როცა საქმე ეხება ფილტვის სიმსივნეს, რომლის მთავარი მიზეზია თამბაქოს მოწევა, დაავადების განვითარებისას შეიძლება გამაფრთხილებელი ნიშნები გამოვლინდეს. ფილტვის მზარდი სიმსივნის ერთ–ერთი „მთავარი სიმპტომია“ გულმკერდის მორეციდივე ინფექცია.
NHS-ის მონაცემებით, გულმკერდის ინფექციის სიმპტომებია:
- გულმკერდის ხველა. თქვენ შეიძლება მწვანე ან ყვითელი ლორწო ამოახველოთ;
- მსტვენარე სუნთქვა და ქოშინი;
- ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში;
- მაღალი ტემპერატურა;
- თავის ტკივილი;
- ტკივილი კუნთებში;
- დაღლილობა;
გულმკერდის ინფექციის სიმპტომები შეიძლება 10 დღეში გაქრეს, მაგრამ გულმკერდის მორეციდივე ინფექციების შესახებ ექიმს უნდა აცნობოთ. კიდევ ერთი განმეორებადი პრობლემა, რომელიც შეიძლება სიმსივნესთან კავშირში იყოს – განმეორებადი ხველა.ნებისმიერი ხველა, რომელიც 3 კვირაში არ ქრება, ექიმმა უნდა გამოიკვლიოს.
ფილტვის სიმსივნემ შეიძლება გამოიწვიოს:
- სისხლის ამოხველება;
- ტკივილი სუნთქვის ან ხველის დროს;
- მუდმივი ქოშინი;
- მუდმივი დაღლილობა ან სისუსტე;
- მადის დაკარგვა ან უმიზეზო წონის კლება;
ფილტვის სიმსივნის სხვა შესაძლო ნიშნებიც არსებობს, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ. მაგალითად, თუ თითის წვერები დიდი და მოღუნული ხდება, ეს აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ. ყლაპვის სირთულე ან ტკივილი შეიძლება ნიშანი იყოს.
სხვა სიმპტომები მოიცავს:
- ხიხინი;
- ხრინწიანი ხმა;
- სახის ან ყელის შეშუპება;
- მუდმივი ტკივილი გულმკერდში ან მხარში;