შეიძლება ითქვას, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნებს საკუთარი ხმის ხმაურიც კი არ სიამოვნებს. თუმცა მათი მშვიდი ხასიათი იმას არ ნიშნავს, რომ მათ არაფერი აქვთ სათქმელი. უბრალოდ თვლიან რომ საუბრის ინიციატივის საკუთარ თავზე აღება ან დისკუსიაში შესვლა საჭირო არაა. ამ ადამიანებს ურჩევნიათ მოსმენა იმის, რასაც სხვები საუბრობენ და საკუთარ მოსაზრებებს სხვებს არ უზიარებენ, სანამ არ შეეკითხებიან. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს, რადგან თანამოსაუბრის მოსმენის უნარი – ხასიათის შესანიშნავი თვისება არის. თუ ქვემოთ მოცემული 5 ზოდიაქოს ნიშანი სიტყვა ძუნწები არიან, არაა საჭიროა იფიქროთ, რომ ისინი ჭკუაზე არ არიან ან რამეს გეგმავენ. მათ კომუნიკაციის სხვა საშუალებები შეიძლება ჰქონდეთ, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება.
1.კურო
კურო არის მოაზროვნე. მათ შეუძლიათ პრობლემის მოგვარებაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში იფიქრონ. ზოგჯერ საკუთარი ფიქრების შემსუბუქება არ შეუძლია და ამიტომ არა კომუნიკაციურ და დაფიქრებულ ადამიანად გამოიყურება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, კურო საშინლად ჯიუტია და თუ არაფრის თქმა არ სურს, მას ერთ სიტყვასაც კი ვერ ათქმევინებთ. მაგრამ თუ საკუთარი ფიქრების გაჟღერება დაიწყეს, მათი საუბარი კარგად გაფორმებული, ლოგიკური და გონივრული იქნება.
2.კირჩხიბი
კირჩხიბი მოსმენის უნარს ავითარებენ მანამ, სანამ რამის თქმას დააპირებენ. მათ სურთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი მზად ჰქონდეთ და მათ საკუთარი მონოლოგების მოფიქრება მოსწონთ. თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ყველას არ ყოფნის მოთმინება, სანამ კირჩხიბი ლაპარაკს დაიწყებს. ამ ნიშნის ადამიანს, როგორც წესი, ბევრი ემოცია და ღრმა ფიქრი აქვს, რომლებიც მან უნდა გადაამუშაოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააჟღეროს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის მას მომსენელი აღარავინ რჩება.
3.ქალწული
ქალწული ყოველთვის მშვიდად და ცივსისხლიანად იქცევა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საუბარში არ მონაწილეობენ. ისინი მასში მონაწილეობენ და აკვირდებიან ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება. შემდეგ მიღებულ ინფორმაციას აგროვებენ და იყენებენ. მათ ორგანიზება და შემდეგ ცოდნის დემონსტრირება უყვართ. განსაკუთრებით სიტუაციებში, როცა თანამოსაუბრე ჩიხში შევიდა, ხოლო ქალწული აქ სწორი პასუხით ჩნდება. ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია ლოდინი, რომ თავისი აზრი საჭირო დროს გააჟღეროს.
4.მორიელი
ეს ნიშანი კონფიდენციალურობას აფასებს, ასე რომ, როცა მის ირგვლივ ყველა საიდუმლოებებს უზიარებს, მორიელი სიკვდილამდე ჩუმად იქნება. მას არ სურს ადამიანებს მის შესახებ რამე მოუყვეს, რადგან იშვიათად რომ ვინმეს ენდოს. გარდა ამისა, მორიელი საკუთარ ცოდნას, მოსმენის უნარს იყენებს იმისთვის, რომ ყველაფერს დააკვირდეს, ინფორმაცია შეაგროვოს, რომლებიც მას მომავალში გამოადგება. დიახ, მორიელი შეიძლება იდუმალებით მოცული იყოს, მაგრამ ბუნებით ასე არიან მოწყობილნი. მათ არ უყვართ საუბარი იმაზე, რაზეც ნერვიულობენ ან არაფერი აქვთ სათქმელი, რადგან რაიმეს გახმოვანებას საჭიროდ არ თვლიან.
5.თხის რქა
ზოგჯერ ფიქრები, რომლებიც თხის რქის თავში ტრიალებს და სიტყვები, რომელთაც ამბობს, ერთმანეთისგან სრულად განსხვავდება. გარედან ისე ჩანს, რომ ისინი სპეციალურად გამყოფ ხაზს ქმნიან და მოკლე, მკვეთრი და ამომწურავი ფრაზებით იფარგლებიან. სინამდვილეში, თხის რქას ურჩევნია გააკეთოს უფრო ბევრი და ნაკლები ისაუბროს. მას გარკვეული ლიდერული და სამეწარმეო უნარები აქვს. სწორედ ამიტომ თავის ფიქრს გახმოვანებამდე თავში დიდხანს ალაგებს რომ სხვების მის სისწორეში დაარწმუნოს.
და თქვენ შეგიძლიათ სხვა ადამიანების მოსმენა? თუ უფრო ბევრი საუბარი გიყვართ?