თუ ადამიანი თქვენ თავში დასახლდა და სული გტკივათ, ენერგეტიკული კავშირი უნდა გაწყვიტოთ

382

კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებული აკვიატებული ფიქრები და შიში თქვენს ცხოვრებას ანადგურებს. რატომ ვერ ვწყვეტთ ვინმეზე ფიქრს და როგორ გავარღვიოთ გამანადგურებელი კავშირი? Vivien გიამბობთ, რა უყოთ ფიქრებს, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ.

აკვიატებული ფიქრები და შიში – სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სოციალურ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ, ყველას სხვა ხალხთან აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთქმედება გვჭირდება, რომ განვითარდეთ და ბედნიერი ვიყოთ. ინტროვერტებსაც ერთი ახლობელი მაინც სჭირდება, ვისაც დარდს და სიხარულს გაუზიარებს.სოციალიზაცია მხოლოდ გაერთიანების სასიამოვნო მომენტებით არ არის სავსე. ხალხს ვშორდებით კიდეც. ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება. ზოგჯერ ორი ადამიანი ხვდება, რომ ერთმანეთის გვერდით გასაკეთებელი არაფერი აქვთ. ხშირად ისე ხდება, რომ განშორება ერთი ადამიანის ინიციატივით ხდება, მეორე კი ამ ფაქტს უნდა შეეგუოს.

კარგია, თუ განშორების მომენტში ადამიანების გრძნობები უკვე გაცივდა. მაგარია, როცა წყვილი ერთმანეთს შორდება, მაგრამ კარგ მეგობრებად და ახლობლებად რჩებიან, ერთმანეთის ცხოვრებიდან სამუდამოდ არ ქრებიან. ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგისთვის დაშორება თვითშეფასებაზე სერიოზული დარტყმა შეიძლება იყოს, რომელსაც მოაქვს მთელი რიგი წყენა, სევდიანი ფიქრები და მწარე სინანული.ასე ყოფილ საყვარელ ადამიანთან მთლიანად განშორება არ შეგვიძლია. ის ჩვენს თავში ცხოვრობს, ახალ აკვიატებულ ფიქრებს და შიშებს ბადებს. ბედნიერების მოსაპოვებლად და წარსულის გასაშვებად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგათ.

როგორ მოვიშოროთ აკვიატებული ფიქრები და შიში განშორების შემდეგ

  1. საკუთარ თავს უფლება მიეცით, განიცადოთ და იგრძნოთ ყველა ის ემოცია, რომელიც გაქვთ. სიბრაზის და წყენის გამო თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ. ძალადობა არ გამოავლინოთ, მაგრამ ყველაფერი პირად დღიურში შეგიძლიათ ჩაწეროთ, ბალიშში თავჩარგულმა იყვიროთ და ყოფილს ბრაზით სავსე წერილი მიწეროთ.
  2. გლობალური მარტოობის ფაქტი მიიღეთ. ჩვენ, ყველა მარტო ვიბადებით და ამ ცხოვრებიდან მარტო მივდივართ. ეს ხელს არ გვიშლის, რომ მეგობრები შევიძინოთ და ცხოვრებით დავტკბეთ, მაგრამ კავშირი ზედმეტად ფატალურად არ უნდა აღიქვათ. ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან და გადიან. ამას შეეგუეთ.
  3. საკუთარ თავს დრო მიეცით. გაიხსენეთ ყველა ცუდი პერიოდი, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება, რომ სწრაფად გაუშვათ. სამსახურით, მეგობრებით და ჰობით გადართვა სცადეთ. ყოველ წუთს რაღაც გააკეთეთ, რომ აქ და ახლა შვება იგრძნოთ. დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ ყურადღების გადატანა საჭირო არაა, რადგან ტკივილს აღარ გრძნობთ.
  4. მედიამ და ლიტერატურამ არ მოგატყუოთ. წლები გვარწმუნებდნენ, რომ ერთადერთი და განუმეორებელი „მეორე ნახევარი“ არსებობს და მხოლოდ მასთან ვიქნებით ბედნიერი. ასე არაა. მსოფლიოში ბევრი მაგარი ადამიანი ცხოვრობს, რომელთან შეიძლება საერთო იპოვოთ. მათ მოსაძებნად საკუთარ თავს შანსი მიეცით.
  5. სიყვარულიდან და მეგობრობიდან უნივერსალური საშუალების გაკეთება შეწყვიტეთ. წუხილი, სევდა, საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილება – ეს ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში ვინმეს შემოსვლით არ იკურნება. ეს შიგნიდან მოდის და იქვე უნდა მოგვარდეს. საკუთარ თავში თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი იპოვეთ. გაიგეთ და მიიღეთ, რომ საკუთარ თავთან ყოველთვის მხოლოდ თქვენ იქნებით. თავიდან სამწუხარო და მწარე ფაქტი გვგონია, მაგრამ მალე მიხვდებით, როგორ თავისუფლებას განიჭებთ.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – წარსულს ვერ წაშლით, არც არის საჭირო. რაც უფრო მეტი დრო გაატარეთ ადამიანთან და რაც უფრო სასიამოვნო პერიოდი იყო, მით უფრო რთულია გაშვება. ყველაფერს ფატალურად ნუ აღიქვამთ. დიახ, თქვენი ყოფილი შეიძლება თქვენი რომანტიკული პარტნიორი აღარაა, მაგრამ გარკვეული დროით შეიძლება მეგობრად დარჩეს. გაარკვიეთ, რატომ ხართ მოწყენილი სინამდვილეში.

შესაძლოა, საკუთარი თავი გეცოდებათ. დაფიქრდით ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ამ ადამიანის წასვლის შემდეგ გამოჩნდა. არა წასვლით, არამედ მისი პოზიციის შეცვლით. ასე უფრო მარტივად აღიქმება. დაფიქრდით მშობლებზე, რომლებიც ოდესღაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ, თუმცა დროთა განმავლობაში მხოლოდ ახლობლები გახდნენ.უმეტეს შემთხვევაში ეს მწარე განშორება არ იყო. უბრალოდ, დროთა განმავლობაში თქვენი გზები გაიყო, მაგრამ ერთმანეთის ცხოვრებაში დარჩით.