გულისამაჩუყებელი ტექსტი მარიუპოლის შესახებ, რომელსაც უცრემლოდ ვერ წაიკითხავთ

684

ახლა უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ბლოკადაშია. ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას რამდენიმე კვირაა გაზი, დენი და წყალი არ აქვს. ჰუმანიტარული დახმარება ხალხამდე ვერ აღწევს, რადგან მტრის ჯარი უბრალოდ არ ატარებს. იღბლიანები, რომლებმაც ამ ჯოჯოხეთიდან გაქცევა მოახერხეს, გამოვლილ უბედურებაზე საუბრობენ. Vivien ერთ–ერთ ასეთ ისტორიას გიზიარებთ.

ქალაქი მარიუპოლი ახლა – ყოველდღე სოციალურ ქსელში მარიუპოლის შესახებ მორიგი გულისამაჩუყებელი ისტორია იწერება. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის და ახლობლების გადარჩენა მოახერხეს, ტრავმულ გამოცდილებას გვიზიარებენ. ახლახანს ერთ–ერთი ასეთი ამბავი შემხვდა, რომელსაც ირინა გოვორუხა წერს. არ შეგვეძლო, ეს ისტორია თქვენთვის არ გაგვეზიარებინა.„ოდესღაც ამ ქალაქში ტრიალებდა იოდის, თევზის და ხეხილის სუნი. ალიზი ქოხების, ნავთის ფარნების და გრანიტით დაგებული ხიდების სუნი. ცოტა მოგვიანებით – პაკროვსკის ბაზრობა, სადაც კალოშებს ყიდდნენ, საბუქსირო გემზე „მედვედიცა“ დატვირთული დონეცკის ქვანახშირი, ქარხნები და აბანოები.

კიდევ ერთი წლის წინ – ნახევრად ჩაკეტილი ზღვა, მსხალი და ჟასმინი. საზაფხულო არდადეგების, შაქრიანი ქვიშის სანაპიროს და კემბრიჯული ნემსიწვერა კუინჯის ქუჩიდან. დღეს – დენთი, კვამლი, დამწვარი რკინის, ბეტონის, აგურის სუნი. წუხილი და უიმედობა. ჟანგიანი წყალი ბატარეებიდან. ნაცრისფერი ფერფლი. 1 მუჭა წიწიბურა ცივ წყალზე „ორთქლით მოხარშული“. უმართავი რაკეტები და გამჭოლი შეტყობინებები „ოღონდ არ იტირო, დაიმალე“. მარიუპოლები კვირაობით იმალებოდნენ. ბევრი დღემდე იმალება.

ხალხის ისტორია – 8 მარტს მარიას ქმარმა საჩუქარი გაუკეთა, ყავა გამდნარი თოვლისგან. საზეიმოდ მოუტანა რკინის ჭიქით პირდაპირ „საწოლში“, რომელიც ერთ–ერთი სარკინიგზო ლეიბისგან შედგება.ნადეჟდა სუხორუკოვი ფეისბუქში მეზობელ ანაზე საუბრობს. გოგონა ყოველდღე რამდენიმე კვარტალს გადიოდა, რომ ასაკოვანი მშობლები ენახა. სუსტ ფეხებზე კოჭლობით დადიოდა, ხოლო აქეთ–იქით სასიკვდილო ნამსხვრევები ცვიოდა. მათ იგი არ დააზარალეს, როგორც ჩანს, წყალობის ნარჩენი შეინარჩუნეს. ანას მშობლებთან საჭმელი მოჰქონდა, ჭაღარა თავებზე ეფერებოდა და ხვალიდან მშვიდობას ჰპირდებოდა. ოღონდ ხვალ დაბომბვა გაძლიერდა, საკვების მარაგმა იკლო, ხოლო მშვიდობა გაურკვეველი ვადით გადაიდო.ფოტოგრაფ ევგენი მალოლეტკას 27 თებერვალს გადაღებული კადრი სამუდამოდ დაამახსოვრდა. ეს შრაპნელით დაზიანებული პატარა გოგონას სხეული იყო. შემდეგ დასახიჩრებული ბავშვების მთელი ნაკადი გაიჭიმა. ოღონდ თვალწინ კვლავ ის პირველი სისხლიანი თავი უდგას.ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც მანქანით 8 სკოლამდელი ბავშვი გადაყავდა, სამუდამოდ დაამახსოვრდა მშობლების ბრძანება: „თუ რამე დაგვემართა, ყველა ბავშვი შენია“. დედები და მამები ქალაქიდან ფეხით გადიოდნენ და არ იცოდნენ, ცოცხლები გააღწევდნენ თუ არა.

1941 წლის ოქტომბერში ქალაქი გერმანელებმა აიღეს. სიხარბით და გაუმაძღრობით თავს დაესხნენ. საწარმოებს, რკინიგზას და მშვიდობიან სახლებს ბომბავდნენ. ოკუპაციაში მთელი 23 თვე იმყოფებოდნენ. ინფრასტრუქტურის 85% გაანადგურეს: 1,5 ათასი სახლი, 100 ბიბლიოთეკა, თეატრი და პიონერების სასახლე. რუსმა ნაძირლებმა ფაშისტებს აჯობეს და გულისამრევ დავალებას 30 დღეში თავი გაართვეს.ახლა მარიუპოლის მზიან ადგილზე, რომელსაც იოდის, თევზის და პოკროვის ბაზრობის სუნი ასდის, განახშირებული მოჩვენებაა. ჯერ კიდევ სუნთქავს, მაგრამ სუნთქვა წყვეტილია, სარდაფებში დიდი და პატარა გულები ცემას აგრძელებს. ქალაქი წყნარი ზღვით გარშემორტყმული აღარაა.

აღარ არიან ტატიანა იაბლონსკაიას მიერ დახატული ლურჯ ბლუზონში გამოწყობილი გოგონები, დრამატული თეატრი, სადაც ტოლსტოის, ჩეხოვს და შუშკინს ასრულებდნენ. საბავშვო ბაღები, სადაც ხმამაღლა მღეროდნენ „ტაში, ტაში ახალ წელს“ და სტადიონები, რომელთაც ძველებურად „ილიჩევიცს“ უწოდებენ. დარჩა მხოლოდ დაძაბუნებული ხალხი, გაშეშებული ბავშვები და ცხოველები, რომლებიც ციდან, ზღვიდან და მიწიდან თავს გვესხმიან.“

რედაქციისგან – ის, რაც ახლა მარიუპოლს და უკრაინის სხვა ქალაქებში ხდება ჩემ თავში არ ჯდება. რთულია სიტყვებით აღვწეროთ ის ტკივილი, რასაც უკრაინელები ყოველდღე განიცდიან. უბრალოდ შეუძლებელია. მხოლოდ უკრაინელი ჯარისკაცების სიძლიერის იმედი რჩება, რომლებიც საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან. ადრე თუ გვიან სიკეთე ბოროტებაზე გაიმარჯვებს!