მკერავი ახალ გარეცხილ ტანსაცმელს სწრაფად აშრობს. მასწავლა, რა ვუყო სველ ტანსაცმელს

687

როცა მშრალი ტანსაცმელი სასწრაფოდ უნდა ჩაიცვათ, მაგრამ ტანსაცმელი ახლახანს გარეცხეთ, ჩნდება ლოგიკური კითხვა: „როგორ გავაშროთ სწრაფად?“ გაშრობის დრო არა მხოლოდ გაშრობის მეთოდზე, არამედ ქსოვილის ტიპზეა დამოკიდებული. Vivien გიამბობთ, როგორ გააშროთ ნივთები სწრაფად სხვადასხვა მეთოდით.

მშრალი ნივთები – ყველა მოგზაურმა იცის, რომ სინთეტიკის ტანსაცმელი სალაშქროდ საუკეთესოა. თხელი ფლისის მაისური და სინთეტიკის თერმოთეთრეული არა მხოლოდ სწრაფად შრება, არამედ ათბობს და ზედმეტ ტენიანობას აშორებს, რაც ადამიანს დაავადებისგან იცავს. სინთეტიკა სუფთა ჰაერზე რამდენიმე საათში შრება, ხოლო სახლში კიდევ უფრო სწრაფად. რა გავაკეთოთ სხვა ტიპის ქსოვილის შემთხვევაში? როგორ დავაჩქაროთ ნივთების გაშრობა სახლში?

  • სარეცხი მანქანა. თუ სახლში საშრობი მანქანა გაქვთ, კითხვები არ ჩნდება. ზოგიერთ სარეცხ მანქანას „შრობის“ ფუნქცია აქვს. თუ ასეთი ფუნქცია არ აქვს, უბრალოდ ასე გააკეთეთ: გარეცხვის შემდეგ დოლურაში სველ ნივთებს მშრალი პირსახოცი დაუმატეთ და „გაწურვის“ რეჟიმი მაქსიმალურ ბრუნვაზე ჩართეთ. მეთოდი ყველა სახის ქსოვილზე არ გამოგადგებათ. გახსოვდეთ, ტანსაცმლის საშრობად მანქანის ხშირი გამოყენება ნივთის ტარების პერიოდის განახევრებას ნიშნავს.
  • პირსახოცი. დელიკატური ნივთები სქელი პირსახოცით შეგიძლიათ გააშროთ. პირსახოცი ჰორიზონტალურ ზედაპირზე გაშალეთ. ზემოდან გარეცხილი ნივთი დააფინეთ და პირსახოცში გაახვიეთ. თუ ნივთი ჯერ კიდევ სველია, კიდევ ერთი პირსახოცი გამოიყენეთ ან ფენით გააშრეთ.
  • ფენი. სინთეტიკის და პატარა ნივთების გასაშრობად გამოგადგებათ. სველი ნივთისკენ 50 სმ–ს დაშორებით თბილი ჰაერის ნაკადი მიმართეთ. ფენის ნაცვლად შეგიძლიათ თბოვენტილატორი გამოიყენოთ. ტანსაცმელი საშრობის მოპირდაპირედ გადაკიდეთ.
  • უთო. თუ ტანსაცმელს უთოთი აშრობთ, „ორთქლის“ ფუნქცია არ გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ თითოეული ქსოვილის დაუთოება კონკრეტულ ტემპერატურაზე შეიძლება. იარლიყი აუცილებლად შეამოწმეთ. ნივთი რომ არ დაწვათ და უთოთი სწრაფად გააშროთ, ზემოდან ბამბის ქსოვილი დააფინეთ. მეთოდი კარგია იმით, რომ ტანსაცმელი არა მხოლოდ გაშრება, არამედ გასწორდება.
  • ელექტრო საშრობი. უსაფრთხოების მიზნით ელექტროტექნიკის გამოყენება რეკომენდებული არაა, მაგრამ არსებობს ტანსაცმლის საშრობი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც თითქმის ერთ ღამეში ნივთებს აშრობს. არ დაგავიწყდეთ, რომ ნივთები შეგიძლიათ სააბაზანო ოთახში პირსახოცის საშრობ ბატარეაზე გააშროთ.
  • ღუმელი. ერთი შეხედვით, ექსტრემალური მეთოდია, მაგრამ ღუმელში სველი ნივთების ჩადება არ მოგიწევთ, თუმცა ზოგი ნივთებს მიკროტალღურ ღუმელში ასე აშრობს. მოკლედ, ნივთები ღუმელიდან 1 მეტრში დაკიდეთ, მაგალითად, სკამის ლითონის საზურგეზე. ღუმელი 180-200 გრადუსზე გააცხელეთ და გამორთეთ. ღუმელის კარი ნახევრად გააღეთ, რომ ჰაერის თბილი ნაკადი ტანსაცმლისკენ მიმართოთ. როცა ღუმელი გაგრილდება, ვენტილატორი მუშაობას გააგრძელებს. ასე ღუმელი თბოვენტილატორის როლს ასრულებს და ნივთებს საკმაოდ სწრაფად აშრობს.

რედაქციის რჩევა – ტანსაცმლის იარლიყზე მოცემული ინფორმაცია უყურადღებოდ არ დატოვოთ, რომ არასწორი გაშრობის მეთოდით ნივთი არ დააზიანოთ. საგარეო ტანსაცმელი გასაშრობად საკიდზე დაკიდეთ და სახელურები ქაღალდით გაავსეთ. პერიოდულად შეაბრუნეთ, რომ შიგნიდან და გარედან კარგად გაშრეს. ტანსაცმლის საშრობად ღია ცეცხლი არასდროს გამოიყენოთ. ბეწვის და თეთრეულის ნივთები მხოლოდ ჰორიზონტალურ ზედაპირზე უნდა გააშროთ, რომ ნაწარმი არ გაიწელოს. რომელი მეთოდი მოგწონთ ყველაზე მეტად?