ინდოელი ბიჭის ბოლო გაფრთხილება, რა მოხდება 2022 წელს. უნდა მოგვესმინა

1764

ინდოეთში ცხოვრობს ბიჭი, სახელად აბიგია ანანდი. 15 წლის ინდოელმა ასტროლოგმა მსოფლიო პანდემია COVID-19-ის გამოჩენამდე 1 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. ინდოელი ბიჭის პროგნოზები წარმოუდგენელი სიზუსტით ხდება. ახლა მშფოთვარე დროა, ამიტომ ახალგაზრდა მოაზროვნის უახლოესი პროგნოზების გაგება გადავწყვიტეთ. როგორც ფიქრობთ, სანუგეშო პროგნოზებია?

ინდოელი ბიჭის წინასწარმეტყველებები – აბიგია ანანდმა ვარსკვლავებით გატაცება ადრეული ასაკიდან დაიწყო, როცა ლაპარაკი პირველად ისწავლა. ინდოეთში ასტროლოგია განსაკუთრებით დაფასებულია. ბიჭს ამ მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობა ჰქონდა. ბებია პლანეტების და ვარსკვლავების ადგილმდებარეობის შესახებ ბევრ რამეს უყვებოდა. ის აგროვებდა სხვადასხვა ასტროლოგიურ წიგნს და სახელმძღვანელოს, რომლითაც შვილიშვილს ასწავლიდა.ბიჭი ამ მეცნიერებით იმდენად დაინტერესდა, რომ უკვე 5 წლის ასაკში ინდოეთის საუკეთესო ასტროლოგების კონკურსში მონაწილეობა მიიღო. საოცარია, მაგრამ კონკურსში დამარწმუნებელი გამარჯვება მოიპოვა. მისი ოჯახი მთელ ქვეყანაში ცნობილი გახდა. ბევრი მდიდარი ადამიანი მზად იყო ნებისმიერი თანხა გადაეხადა, რომ აბიდია ანანდს მისი მომავალი ეწინასწარმეტყველა.ახალგაზრდა მოაზროვნემ 2019 წელს იწინასწარმეტყველა საშინელი ვირუსის გამოჩენა, რომლის გამო პლანეტის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება. მით უფრო, დაამატა, რომ კაცობრიობას მასთან ბრძოლა არა ერთი წელი მოუწევს. როცა გაირკვა, რომ ინდოელი ბიჭის წინასწარმეტყველება ახდა, მის ბლოგზე გამომწერების რაოდენობამ 1 მლნ–ს მიაღწია. აბიგია ანანდი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველი გახდა.

რა გველოდება 2022 წელს – 2021 წლის ნოემბერში ბოლო 580 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება მოხდა. ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ის ბოლოდროინდელ მოვლენებში დიდ როლს თამაშობს. ბევრი ადამიანი ასეთ მთვარის დაბნელებას გაფრთხილებად მიიჩნევს.ასეთი ასტრონომიული მოვლენების დროს კოსმოსური ენერგია გამოიყოფა. ამ ენერგიას მზის სისტემის ყველა პლანეტის ენერგიის დონის შეცვლა შეუძლია. ამ ღრმა პროცესებს ყოველთვის ვერ ვგრძნობთ, მაგრამ მათი ნაწილი ვართ. ასეთი გათავისუფლებული ენერგეტიკა ჩვენ განწყობაზე გავლენას ახდენს. რა გველოდება კონკრეტულად?

  1. გლობალური ცვლილებები უძრავ ქონებას შეეხება. ხალხი სტიქიური უბედურებების შედეგად შეიძლება უსახლკაროდ დარჩეს. პროგნოზების თანახმად, უძრავ ქონებაზე ფასი გაიზრდება. დიდი ალბათობით, საცხოვრებლის დეფიციტი წარმოიშვება, რომლის ფონზე ადამიანებს შორის მტრობა გაიზრდება.
  2. აბიგია ანანდი ინდოეთსა და ჩინეთს შორის სერიოზულ კონფლიქტს წინასწარმეტყველებს. ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს. 2022-24 წლებში სახელმწიფოების გავლენის ცენტრის მკვეთრი ცვლილებებაა მოსალოდნელი. კრიზისი განსაკუთრებით მეცხოველეობის სექტორს შეეხება. ინდოელი ბიჭი გვაფრთხილებს, რომ ზოგიერთი ცხოველის სახეობა შეიძლება საერთოდ გაქრეს.
  3. 2022 წლის ურთულესი თვეებია მარტი და აპრილი. კრიტიკული სიტუაცია იქნება, რასაც უკვე ვაკვირდებით. გრძელვადიან პერსპექტივაში დარეგულირებას დიდი დრო დასჭირდება.
  4. ანანდა აღნიშნავს პლანეტის ძლიერ ნიშანს, რომელიც ამ 2 თვის განმავლობაში უნიკალურად განლაგდება. შედეგად, დედამიწაზე წარმოუდგენელი რაოდენობის ნალექი წამოვა, რაც სხვადასხვა სტიქიურ უბედურებებს, მაგალითად, წყალდიდობას, გამოიწვევს.
  5. ინდოელი გაფრთხილებთ, რომ 2022 წლის გაზაფხულზე შეიძლება ახალი ვირუსი გამოჩნდეს, რომელიც კოვიდზე უფრო ძლიერი იქნება. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება, რადგან სხვა სერიოზული პრობლემებიც გვაქვს. ინდოელი ბიჭი ამბობს, რომ წლის დასაწყისში გლობალური მასშტაბის ნეგატიური მოვლენები მოხდება, რომლებიც ყველას შეეხება.

ინდოელი ბიჭის რჩევა – მოაზროვნის თქმით, ახლა ყველა პრობლემის წყარო მსოფლიო ელიტაა, რომელსაც უბრალო ხალხის დამორჩილება სურს. ამისთვის იქმნება შეიარაღებული კონფლიქტები, მუშაობს პროპაგანდა, რომლის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობა ერთმანეთს მტრობს. დღეს ნებისმიერი საფრთხის წინაშე ერთიანი უნდა იყოთ. ამაში ჩვენი ძალაა!აბიგია ანანდი თვლის, რომ პლანეტის ნებისმიერი ენერგეტიკა ერთი ფორმიდან მეორეში შეიძლება გადავიდეს. გამოდის, რომ უარყოფითი ენერგია შეიძლება დადებითი გახდეს და პირიქით. უკვე ახლა ბევრი ცუდი მოვლენა ხდება, ამიტომ ხალხის ამოცანაა მთელი ნეგატივი პოზიტიურად გარდაქმნას. ამისთვის კეთილი საქმეები უნდა გააკეთოთ და მშვიდობისთვის და ახლობლების ჯანმრთელობისთვის ილოცოთ.

ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველის, მაგრამ მთავარია, რომ არ დავნებდეთ და ადამიანობა შევინარჩუნოთ. მშვიდობას გისურვებთ!