მილიონერმა ქალიშვილი გააგდო, რადგან ღარიბი შეუყვარდა. 5 წელია შვილებთან ერთად მანქანაში ცხოვრობს

1328

საშინელებაა, როცა ახლობლებს არ შეუძლიათ და არ სურთ მიგიღონ ისეთი, როგორიც ხართ. ყოველთვის გვსურს, რომ უპირობოდ ვუყვარდეთ. ეს განსაკუთრებით მშობლებს და შვილებს ეხება. შეგვიძლია მხოლოდ ვუთანაგრძოთ ბავშვებს, რომლებიც დედ–მამას ვერასდროს ახარებენ. Vivien გიზიარებთ ქალის ისტორიას, რომელიც მილიონერ მამაზე იმდენად ძლიერ გაბრაზდა, რომ მის ნახვას მანქანაში ცხოვრება არჩია.

მანქანაში ცხოვრება – ვახო მთელი ცხოვრება რკინის თვითკონტროლს ფლობდა. საქმეს ყოველთვის მკაფიოდ გეგმავდა, ამიტომ მილიონერი სწრაფად გახდა. ოჯახს იშვიათად ხედავდა, მაგრამ როცა ხედავდა, ცოლს და შვილებს შეხვედრები დიდხანს ამახსოვრდებოდათ. ისე მოხდა, რომ მეუღლემ ტირანი ქმრის რკინის ხასიათი ვერ აიტანა და გაიქცა. შვილები მამასთან დატოვა.წყვილს ორი შვილი ჰყავდათ: სესილი და დათო. განქორწინების მომენტში სესილი 5 წლის იყო, მისი ძმა – 3 წლის. სესილი დედაზე ბრაზობდა, რომ მამასთან და მის საშინელ ხასიათთან დატოვა. ესმოდა, რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან უზრუნველყოფილნი იყვნენ, მაგრამ სიყვარული და მხარდაჭერა აკლდათ და ეს იგრძნობოდა.მამა ქალიშვილისგან სრულ მორჩილებას ითხოვდა, ხოლო ვაჟთან ასეთი მკაცრი არ იყო. შესაძლოა იმიტომ, რომ ბიჭი ძალიან პატარა იყო. სესილიმ მამის ყველა სახის უსიამოვნება გამოცადა. მამას მისი ჩაცმულობა, ქცევა და მეგობრები არ მოსწონდა. 18 წლისას სახლიდან წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, მამამ ამის შესახებ არ იცოდა.

20 წლის ასაკში გაიცნო ბიჭი, ვისთან ერთადაც გაიქცა. პატარა ფურგონი იყიდეს და მთელ მსოფლიოში სამოგზაუროდ გაეშურნენ. სესილისთვის სახლი ბორბლებზე ჩვეული საცხოვრებელი გახდა. რამდენიმე წლის შემდეგ პირველი შვილი შეეძინათ, კიდევ 3 წლის შემდეგ – მეორე. მამამ არ იცოდა, თუ სად და როგორ ცხოვრობდა ქალიშვილი. სესილი მამისგან თავის ცხოვრებას მალავდა და წლები არ ეკონტაქტებოდა.

რატომ შეიცვალა მამა? – სესილიმ იცოდა, რომ მამა მის მეუღლეს შეიძულებდა, ხოლო შვილებისთვის ისეთივე ტირანი–ბაბუა გახდებოდა, როგორც მისთვის მამა იყო. დაე, მათ ბევრი ფული არ ჰქონდათ, თან სულ მოგზაურობდნენ, მაგრამ სულელური პრინციპებით და წესებით ფსიქიკას არავინ ურყევდათ.ერთხელ ფურგონი ბენზინგასამართ სადგურთან რამდენიმე საათით გაჩერდა. სესილის სუპერმარკეტში პროდუქტების ყიდვა სურდა. ბავშვები თან წაიყვანა და საყიდლებზე წავიდა. სუპერმარკეტთან კიდევ ერთი მანქანა იდგა, რომელიც სესილის ცოტა ნაცნობად მოეჩვენა. გავლისას ფანჯარაში ჩაიხედა და მამა დაინახა. მამამ გაფართოებული თვალებით შეხება, შემდეგ გაკვირვებული ბავშვებს უყურებდა.

სესილიმ არაფერი შეიმჩნია და გზა გააგრძელა. მამაზე ჯერ კიდევ ბრაზობდა და მასთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. მოულოდნელად მამა მანქანიდან გადმოვიდა და დაეწია. აცრემლებული ვახო მუხლებზე დაეშვა და ქალიშვილს პატიება სთხოვა, რომ მთელი ეს წლები საშინელი მამა იყო. ყველაფრისთვის პატიებას ითხოვდა ოღონდ ზოგჯერ შვილიშვილების ნახვის და დახმარების უფლება მიეცა.სესილი გაოცებული იყო. მამას პატიება არასდროს უთხოვია. არასდროს. დათანხმდა, მხოლოდ იმ პირობით, რომ საკუთარი პრინციპებით და სულელური მითითებებით ბავშვებზე ზეწოლას არ მოახდენდა. მამამ უთხრა, რომ დიდი ხანია შეიცვალა. მისი გაქცევის შემდეგ მიხვდა, რამდენად უმნიშვნელოა ფული და ძალაუფლება, როცა ოჯახი არ გყავს. სიტყვაზე, სესილის ძმა, დის გაქცევიდან 1 წლის შემდეგ, ავტოავარიაში დაიღუპა. მამა სრულიად მარტო დარჩა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – ვახომ დროთა განმავლობაში, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცა, რომ შეიცვალა. შვილიშვილები ნაზი სიყვარულით უყვარდა. საყვარელი ბაბუასგან დიდ ზრუნვას, სიყვარულს და ყურადღებას იღებდნენ. ბაბუა ბედნიერი იყო, რომ მათი ყოფნით ტკბებოდა.შეცდომას ყველა უშვებს. ყველაზე მეტად გულს ვტკენთ მათ, ვინც ჩვენთვის ძვირფასია. ეს  სიახლოვე ჩვენი სუსტი ადგილია, მაგრამ ამავდროულად წარმოუდგენლად გვაძლიერებს.