ფანჯრის მწმენდავმა მასწავლა, როგორ გავწმინდო მინა ზოლების გარეშე 5 წუთში

877

ადრე თუ გვიან, ყველა ახალგაზრდა დიასახლისი ინტერესდება, როგორ გაწმინდოს ფანჯარა უკეთ, ზოლების გარეშე და მინის გამჭვირვალობა დიდხანს შეინარჩუნოს. ფანჯრების პროფესიონალი მწმენდავები რამდენიმე საიდუმლო მეთოდს აქტიურად იყენებენ. საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომია, რადგან ყველა საჭირო კომპონენტი, როგორც წესი, სახლში გვაქვს.შეგახსენებთ, რომ ფანჯრების გასაწმენდად მზიანი დღე საუკეთესო პერიოდი არაა. კაშკაშა მზეზე მინაზე ზოლების დანახვა გაგიჭირდებათ, ამიტომ ჯერ ამინდი შეამოწმეთ, შემდეგ საქმეს შეუდექით.

პირველ რიგში, მინას ჭუჭყი და მტვერი მოაშორეთ. წასასმელად სპეციალური ნარევის მომზადება დაიწყეთ. კარგი ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ½ ს/კ ძმარი (9%), 2 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება და 1 ლ წყალი. კარგად აურიეთ და მიღებული ნარევი მინას წაუსვით.თუ საშუალებას სპრეი ბოთლში გადაიტანთ, მისი გამოყენება გაგიმარტივდებათ. ასე ნაკლებ საწმენდ საშუალებას დახარჯავთ, თან მისი გამოყენება უფრო პრაქტიკულია. წყლით სავსე ტაშტი ახლოს გქონდეთ. ასევე ჩვარი, რომლითაც წასმულ ნარევს ჭუჭყთან ერთად მოაშორებთ. სასურველია, რომ წყალი დაბინძურების მიხედვით გამოცვალოთ.თუ მინაზე ძალიან ჯიუტი ლაქაა, ცოტა სოდა ან მათეთრებელი კბილის პასტა წაუსვით, შემდეგ სარეცხი საშუალებით დაამუშავეთ. რთულად მისადგომი ადგილებისთვის კბილის ჯაგრისი გამოიყენეთ.როგორც კი, მინას მთელ ჭუჭყს და მტვერს მოაშორებთ, მისი გაწმენდა დაიწყეთ. ეს აუცილებელია, რომ მინაზე ზოლები და ლაქები არ დარჩეს. საბედნიეროდ, სპეციალური ნარევის მოსამზადებლად რამდენიმე მეთოდი არსებობს.

  • 1–ელი ვარიანტი: 1-1,5 გ (ან დანის წვერით) მარგანცოვკა 500 მლ წყალში გახსენით. ამ ვარდისფერი ნარევით მინა შეგიძლიათ გაწმინდოთ.
  • მე–2 ვარიანტი: 1 ლ წყალს 10 წვეთი იოდი დაუმატეთ და აურიეთ. ამ ნარევის გამოყენებით მინა საერთოდ უხილავი გახდება.
  • მე–3 ვარიანტი: იოდის ნაცვლად 1 ს/კ კარტოფილის სახამებელი გამოიყენეთ. წყალი (ისევ 1 ლ ) თბილი უნდა იყოს. აურიეთ და მინის საწმენდ ნარევად გადაიქცევა.

ბოლოს მინა სჯობს ქაღალდის პირსახოცით დაამუშავოთ. შეიძლება გაიფიქროთ, რომ ამ მიზნით ტუალეტის ქაღალდი გამოგადგებათ, მაგრამ ის სწრაფად იშლება და მინაზე ნაწილაკებს ტოვებს. სწორედ ამიტომ, უფრო სქელი და საიმედო სამზარეულოს ქაღალდის პირსახოცი გამოიყენეთ.

რედაქციის რჩევა – ფანჯრების გაწმენდა რეგულარული და სავალდებულო აქტივობაა, რომელიც საკუთარი კომფორტისა და სილამაზის შესაგრძნებად საუკეთესოდ უნდა შეასრულოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი და ეფექტური რჩევები გამოგადგებათ და თქვენი მოლოდინები გამართლდება.