პირი არ ბლაგვდება: რას აკეთებენ მზარეულები, რომ ბასრი დანა შეინარჩუნონ

775

კარგად გალესილი დანა სახლში კეთილდღეობის მაჩვენებლად ითვლება. პასუხისმგებლიან მეპატრონეს დრო ექნება, რომ კერძის მომზადება მაქსიმალურად კომფორტული გახადოს. ბლაგვი დანით ნებისმიერი კერძის მომზადება მძიმე გამოცდა ხდება. დანის სწორად გალესვას ყველა და ყოველთვის ვერ ახერხებს. ბევრმა არ იცის, როგორ შეინარჩუნოს ბასრი დანა დიდხანს. Vivien პროფესიონალი მზარეულების რამდენიმე საიდუმლოს გიზიარებთ. მათ ყოველდღე დანასთან საქმე აქვთ, ამიტომ ინსტრუმენტს კარგად უვლიან. აი, რამდენიმე წესი, როგორ გალესოთ იდეალურად.

სველი სალესი ქვა – პირველი და მთავარი: ეს სალესი ქვა უნდა იყოს და არა რაიმე მოწყობილობა. უმარტივესი ქვაც გამოგადგებათ, მთავარია, რომ სველი იყოს. გამოყენების წინ ქვა ნახევარი საათით წყალში გააჩერეთ. ახლა მაგიდაზე დადეთ ისე, რომ არ ისრიალოს. პირსახოცი გამოიყენეთ. გალესვის დროს წყლით აუცილებლად დაასველეთ, ჩაის კოვზი გამოიყენეთ. თითქმის ყოველ წუთს უნდა დაასველოთ. სველი ქვა ლითონს უკეთ ეკვრის. არ შეგეშინდეთ, რომ სველ ქვაზე გალესვისას ნამსხვრევი რჩება: ის უფრო ხარისხიანი შედეგისთვის საჭიროა და ერთგვარ აბრაზიულ ეფექტს ქმნის.

მინიშნება დამწყებებს – თუ მანამდე პროფესიონალური გალესვით გატაცებული არ ყოფილხართ, დაიმახსოვრეთ მნიშვნელოვანი დეტალი: ის თანაბარი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, სალესი ქვის კიდე ფლომასტერით შეღებეთ, რომ ხაზის გასწვრივ გალესოთ. როცა ის მოშორდება, მიხვდებით, რომ თანაბრად გააკეთეთ. გალესვისას დანა ორივე ხელით ჰორიზონტალურად დაიჭირეთ და ქვაზე თქვენგან მოძრაობა გაიმეორეთ.

კუთხე და ზეწოლის ძალა – სამზარეულოს დანის გასალესად ოპტიმალური კუთხეა 45 გრადუსი, მაგრამ 30 გრადუსიც დასაშვებია (რთულია, მაგრამ უფრო ბასრი გახდება). არ იჩქაროთ, უბრალოდ დანა ქვაზე გადაატარეთ და კუთხის შენარჩუნება სცადეთ. ისეთი ზეწოლა შეარჩიეთ, რომ საჭირო ტემპი და ზეწოლის ძალა თავიდან ბოლომდე შეინარჩუნოთ. ძლიერ არ დააწვეთ, რადგან ასე ძალა შეიძლება ვერ გათვალოთ.

დიდ რესტორნებში დანებს დამოუკიდებლად არ ლესავენ, არამედ კორექტირებისთვის აგზავნიან, ანუ სპეციალურ მანქანებს იყენებენ, რომ დანები სწრაფად და ხარისხიანად გალესონ. სახლში ყველა მზარეულმა იცის, როგორ გალესოს დანა საკუთარი ხელით. ამ წესების გამოყენებით ხელსაწყოების რეგულარულად გალესვა არ დაგავიწყდეთ (კვირაში ერთხელ მაინც).