ექსპერტი გასწავლით, როგორ წაიკითხოთ სწორად ჩაის მარკირება

602

მაღაზიაში ხარისხიანი ჩაის ამოცნობა მარტივი არაა. ფასი, ცნობილი ბრენდები, ხმამაღალი წარწერები შეფუთვაზე შესაძლოა არაფერს ამბობდეს. ნამდვილად კარგი პროდუქტი იაფისგან რომ განასხვავოთ ჩაის მარკირება არსებობს. ესა ერთი ან რამდენიმე ასო შეფუთვაზე, რომელთა შემჩნევა რთულია. მხოლოდ ჩაის მარკირება გეტყვით, გემრიელ და ხარისხიან პროდუქტს ყიდულობთ თუ მოგვიანებით მისი ძალით დალევა მოგიწევთ. Vivien გიამბობთ, რა უნდა მოძებნოთ შეფუთვაზე.

ჩაის მარკირება: როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი პროდუქტი

  • P (Pekoe). ჩაის შეფუთვაზე ასეთი ნიშანი ამბობს, რომ შიგნით მსხვილი და ნაკლებად გრეხილი ფოთლებია ღია ფირფიტებით.
  • OP (Orange Pekoe). OP ნიშნავს, რომ თქვენ წინაშეა მსხვილფოთლოვანი ჩაი. ის გრეხილი, ერთგვაროვანია, წვერის გარეშე – ჩაის ბუჩქის ფოთლების კვირტები.
  • FOP (Flovery Orange Pekoe). ასოების ასეთი კომბინაცია მაღალი ხარისხის ჩაიზე საუბრობს. ის ახლახანს გაშლილი ფოთლებისა და წვერებისგან შედგება.
  • TGFOP (Tilly Golden Flovery Orange Pekoe). ეს უმაღლესი ხარისხის ჩაია. მასში, ძირითადად, ფოთლების წვერები ჭარბობს.
  • FTGFOP (Finest Tilly Golden Flovery Orange Pekoe). როგორც წესი, ასეთი ჩაი ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ სამაგალითოდ ითვლება. FTGFOP ასოების კომბინაცია უმაღლესი ხარისხის ჩაიზე საუბრობს.
  • B (Broken). B ასო ამბობს, რომ ჩაი დაქუცმაცებულია. ეს ასო ჩნდება სხვა ხსენებულ კომბინაციებშიც: BP, BOP, FBOP, BTGFOP.
  • PF ან PS. ეს ასოები ნიშნავს, რომ შეფუთვაშია უხეშად შეგროვებული ფოთლები გრანულირებული ან დაქუცმაცებული ჩაისთვის.

ახლა, ჩაის შეძენამდე შეფუთვაზე ეს ნიშნები მოძებნეთ. თუ მათ ვერ ხედავთ, პროდუქტი გადადეთ. კარგი ჩაის შეფუთვაზე ეს ასოები აუცილებლად არის. ღირს იმაზე საუბარი, რომ სჯობს ჩაის ფოთლები შეიძინოთ და არა პაკეტები?