ჯიუტი, აბეზარა და მტირალა: 3 ყველაზე „შემხუთველი“ ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა რთულია

914

ამ ადამიანების გვერდით ყოფნა უკიდურესად რთულია. მათ ჭკუის დარიგებას ბოლო არ უჩანს, ხოლო მოწყენილობაში ბადალი არ ჰყავთ. Vivien გიამბობთ მათზე, რომელთათვის ვარსკვლავები არც ისე საუკეთესოდ შეიკრიბნენ.

პირველი, რასაც ვაკეთებთ ადამიანის გაცნობისას, ფრთხილად მის დაბადების თარიღს ვიგებთ. შემდეგ ვარკვევთ მის ზოდიაქოს ნიშანს, რომ გავიგოთ: საერთო გზა გვაქვს თუ არა. თუ საკითხი რომანტიკულ ურთიერთობას ეხება, საქმეში ერთვება ყველაფერი, დაბადების წამიდან ნატალური რუკის შედგენამდე.

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების გვერდით დახუთულობას გრძნობთ. მათთან ურთიერთობის შემდეგ სიცარიელის გრძნობა ჩნდება და ერთადერთი, რაც გსურთ, ისაა, რომ მოშორდეთ ამ ენერგეტიკულ ვამპირს და აღარ შეხვდეთ. ასტროფსიქოლოგები ასახელებენ სამ ზოდიაქოს ნიშანს, რომლებთან ერთად ერთ ოთახში დარჩენას არ გირჩევთ.

თხის რქა

ზოგჯერ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია სევდა მოგგვაროთ მხოლოდ გვერდით ჯდომის შემთხვევაშიც. გაცნობისას თხის რქა ცივი და განრიდებული ჩანს, მაგრამ გახსოვდეთ: ეს მხოლოდ პირველი და მცდარი შთაბეჭდილებაა. ბუნებით ახასიათებს ჯერ ადამიანზე დაკვირვება, ხოლო როცა დარწმუნდება, რომ მისი ყურადღების ღირსია, თანდათან გულს გადაუშლის. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მასთან თანაცხოვრება მხოლოდ ნამდვილ „ამტანს“ შეუძლია.

მისი სიძუნწე, ჰიპერტროფირებული შრომისმოყვარეობა და ზედმეტი წესიერება სწრაფად შიშს გვგრით, უკან გახევინებთ ნაბიჯს ურთიერთობაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ სასურველი იყო. თხის რქა გასწავლით დაზოგვას და წაგიკითხავთ ლექციას, რამდენ ზედმეტ რამეს ყიდულობთ (თუნდაც ასე არ იყოს). მისი ინტელექტუალური საუბრების გაძლება ყველას არ შეუძლია, მხოლოდ ნახევარი საათი. თხის რქამ შექმნა იმიჯი, რომელთან გატოლების ძალა და სურვილი ბევრს არ აქვს. ჯიუტი, ცოტათი ეგოისტი, ბუზღუნა აბეზარა ნებისმიერს გამოიყვანს წყობიდან, ვინც მის გვერდით აღმოჩნდება.

კირჩხიბი

ალბათ, ამ სიაში კირჩხიბის დანახვამ გაგაკვირვათ. სულ ტყუილად! წყლის სტიქიის წარმომადგენელს შეუძლია წუწუნი, ცრემლების ღვრა და თავისი სიმართლის მტკიცება ისე, როგორც სხვა არავის. მთელი ცხოვრება მიისწრაფვის კომფორტისა და მყუდროებისკენ, შეუძლია მთელი დღე სახლი ალაგოს და ქურას არ მოშორდეს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებიც თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მისი სამუშაო ადგილი კილომეტრში ჩანს: იდეალური წესრიგი და ყველა ვადის მკაცრი კონტროლი მასზეა. ზოგჯერ მისი ჰარმონია ირღვევა, გამოდის, კატასტროფა გარდაუვალია.

მზად არაა შეეგუოს, რომ რეალური სამყარო არაა ვანილი–ზეფირის სასახლეები, სადაც ყველა ყოველთვის კარგადაა, ამიტომ ნიჟარაში იმალება, ცხოვრების სრულყოფილების გეგმებს ადგენს. არასრულყოფილ სამყაროში მოხვედრისას ნაღვლობს და ამას საკუთარ თავში ვერ იკავებს. ჩივის სამყაროს წარმავლობაზე, მუდმივად ამჩნევს გარშემომყოფების ნაკლოვანებებს და, კეთილი ნებით, ამაზე ყურადღებას ამახვილებს (ასევე რჩევებს გასცემს მათ აღმოსაფხვრელად). მოუსვენარი, აკვიატებული და ჰიპერმზრუნველი კირჩხიბი ისევე სწრაფად გვხიბლავს, როგორც მისგან შორს ყოფნის სურვილს აღვიძებს.

ქალწული

მკაცრი და დისციპლინირებული, ამასთან საყვარელი და მგრძნობიარე ქალწული სხვების ყურადღებას ყოველთვის იქცევს. თითქოს, იდეალური წესრიგით ცხოვრობს: ნაბიჯი გვერდზე – დახვრეტა. ერთი მხრივ, ამის წყალობით პირველი კლასის თანამშრომელია და მისი ცხოვრება ყოველთვის რესურსშია. მეორე მხრივ, ასეთი წესები მოწყენილობას და სევდას იწვევს.

ზუსტად იცის, როგორ იქნება უკეთესი, ამიტომ აბსოლუტურად ყოველთვის სხვების გეგმაში უცერემონიოდ იჭრება და მათ ცხოვრებას ასწავლის. ის, ვინც ქალწულს დიდი ხანია არ იცნობს, ეკამათება, მაგრამ როცა ხვდება, რომ ბრძოლა უშედეგოა, თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და ნელ–ნელა გაქცევას ცდილობს. მისთვის შენიშვნის მიცემა ან მის კომფორტის ზონაში შეჭრა საშინელ შედეგებს გამოიწვევს. მიწის სტიქიის წარმომადგენელი ფრთხილი, ეჭვიანი და ძალიან შურისმაძიებელია. თუ მისი სურვილი, ყველას ასიამოვნოს, მარცხით დასრულდება (რაც იშვიათი არაა), ყველას, ვინც მისი „კეთილი რჩევა“ არ მიიღო, განმკიცხველად უყურებს.