დედამთილმა მასწავლა, როგორ გავრეცხო ტიულის ფარდა, რომ იდეალურად თეთრი იყოს

769

„ჩემს სახლში ფარდა არ იქნება. ეს მტვრის შემგროვებელი არ მჭირდება!“ – ხმამაღლა დავიყვირე, როცა საკუთარ საცხოვრებელს ვაწყობდით. მეუღლესთან ერთად მინიმალიზმის ფილოსოფიის პრაქტიკა დავიწყე, ჟალუზები დავკიდე და ძენის მოსვლას დაველოდე. ძენი არ მოვიდა, ჟალუზები ბავშვებმა და კატებმა გატეხეს და დავნებდი. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ: ფარდა სივრცეს სითბოს და მყუდროებას ნამდვილად ანიჭებს, ოღონდ სუფთა და მოვლილი ფარდა. დაუთოებაზე ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ გავრეცხოთ ტიული, რომ თეთრი დარჩეს.ამ შინაურული ხრიკის შესახებ დედამთილისგან გავიგე, თავად რომელიღაც ცნობილ ჟურნალში წაიკითხა. მის სახლში ტიული ყოველთვის ქათქათაა, ამიტომ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი არ შემპარვია. აღმოჩნდა, რომ მისი საიდუმლო დამხმარეა ბრილიანტის მწვანე. ვერასდროს ვიფიქრებდი,რომ ყველაფერი ასეთი მარტივია (თუმცა ხანგრძლივი). არ მჯეროდა, სანამ არ გამოვცადე. იდეალური შედეგი მივიღე!

როგორ გავრეცხოთ ტიული სახლში?

  1. ფარდა ოთახის ტემპერატურის წყალში ყოველგვარი სარეცხი საშუალების დამატების გარეშე 2 საათით ჩაალბეთ. ახლა ხელით ან სარეცხ მანქანაში წყალი გაავლეთ.
  2. სარეცხი ფხვნილი ცხელ წყალში გახსენით და ფარდა ჩაალბეთ. რამდენიმე საათში ან მეორე დღეს გარეცხეთ და ისევ ჩაალბეთ. ცოტა ხანში წყალი კარგად გაავლეთ.
  3. მარილიანი ხსნარი გააკეთეთ. 3 ს/კ მსხვილი მარილი 0,5 ლ თბილ წყალში გახსენით. ტიული ტაშტში გადაიტანეთ და წყალი დაასხით. აქვე მარილიანი ხსნარი და 10 წვეთი ბრილიანტის მწვანე დაუმატეთ. რამდენიმე წუთით გააჩერეთ, პერიოდულად ფარდას აურიეთ.
  4. წყალს დაწურვა აცადეთ და ტიული ჩვეული მეთოდით გააშრეთ.

ასეთი ხანგრძლივი პროცესის შემდეგ გაყვითლებული ფარდაც ახალივით იქნება. მარილი ქსოვილს სასიამოვნოდ აუხეშებს, ხოლო ბრილიანტის მწვანე პირვანდელ სითეთრეს უბრუნებს. შინაურული მეთოდი დროში გამოცდილია. გირჩევთ, ჩაინიშნოთ!