ნერგისთვის სასუქის სწორად შერჩევა მცენარის სიცოცხლეს განსაზღვრავს. როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ყლორტს არსებობის პირველ ეტაპზე? რა თქმა უნდა, ენერგია, რომ გაიზარდოს! მცენარე, როგორც ადამიანი, გარკვეული ნივთიერებების მიღებით ენერგიას გამოიმუშავებს. ერთ–ერთი ასეთი ნივთიერებაა გლუკოზა.ვინ იფიქრებდა, რომ ნერგისთვის ჯადოსნური სასუქი უახლოეს აფთიაქში იყიდება! ყურადღებიანმა მებაღეებმა და ფერმერებმა იციან, რომ გლუკოზას ბევრი ნატურალური სასუქი და ფესვწარმომქმნელი ისედაც შეიცავს. ამ საშუალებით ნერგი აუცილებლად უნდა გამოკვებოთ.
ნერგის გამოკვება გლუკოზის სასუქით
- თუ 0,5 გრამიან აბებს იყენებთ, 1 აბი 1 ლ წყალში გახსენით. თუმცა აბი შემადგენლობაში ტალკის გამო ბოლომდე არ გაიხსნება.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ 40%–იანი თხევადი გლუკოზა ამპულებში. ამ შემთხვევაში დაიცავით ასეთი თანაფარდობა: 1 მლ გლუკოზა 1 ლ წყალში. თუ 5%–იანი გლუკოზა გაქვთ, 8 მლ ნივთიერება 1 ლ წყალზე გამოიყენეთ.
ასეთი სასუქი პირველივე დღიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ. გლუკოზის ხსნარი ყოველ 2 კვირაში გამოიყენეთ. სხვათა შორის, გლუკოზის სასუქი შაქრის სასუქის მსგავსი არაა. იყენებთ გლუკოზას თუ თქვენთვის ახალი მეთოდია?