წყლის მომწოდებელმა ჭუჭყიანი ბოთლების მიღებაზე უარი განაცხადა. რჩევები, როგორ გარეცხოთ ბოთლი

552

მათ, ვინც წყალს ჭიდან იღებს, იცის, რომ დროთა განმავლობაში ბოთლის ძირსა და გვერდებზე უცნაური მწვანე ნადები ჩნდება. ნადები დაუმუშავებულ წყალში მცხოვრები მიკროორგანიზმების სასიცოცხლო აქტივობების შედეგად წარმოიქმნება. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ნორმაა და ადამიანს ნადების არ უნდა შეეშინდეს. ზოგი, პირიქით, საშინელ ზიზღს განიცდის და ბოთლს აგდებს, ამით ფულს ქარს ატანს. არსებობს ალტერნატივა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, მაგრამ მათ შესახებ ბევრმა არ იცის. ესაა ბოთლის გარეცხვა. Vivien გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ბოთლი.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ბოთლის გარეცხვა შრომატევადია, რადგან ვიწრო ყელში ხელს ვერ ჩაყოფთ და თან შიდა ზედაპირის დამუშავება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ბევრი დიასახლისი თავს არ იწუხებს და ბოთლის ძირში მწვანე ნადების დანახვისთანავე ძვირიან ჭურჭელს იშორებს, რომ მაღაზიაში ახალი შეიძინოს. ეს სწორი მიდგომა არაა, თუ ფულის დაზოგვა გსურთ.

ბოთლის გასაწმენდად დაგჭირდებათ წყალი, სოდა და ნახევარი ჭიქა მყარი მარცვლეული. მარცვლეული თავად აირჩიეთ. ამ შემთხვევაში წიწიბურასა და ბრინჯს შორის დიდი განსხვავება არაა. ნებისმიერი მყარი მარცვალი გამოგადგებათ.პირველ რიგში, ბოთლში რამდენიმე სუფრის კოვზი სოდა ჩაყარეთ. 1–2 ლ წყალი დაუმატეთ. უფრო მეტი წყალი საჭირო არაა, რადგან გაწმენდა მოუხერხებელი და ნაკლებად ეფექტური გახდება. ბოლოს ნახევარი ჭიქა მარცვლეული დაუმატეთ.ამის შემდეგ სასწრაფოდ იმოქმედეთ. სანამ მარცვლეული დარბილდება, ბოთლის აქტიურად შენჯღრევა დაიწყეთ. უმჯობესია, თუ ამას ოჯახის ყველაზე ძლიერ წევრს ანდობთ.

რა საჭიროა ეს ყველაფერი? ამ შემთხვევაში მარცვლეული აბრაზიული საშუალებაა, რომელიც ბოთლის შიდა გვერდებს ნადებს აშორებს, ხოლო სოდა – დანარჩენ მიკროორგანიზმებს. თუ ბოთლს კარგად შეანჯღრევთ, რამდენიმე წუთში უბრალო გავლების ეტაპზე გადახვალთ.რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ბოთლს წყალი რამდენჯერმე უნდა გაავლოთ, რომ არც ერთი მარცვლეული და სოდა არ დარჩეს. სავარაუდოდ, კვლავ შენჯღრევა მოგიწევთ, მაგრამ აქტიურად საჭირო აღარაა. ბოთლის გარეცხვის შემდეგ შეგიძლიათ შედეგი შეაფასოთ. ნადები უკვალოდ გაქრება!

რედაქციის რჩევა – მეთოდის საუკეთესო ნაწილია ის, რომ, როგორც წესი, ყველა ინგრედიენტი სახლში გვაქვს. პროცედურა მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ. ასე ახალი ბოთლის ყიდვა არ მოგიწევთ, რომელიც იაფი არ ღირს. მით უფრო, თუ ფასების ზრდის ტენდენციას გავითვალისწინებით.თუ გაინტერესებთ, როგორ აიცილოთ თავიდან მწვანე ნადების გაჩენა, ერთადერთი სწორი პასუხია უფრო ძვირიანი წყლის დისპენსერით შეცვლა ან მაღაზიაში ყიდვაა. აქ, არანაირი მიკროორგანიზმები არაა, რომელიც მსგავს პროცესებს იწვევს.