოდა ყველას, ვინც საკუთარ ცოდვებში გაიხლართა და ჭეშმარიტების გზა დაკარგა.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – ბერმა სიმეონმა იწინასწარმეტყველა ომი, რომელიც ახლა ხდება. ამბობდა, რომ ადამიანი ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ მონანიებით მოიპოვებს. კრიტიკული მოვლენები, რომელთაც ვაკვირდებით, ბერმა ჯერ კიდევ 1941 წელს იწინასწარმეტყველა. ირწმუნებოდა, რომ ეს გლობალური ცვლილებების დასაწყისი გახდებოდა. სწორედ ახლა ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება ახდება.

შეგახსენებთ, რომ წინასწარმეტყველება ზედმეტად ფატალურად არ უნდა მიიღოთ. რწმენა, რომ მალე ყველაფერი დალაგდება, საჭიროა. ის განწყობას გვიქმნის და გვეხმარება, რომ არ შევიშალოთ. არ დაგავიწდეთ, რომ ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება. ეს ომიც, საბედნიეროდ, წესიდან გამონაკლისი არაა. მალე მშვიდობიან ცას ვიხილავთ. მხოლოდ ამ მომენტის დადგომამდე უნდა გავუძლოთ.