რჩევა, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, როცა ბავშვი ქურდობს

628

თინეიჯერობის ასაკი ყველაზე რთული პერიოდია როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის. ბევრი ადამიანი საზოგადოების ზეწოლას ვერ უძლებს. სხვადასხვა პრობლემები თავს იჩენს. მაგალითად, მშობლები ამჩნევენ, რომ ბავშვი ქურდობს. რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა შეიძლება სერიოზულად შეგაშინოთ, მაგრამ ეს ფატალური შემთხვევა არაა, არამედ სირთულე, რომლის მოგვარება შესაძლებელია.

ბავშვი ქურდობს – კლეპტომანია არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აწუხებთ. ბავშვები ნივთების მატერიალურ ღირებულებას ვერ აცნობიერებენ და უჭირთ იმის გაგება, რა არის მისი და სხვისი. ასეთი ფსიქოლოგიური აშლილობის დროს ადამიანები იპარავენ ნივთებს, რომლებიც არ სჭირდებათ. მათ სხვისი ქონების აღების პროცესი მოსწონთ.ბავშვები ხშირად დანაშაულს ვერც აცნობიერებენ. მათ რაღაც დადებითი ემოცია სჭირდებათ, რომელსაც სახლში ვერ იღებენ. კლეპტომანიის ერთადერთი და მკაფიო მიზეზი არ არსებობს. ფსიქოლოგები ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებზე ან საერთოდ მემკვიდრეობით ფაქტორზე საუბრობენ.ბავშვები, რომლებიც ქურდობენ, ყურადღებას და სიყვარულს მოკლებული არიან. ახლობლების მხარდაჭერას ვერ გრძნობენ. დედ–მამა სათანადო სითბოს, ზრუნვას და ურთიერთობას არ აძლევენ. ბევრი ბავშვი ქურდობით ყურადღების მიქცევას ცდილობს. ვერ ხვდება, რომ რაღაც არასწორს და უკანონოს აკეთებს. მხოლოდ უფროსების ყურადღების მიქცევა სურს.

რატომ იპარავს ბავშვი – ქურდობის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი დაცვა, გადაჭარბებული კონტროლი. ბავშვი მშობლების იმდენად ძლიერი კონტროლის ქვეშ  იმყოფება, რომ ცოტა თავისუფლების მოპოვებას ცდილობს. ქურდობით ერთგვარ კონტროლს იძენს. ბავშვს არ უნდა ეჩხუბოთ და ქურდობაში არ დაადანაშაულოთ. ნეგატივი სიტუაციას გაამწვავებს. წარმოიდგინეთ: შვილს ისედაც ნდობის პრობლემები აქვს და აქ სიყვარულის და დახმარების ნაცვლად აგრესიას და ბოროტ სიტყვებს იღებს.მოზარდი მშობლებში არა მოსამართლეს, არამედ მეგობარს უნდა ხედავდეს. კლეპტომანია არჩევანი არაა, უფრო დაავადება. ბავშვის პროვოცირება არ სცადოთ. შესაძლოა, სჯობს შვილს რაიმე გატაცებით ყურადღება გადაატანინოთ. სპორტულ წრეში შეყვანა კარგი იდეაა.არ დაკითხოთ. სავარაუდოდ, ზუსტად ვერ გიპასუხებთ და თავის საქციელს ლოგიკურად ვერ ახსნის. საქმე იმაშია, რომ აქ ლოგიკა არაა. თუმცა უნდა დაელაპარაკოთ. აუხსენით, რამდენად რთულია ფულის გამომუშავება და რა შეიძლება გამოიწვიოს დაუფიქრებელმა საქციელმა. სპეციალისტის დახმარება ურიგო არ იქნება. შესაძლოა, კარგი ბავშვთა ფსიქოთერაპევტის პოვნა ღირდეს.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – მნიშვნელობა არ აქვს, რა ჩაიდინა. სიყვარული, ყურადღება და ურთიერთობა ყოველთვის დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ უფროსებიც შეცდომებს უშვებენ. აქ, ჯერ კიდევ მენტალურად არასრულფასოვან ადამიანზე ვსაუბრობთ. უფრო კეთილი იყავით და თანაგრძნობა გამოიჩინეთ. ბავშვს აუხსენით, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.