მეჰდი იბრაგიმ ვაფა ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი ნათელმხილველი და მედიუმი. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ნათელმხილველმა რამდენიმე მოსაზრება გამოთქვა, თუ რა ელოდება რუსეთს და მსოფლიოს 2022 წელს. ახლა მომავალი ბუნდოვანია, ამიტომ სპეციალისტის მოსაზრების გაგება გადავწყვიტეთ.მეჰდი იბრაგიმ ვაფამ მომავლის დანახვა ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაიწყო. ნათელმხილველის ცხოვრება დედის გარდაცვალების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. უახლოესი ადამიანის დაკარგვას ძლიერ განიცდიდა და ძალიან შეიცვალა. მედიუმი ცნობილი გახდა, როცა სატელევიზიო შოუში „ექსტრასენსების ბრძოლა“ გაიმარჯვა.
მისი პირველი სერიოზული პროგნოზი, რომელიც ახდა, შორეულ 2009 წელს გააკეთა. მაშინ ერთ–ერთი რადიოსადგურის ეთერში თქვა, რომ ხალხს არა 2012–ის, არამედ 2020–ს უნდა ეშინოდეს.ალბათ, გახსოვთ, რომ ბევრი წინასწარმეტყველებდა სამყაროს გარდაუვალ დასასრულს, რომელიც 2012 წელს უნდა მომხდარიყო. 2020 წელი ხალხისთვის მართლად განგაშის ზარი აღმოჩნდა. მეჰდი გვაფრთხილებდა კლიმატის ცვლილებაზე, ბუნებრივ კატაკლიზმებსა და სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსების შემცირებაზე.მედიუმი თვლის, რომ კოსმოსური ობიექტები, განსაკუთრებით პლანეტა ნიბირუ მიწიერ პროცესებზე გავლენას ახდენს. ბევრი მას მითიურად მიიჩნევს, მაგრამ მეჰდის ამ პლანეტის არსებობის სჯერა. მისი თქმით, ნიბირუ დედამიწას უახლოვდება, რის გამოც ჩვენ სამყაროში ამდენი უბედურება ხდება.ადრე თუ გვიან, რესურსების შემცირება ომს გამოიწვევს იმ ტერიტორიებისთვის, სადაც ეს რესურსები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. სიტყვაზე, ამას წინასწარმეტყველებს ინდოელი იოგინი სადჰგურუ, რომელიც გვირჩეევს, რომ მიწას უკვე ახლა გავუფრთხილდეთ.
პრობლემები პლანეტაზე – ამერიკელი მწერალი, ზახარი სიტჩინი მიწიერ პროცესებს წლები სწავლობდა. ის თვლიდა, რომ არსებობს ერთგვარი კოსმოსური ცენტრი, რომელიც მაღალგანვითარებული ცივილიზაციების საცხოვრებელია. როგორც ასეთი სიცოცხლე ნიბირუზე არ არსებობს.მეჰდი თვლის, რომ ადრე ეს პლანეტა დედამიწას ყველა მასშტაბური კატაკლიზმების გამოსწორებაში დაეხმარა. თუმცა 2020 წლიდან კოსმოსური ცენტრის დახმარება შეწყდა. ახლა ყველა კატასტროფა ისე მოხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. ამრიგად, ბუნება ადამიანის მოქმედების შედეგისგან გაიწმინდება. ჩვენი ამოცანაა, რომ გარემოსთან ჰარმონიაში ცხოვრება ვისწავლოთ.გარდა ამისა, მედიუმი გვაფრთხილებს, რომ მალე კაცობრიობას ახალი უსიამოვნება ელის, რომელიც კოვიდზე საშინელი იქნება. სხვათა შორის, ცნობილი ინდოელი ასტროლოგი, აბიგია ანანდიც იმავეს პროგნოზირებს.
მეჰდი იბრაგიმ ვაფის მოსაზრებები – მომეწონა მეჰდის ფიქრები მიზნების შესახებ, რომელსაც ადამიანი ისახავს. თუ ადამიანი სასურველის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა, მაშინ მიზანი აზრს კარგავს. ეს კონკრეტული ადამიანის ბედს მხოლოდ ამძიმებს. ეს ყველაფერი შეგვიძლია უკრაინის ვითარებაზე გადავიტანოთ. რუსეთის მიერ დაწყებული ომი და მისი ხელისუფლების შორეული მიზნები სახელმწიფოსთვის მიღწევა ვერასდროს გახდება. სინამდვილეში, ეს რუსეთის ისედაც სავალალო მდგომარეობას გაამწვავებს.ამის მიუხედავად, მეჰდი თვლის, რომ რუსეთი ბედნიერი ქვეყანაა, რომელსაც მომავალში აყვავება ელოდება. მედიუმის აზრით, რუსეთს ახალი მოკავშირეები გამოუჩნდება და ძალაუფლება ძლიერი ლიდერის ხელში აღმოჩნდება. ექსტრასენსის თქმით, ნებისმიერი სირთულე მხოლოდ თვითგანვითარების სტიმულია.2022 წელი მთელი მსოფლიოს ისტორიაში გარდამტეხი მომენტია, ე.წ. გამძლეობაზე გამოცდაა. გამოდის, ყველაფერი ხალხის არჩევანზეა დამოკიდებული. სირთულეები, რომელიც წინ გველის, დროებითია.
მეჰდი იბრაგიმ ვაფა თვლის, რომ ევროკავშირი მსოფლიოში თავის პოზიციებს შეამცირებს, ხოლო შტატები ძველებურ სიძლიერეს დაკარგავს. მისი თქმით, რუსეთის ბედი ერთ საათში შეიცვლება. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე მოხდა, მაგრამ ეს ცვლილებები სანუგეშო ნაკლებადაა.