შეცდომები ნერგების არჩევისას: როგორ არ დავხარჯოთ ფული და ნერვები ამაოდ

670

ყველა მებაღისთვის აქტუალურია საკითხი, როგორ აარჩიოს ნერგები. ეს საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან მხოლოდ გარკვეულ დროის შემდეგ შეგვიძლია მივხდეთ, რომ ნერგი ჯანმრთელია და გაფესვიანდა.ზოგიერთი არაკეთილმოსურნე გამყიდველი ამით აქტიურად სარგებლობს და უხარისხო საქონლის გასაღებას ცდილობს. საბედნიეროდ, პროფესიონალი მებაღეები გამოყოფენ 5 წესს, რომლებიც სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

როგორ ავარჩიოთ ნერგები

  • წესი №1: ნერგები მხოლოდ სანდო სანერგეებში შეიძინეთ – მაგალითად, იმ ადგილებში, რომელიც სამეცნიერო დაწესებულებებში ან სელექციონურ სადგურებში მდებარეობს. ყოველგვარ ბაზრობას ან ინტერნეტ მაღაზიას თავი აარიდეთ.
  • წესი №2: სპონტანურად არ შეიძინოთ – სანერგეში წასვლამდე გაარკვიეთ, რომელი მცენარეები გჭირდებათ. სხვადასხვა სახეობების თავისებურებები წინასწარ შეისწავლეთ. რეკლამასა და გამყიდველის ტკბილ საუბარზე არ წამოეგოთ. ზოგჯერ შეიძლება შემოგთავაზონ ისეთი სახეობა, რომელიც ბუნებაში საერთოდ არაა.
  • წესი №3: აირჩიეთ რეგიონალური სახეობა – მცენარის სახეობის შერჩევისას გირჩევთ, რომ ადგილობრივი ამინდის პირობები და მიწის მდგომარეობა გაითვალისწინოთ.
  • წესი №4: განსაზღვრეთ, რომელი ხე გაიხარებს თქვენს ნაკვეთზე – მაგალითად, ვაშლის ხის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: მისი სახეობა, რა საძირეზეა დამყნობილი, თესლოვანია თუ ვეგეტატიური, რა ზომისაა თქვენი ნაკვეთი. სპეციალისტები გირჩევენ, რომ დასარგავი ადგილი წინასწარ შეარჩიოთ, ასევე ორმო და სასუქი მოამზადოთ.
  • წესი №5: ნერგის გარეგნობას ყურადღება მიაქციეთ – არ ენდოთ მყიდველს, რომელიც ამბობს, რომ „უბრალოდ ახლა მცენარე სტრესშია, მოგვიანებით გაცოცხლდება, როცა დარგავთ“. წინასწარ გაარკვიეთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს კონკრეტული ნერგი, თუ ჯანმრთელია. რომელ ჯიშს და სახეობას აქვს თავისებურებები. ერთ მცენარეს ფესვების სისტემა უფრო ძლიერი უნდა ჰქონდეს, ზოგს ბოჭკოვანი. ეს დეტალები შეძენამდე უნდა გაიაროთ.

უკვე იცით, რომ ნერგის არჩევამდე საკითხი კარგად უნდა შეისწავლოთ და მოემზადოთ. ასე სააგარაკო ნაკვეთი ლამაზი ხედებით და გემრიელი ნაყოფით გაგახარებთ და უშედეგოდ დახარჯულ დროსა და ფულზე არ იდარდებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს