2022 წლის პროგნოზი: რას ჩურჩულებენ სულები იაკუტელ შამანებს

593

ყველას გვაინტერესებს, როგორ დასრულდება 2022 წელი. ახლა დიდი ისტორიული მოვლენებები ხდება. უმეტესობა ჩვენგანს ამაში მონაწილეობა არ ახარებს. გვსურს, რომ მსგავსი რამ ისტორიის წიგნებში წავიკითხოთ და ვიცოდეთ, ჩვენ დროში არ ხდება. თუმცა ამის უარყოფას აზრი არ აქვს.

2022 წლის პროგნოზი – იაკუტელი ნათელმხილველი მარი სირდიკ კუუსი თავისი უჩვეულო პროფესიისთვის ძალიან ახალგაზრდაა. მხოლოდ 39 წლისაა, მაგრამ მომავალს ზუსტად პროგნოზირებს. მისი თითქმის ყველა წინასწარმეტყველება ახდა. მარიმ ნათელმხილველობის ნიჭი დიდი ბაბუასგან მემკვიდრეობით მიიღო. ხოლო ბებიამ სხვადასხვა ბალახების გამოყენება ასწავლა. ბებია ნიჭის განვითარებაში ეხმარებოდა, სხვადასხვა ექსტრასენსები მოყავდა და შვილიშვილს მათთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა.

ახლახანს მარიმ უახლოეს მომავალზე რიგი პროგნოზები გააკეთა. უმეტესობა მათგანი ბუნებრივ მოვლენებს ეხება. მაგალითად, ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია წყალდიდობა. ბევრი სასოფლო–სამეურნეო ნაკვეთი წყლის ქვეშ აღმოჩნდება. პირუტყვისთვის სხვადასხვა მედიკამენტის მომარაგებას გვირჩევს, რადგან ნამდვილად გამოგვადგება. სამწუხაროდ, გვალვას და ხანძრებს ამ ზაფხულს თავიდან ვერ ავიცილებთ.გარდა ამისა, მყინვარების დნობაც არ დაგავიწყდეთ. ამ მოვლენის გამო დედამიწაზე ნაპრალები წარმოიშვება, სწორედ ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როცა საქმე შენობებს და ადგილის შეცვლას ეხება. 2022 წელს ქარიშხლის პრობლემებიც მოსალოდნელია. დიდი ალბათობით, მტვრიან ქარიშხალში ან ტორნადოში შეიძლება მოხვდეთ.

სირდიკ კუუსი არა მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს პროგნოზირებს. მისი რამდენიმე განცხადება პოლიტიკას და ეკონომიკას ეხება. ნათელმხილველი ირწმუნება, რომ რუსეთში ძალაუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებთან გრანდიოზული სკანდალი მოხდება. სურსათზე ფასები 70%–ით გაძვირდება. ბევრი პროდუქტი თაროებიდან საერთოდ გაქრება და არასდროს გამოჩნდება. ახალი გაფიცვები და სანქციები გზაშია. ხალხმა შემდგომი ნაბიჯები კარგად უნდა მოიფიქრონ. პროდუქტების და კონსერვების მომარაგება კარგი აზრია.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – შამანი მარი ერთადერთი არაა, ვინც კრიზისის მოახლოებას გრძნობს. ბევრი იაკუტელი შამანი არეულობას გრძნობს, რომელიც თითქმის მთელ კაცობრიობას შეეხება. პანიკას არ აყვეთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინეთ და უარესისთვის მოემზადეთ. სჯობს რამე გააკეთოთ, ვიდრე უმოქმედოდ იყოთ, რომელიც წყობიდან უფრო გამოგიყვანთ.

რთული დრო დადგა. მაშინაც კი, თუ მსოფლიოში სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდება, არსებული შედეგების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის მენტალური მდგომარეობა უკვე სერიოზულად დაზარალდა და გამოსწორებას წლები დასჭირდება. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოთ.როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება ამ მხრივ? საუკეთესო ვარიანტი: გასართობი იპოვეთ, სიახლეების ყურებას შორის შესვენებები გააკეთეთ. მოვლენების შესახებ ინფორმირებული უნდა იყოთ, მაგრამ სიახლეების მუდმივი ყურება შფოთვის და სტრესის დონეს ზრდის. გრძნობები გაანალიზეთ. საკუთარ თავთან მონოლოგი მოიწყვეთ, თუ რა ხდება და რისი გაკეთება შეგიძლიათ. ზოგჯერ ოჯახის წევრებთან საუბარი შეგიძლიათ გამართოთ. თქვენი გრძნობების და დაგროვებული შფოთვის გამოხატვა აუცილებელია, რომ უფრო სერიოზული პრობლემები არ გამოიწვიოს.

არავინ იცის, როგორ დასრულდება 2022 წელი. ახლა მხოლოდ საუკეთესოს იმედი გვრჩება.