ნივთების გათეთრების ტექნიკა სარეცხი საპნით

543

„როცა პატარა ვიყავი, დედამ ბაღში თეთრი პერანგით გამიშვა. სადილზე ბორში იყო,“ – როცა მეუღლემ თავისი მოგონებები გამიზიარა, მაშინვე გამეცინა. გაგრძელება აღარ ღირს. გასაგებია, რომ მისი ჩაცმულობიდან სიქათქათის კვალიც არ დარჩა. თავადაც ორი შვილი გვყავს. ღია ფერის ტანსაცმელი მთვარეზე გაფრენას, ჰალაბუდში დაძინებას და ნინძებთან ბრძოლას ვერ უძლებს. ვიპოვე მეთოდი, რომლითაც ნივთებს ძველებურ სითეთრეს ვუბრუნებ. სარეცხი საპნით ნივთების გათეთრება ჩემი მხსნელია.როგორც წესი, ნივთებს სარეცხ მანქანაში ვრეცხავ, მაგრამ ზოგიერთმა ღია ფერის ტანსაცმელმა, მაგალითად, ბავშვის მაისურმა და პირსახოცმა გარეგნული სილამაზე დაკარგა. სანამ ჩვრად გამოვიყენებ, ინტერნეტში ნაპოვნი ხრიკის გამოცდა გადავწყვიტე. თეთრეული საბავშვო საპონში მოვხარშე და შედეგით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

ნივთების გათეთრება სახლში – მოხარშვის შემდეგ ნივთებს ძველი და ჩამჯდარი ყვითელი ლაქები მოშორდა. ქათქათა, რბილი და სასიამოვნო ხელშესახები გახდა.

როგორ გავათეთროთ ნივთები სარეცხი საპნით

  1. 5 ლ წყალი დიდ ქვაბში აადუღეთ.
  2. ნახევარი საპონი გახეხეთ, შემდეგ ცხელ წყალში გახსენით.
  3. მიღებულ ხსნარში თეთრეული მოათავსეთ და დაახლოებით 1 საათით ხარშეთ. პერიოდულად აურიეთ.
  4. 1 საათის შემდეგ გაზქურა გამორთეთ და წყალს ბოლომდე გაგრილება აცადეთ.
  5. ახლა ხელით ან სარეცხ მანქანაში წყალი გაავლეთ. შემდეგ გაწურეთ და ჩვეული მეთოდით გააშრეთ.

ვიმედოვნებთ, რომ სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ. გაქვთ გამოცდილი მეთოდები ლაქების მოსაშორებლად? აუცილებლად გაგვიზიარეთ. გისურვებთ, რომ ნივთებმა სისუფთავით დიდხანს გაგახაროთ.