რას მოუტანს ვირთხის წელი ზოდიაქოს სხვადახვა ნიშანს

5328

ახალი წელი მალე დადგება და ჩვენ, როგორც პატარა ბავშვებს, გვგონია, რომ 2020 წელს ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. ნამდვილად ასე მოხდება? და საერთოდ, რას უნდა ველოდოთ ვირთხის წელში?

დღეს „ვივიენი“ პაველ გლობის 2020 წლის ზუსტ ჰოროსკოპს გიზიარებთ. ცნობილმა ასტროლოგმა, სავარაუდოდ, იცის, თუ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს რა გამოცდა ელოდება. მან სამი ნიშანი გამოყო, რომელთაც მრგვალ წელში წარმატება ელოდებათ.

© Depositphotos

პაველ გლობის 2020 წლის ჰოროსკოპი

ასტროლოგი დარწმუნებულია, რომ მომავალი წელი საინტერესო მოვლენებით სავსე იქნება, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. ვირთხის წელში ყველაზე წარმატებულნი იქნებიან ისინი, ვინც ენერგიული, მიზანდასახული და შეუპოვარი ხასიათით გამორჩეული იქნებიან. ასეთი პიროვნება 2020 წელს დასახულ მიზანს ნამდვილად მიაღწევს.

სწორედ ამიტომ, გლობი გირჩევთ, რომ ვირთხის წელში არ იზარმაცოთ, არამედ ყოველი დღე გამოიყენოთ იმისთვის, რომ უფრო კარგი გახდეთ, კარიერულ კიბეზე წინ წახვიდეთ და თქვენი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ვირთხა თქვენს შრომისმოყვარეობას ნამდვილად დააფასებს და შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ, რომლის შესახებ ადრე ვერც კი იოცნებებდით.

© Depositphotos

ვერძი

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლის მხარეს წარმატება იანვრის პირველივე დღეებიდანვე იქნება. მოზღვავებული ენერგია მნიშვნელოვანი საქმეების იმწამსვე მოგვარებაში დაგეხმარებათ, რაც ცხოვრებას სწორ რელსებზე გადაიყვანს. სწორედ ამიტომ, ფრაზა „ახალი წლიდან დავიწყებ“ არც თუ ისე უმნიშვნელო იქნება. მთავარია, ცოტა ნებისყოფა გამოიჩინოთ.

© Depositphotos

გარდა ამისა, პაველ გლობი გირჩევთ, რომ 2020 წელს მეგობრებთან უფრო მეტი დრო გაატაროთ და ახალი ნაცნობები შეიძინოთ. სწორედ ახლობლები დაგეხმარებიან იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელთა გამკლავება მარტოხელას გაუჭირდება.

კურო

2020 წელს კუროს ბევრი საქმე ექნება, რაც ჩვეულებრივ მშვიდ კუროს აჩქარებას და გააქტიურებას აიძულებს, რაც მათთვის უცხოა. ასევე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა დაგჭირდებათ, რომ ნებისმიერი სამუშაო შეასრულოთ ისე, როგორც საჭიროა და არა ისე, როგორც გსურთ. უამრავი გამაღიზიანებელი სიტუაცია იქნება, სწორედ ამიტომ პაველ გლობი გირჩევთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ხალხთან ურთიერთობაში დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ახლო ადამიანებთან ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, კარიერას და სწავლას გვერდზე გადადებთ. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, 2020 წელს თქვენს სიყვარულს ნამდვილად იპოვით.

© Depositphotos

ასტროლოგი გაფრთხილებთ, რომ დაუსრულებელ საქმეებთან შეჯახება მოგიწევთ, რაც ჭკუიდან გადაგიყვანთ. ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდეთ, მიმდინარე საქმეების გადადება მოგიწევთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, როცა თქვენი გეგმები ჩაიშლება.

კირჩხიბი

კირჩხიბისთვის მარტივი წელი არ იქნება, მაგრამ თუ ძალებს მოიკრეფთ, უფრო მეტს მიიღებთ, ვიდრე დაკარგავთ. ამ წელს უვადოდ გადადებული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. შესაძლოა, საკუთარ ჯანმრთელობაზე სერიოზული ზრუნვა დაგჭირდებათ.

პაველ გლობი გირჩევთ, რომ 2020 წელს შორს მცხოვრებ ნათესავებთან ბევრი დრო გაატაროთ. სწორედ, ოჯახური ურთიერთობა მოგცემთ ძალას, რომ ამ წლის გამოცდებს გაუმკლავდეთ.

ლომი

2020 წელს უამრავი სასიამოვნო საზრუნავი გელოდებათ. ბედი ხანგრძლივი დროით სამოგზაუროდ წასვლას გპირდებათ, სადაც ცხოვრების და დიდხანს დარჩენის შანსი გექნებათ. ახალი ცხოვრებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

© Depositphotos

გლობი დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ლომს ფინანსური კეთილდღეობა და კარიერული ზრდა ელოდება. პირად ფრონტზე უამრავ წარმატებას უნდა ელოდოთ. მთავარია, საკმარისად ენერგიული იყოთ, რომ ყველა ამ შესაძლებლობიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ამ შემთხვევაში 2020 წელი უბრალოდ დაუვიწყარი იქნება.

ქალწული

ემოციური კუთხით მარტივი წელი არ იქნება, ჩვეული ცხოვრების რიტმის გადახედვა მოგიწევთ. დროის და ძალების სწორად მართვა თავიდან მოგიწევთ.

მეორე მხრივ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო უნდა დაუთმოთ, სპორტით დაკავდეთ, ფეხით სიარულისთვის და აუზზე წასასვლელად დრო უნდა გამონახოთ. შემოქმედებისთვის შესაფერისი წელი იქნება, ამიტომ თქვენთვის ახალი აუცილებლად სცადეთ.

სასწორი

დიდი ალბათობით, გასული წლის შეცდომების გამო ახლა გადახდა მოგიწევთ. ამასთან, იმ კითხვებზე პასუხებს მიიღებთ, რომლებიც წლები გაწუხებდათ.

© Depositphotos

ბევრი რთული სიტუაცია გელოდებათ, სამაგიეროდ ამაში გარკვევის შემდეგ წესრიგის დამყარებას და შინაგანი ჰარმონიის მიღწევას შეძლებთ. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და ახლობლებისთვის დახმარების თხოვნის არ შეგეშინდეთ. ისინი უფრო მეტად დაგეხმარებიან, ვიდრე ელოდებით.

მორიელი

2020 წელი თავბრუდამხვევი მოვლენებით სავსე იქნება. აქ, ახალი ნაცნობებისთვის, მოგზაურობისთვის და ამაღელვებელი სიახლეებისთვის ადგილი მოიძებნება. რა თქმა უნდა, თქვენი ძალისხმევის გარეშე ცხოვრება ახალ ფერებში ვერ განათდება, ამიტომ მთელი ძალით ჩაერთეთ.

პაველ გლობი გირჩევთ, რომ ზედმეტად მიამიტი არ იყოთ, საკუთარ ინტუიციას უფრო მეტად მოუსმინოთ, რადგან სხვადასხვა ინტრიგა ამ წელს უფრო მეტი იქნება. უსიამოვნებებს მოერიდეთ.

მშვილდოსანი

პირადი ცხოვრება უამრავი ამაღელვებელი მოვლენით სავსე იქნება. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ ღირსეულ და საინტერესო ადამიანებს ხშირად შეხვდეთ.

© Depositphotos

რაც შეეხება ცხოვრების სხვა სფეროებს, იქ აღმასვლაც და დაცემაც გელოდებათ, ამასთან დაზღვევას ვერ შეძლებთ. სწორედ ამიტომ, ასტროლოგი გირჩევთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და გახსოვდეთ, რომ შავ დღეებს აუცილებლად განთიადი მოსდევს.

თხის რქა

ვირთხის წელი უკეთესი ცხოვრებისთვის ნამდვილი ტრამპლინი გახდება. სავარაუდოდ, უძრავ ქონებას შეიძენთ, რომლის შესახებ დიდი ხანია ოცნებობდით. ასევე, პიროვნების ზრდის მნიშვნელოვან პროგრესს შეამჩნევთ. პირად ცხოვრებაში ურთიერთობა ხუთიანზე იქნება.

ასეთ გაჯერებულ და დადებით წელში ახლობლების დასახმარებლად დრო და ძალა იპოვეთ. მათი დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ.

მერწყული

წარსული ფეხს დაგაბიჯებთ და მივიწყებული საქმეები კვლავ აქტუალური გახდება. წარსულში დაშვებულ შეცდომებს შეამჩნევთ და ახალი მიღწევებისთვის ეს ღირებული გამოცდილება იქნება.

© Depositphotos

წელს თქვენს თავში სათავგადასავლო იდეები მოგივათ და გარისკვას მოისურვებთ. გლობი გირჩევთ, რომ თქვენი წარმატება შეაფასოთ და სერიოზული გადაწყვეტილებები კარგად მოიფიქროთ. ამასთან ასტროლოგი აღიარებს, რომ მერწყულისთვის ვირთხის წელი წარმატებული იქნება, ამიტომ დაფიქრებულ რისკზე წასვლა შეიძლება.

თევზები

თევზებს დინამიური წელი ელოდებათ: კაშკაშა მოვლენები ერთმანეთს ჩაანაცვლებს. ასეთი უჩვეულო რიტმი მოგეწონებათ და ძველი რუტინის შესაცვლელად განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა არ მოგიწევთ.

© Depositphotos

პაველ გლობი გირჩევთ, რომ წელს მარტოობისა და უკან დახევისგან თავი შეიკავოთ. სჯობს ვიწრო კომპანიაში დრო გაატაროთ, სადაც ყველა ადამიანი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. ნაცნობობის კუთხით მოსავლიანი წელი იქნება, რადგან ადამიანებს მიიზიდავთ და ახალი მეგობრების შეძენა გაგიადვილდებათ. ძველი მეგობრებისთვის დროის დათმობა არ დაგავიწყდეთ.

პაველ გლობის 2020 წლის ჰოროსკოპი საკმაოდ ოპტიმისტურია, განსაკუთრებით ლომის, ვერძის და თხის რქის ნიშნებისთვის. ამასთან გახსოვდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებები დიდწილად პირადად ჩვენზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავების განწყობაზე. სწორედ ამიტომ, მდგომარეობა გამოიწვიეთ და ახალ შესაძლებლობებს თამამად ჩაეჭიდეთ, რომ საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯი გადადგათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს