100 წლიანი ადამიანების 5 საერთო თვისება კვლევის შედეგების მიხედვით.

895

ოჯახის ახალგაზრდა წევრებთან შედარებით ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობის მიუხედავად დღეგრძელ, 100 წლიან ადამიანებს, შეიძლება უფრო სტაბილური და ჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდეთ.

რას აკეთებენ 100 წლიანი ადამიანები გარდა იმისა, რომ ჯანსაღად იკვებებიან? არსებობს კი ერთგვარი სისტემა, რომელიც კოგნიტური უნარების მნიშვნელოვანი დაკარგვის გარეშე ასეთი შთამბეჭდავი დღეგრძელობის მიღწევაში ეხმარებათ? კვლევა, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს სცემს, რომის ლა საპიენცის უნივერსიტეტის და კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან დიეგოში) მეცნიერებმა ჩაატარეს.

კვლევის ფარგლებში იტალიის მთიან რეგიონში, ჩილენტოს სოფლების მაცხოვრებლებს აკვირდებოდნენ. დასაკვირვებლად 90+ ასაკის ხალხი გამოყეს და დეტალურად შეისწავლეს ფსიქიკური კეთილდღეობის ასპექტები: ოპტიმიზმი, შფოთვა, დეპრესია, სტრესისკენ მიდრეკილება და ა.შ. მეცნიერებმა კვლევის შედეგები 5 თვისებაში განაზოგადეს, რომლებიც მათი აზრით დღეგრძელ ადამიანებს ახასიათებთ და დიდწილად ადამიანის დიდხან ცხოვრებას განაპირობებს. Vivien გიამბობთ, თუ რომელი 5 თვისება ახასიათებთ 100 წლიან ადამიანებს.

სტრესზე რეაგირების უნარი. მეცნიერების თქმით, 100 წლიანი ადამიანები სტრესის ფაქტორებს უკეთ ფილტრავენ. საკუთარ თავს უფლებას არ აძლევენ ძლიერ ინერვიულონ იმაზე, რაც მათ ცხოვრებაში დიდად მნიშვნელოვანი არაა.

მიღებულ გადაწყვეტილებაში თავდაჯერებულობა. ტესტირების დროს ყველაზე უხუცესებმა თავდაჯერებულობის, მიღებული გადაწყვეტილების და ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებლებში ყველაზე მაღალი ქულები აჩვენეს, ვიდრე მათმა 50-75 წლის ნათესავებმა. ექსპერტების თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შფოთვა და დეპრესია ნაკლებად აწუხებთ.

ადაპტაცია და გამძლეობა. დღეგრძელი ადამიანების კიდევ ერთი თვისება – თავდაჯერებულობა, რომ მათი პირადი ცხოვრებისეული ისტორია პატივისცემის ღირსია და გამოცდები, რომელთა გადალახვაც მოუწიათ, ღირსეულად აიტანეს.

საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ სიყვარული. ბევრ დღეგრძელ ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის და სახლის მიმართ მოწიწებული გრძნობა, გარშემომყოფების მიმართ მეგობრული, პატივსაცემი ურთიერთობა, კომუნიკაბელურობა აერთიანებთ.

ძლიერი ოჯახური კავშირი და რელიგიურობა. დღეგრძელობა ხშირად გვხდება იმ ადამიანებში, რომლებიც ბევრ ნათესავთან ურთიერთობენ, მათ ცხოვრებაში ჩართულნი არიან, სახლებში, სადაც ოჯახის ბევრი თაობა ერთად იკრიბება. რაც შეეხება რელიგიურ რწმენას, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რელიგია ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერას, ასევე ადამიანის ფსიქოლოგიურ გამძლეობას, ცხოვრებაზე საღი ხედვის შენარჩუნებას ხელს უწყობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს