ცხოვრება სიბერეში: რატომ გვეშინია გარდაუვალის ასე ძალიან

865

ბევრ ადამიანს სიბერეში ცხოვრება აშინებს. უმეტესობა ჩვენგანს არა თავად სიბერე, არამედ მასზე ფიქრი აშინებს. ნაწილობრივ, უცნობი გვაფრთხობს. როგორ შევწყვიტოთ ცხოვრების ამ პერიოდზე ფიქრი, რომელიც ყველას ნაცრისფერი, მოსაწყენი ეჩვენება?

ცხოვრება სიბერეში – ჩემი ტაქტიკა, როცა ვინმე ძლიერ მადარდიანებს, – რაღაც კარგის პოვნა. რა შეიძლება იყოს კარგი სიბერეში? სინამდვილეში ბევრი რამ! მაგალითად, უკვე არსად გეჩქარებათ! 50 წლის შემდეგ ადამიანი საკმარის გამოცდილებას იძენს, რომ სისულელეები აღარ ჩაიდინოს, როგორც ამას ახალგაზრდობაში ვაკეთებთ.სიბერის ბონუსებს სწორად დაგროვებული გამოცდილების შედეგად ვიღებთ. ცხოვრების ბოლოსკენ ადამიანი საკუთარ თავთან ჰარმონიას პოულობს და ზუსტად იცის, რა სურს. ღირებულებები და პრიორიტეტები იცვლება. წვრილმანებზე ნაკლებად ღელავს და მარტივ სიხარულებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. მაგალითად, ჯანსაღი ძილი ოქროს ფასს იძენს.

ახალგაზრდობაში ხშირად უმიზეზოდ, კიდევ უფრო ხშირად რომანტიკული საქმის გამო ვდარდობთ. მოწიფული ასაკი მსგავსი წუხილისგან გაგათავისუფლებთ. მოხუცი ადამიანი სიყვარულს განსხვავებულად აღიქვამს. ამ ასაკში ლტოლვას სულიერი სიახლოვე და მეგობრობა ცვლის. მადლიერების, შთაგონების და დროული შექების ფორმით სიყვარულის სწორად გამოხატვა მეტ ღირებულებას იძენს. მოხუცმა იცის, რომ საქმე მხოლოდ საწოლის სიამოვნებაში არაა. უბრალო შეხება არა ნაკლებ სიხარულს იწვევს.60 წელს გადაცილებულ ადამიანს შანსი აქვს გააკეთოს ყველაფერი, რისთვისაც ადრე დრო არ ჰქონდა. წაიკითხოს ყველა წიგნი, რომელზეც დრო არ ყოფნიდა ან აქტიურად იმოგზაუროს. სამსახური აღარ აქვს ანუ შვებულების აღება საჭირო არაა. რატომ არ დაათვალიეროს მთელი მსოფლიო?

რა გავაკეთოთ ახლა, რომ სიბერეში ბედნიერი ვიყოთ – სიბერეზე ფიქრი ნაკლებ ზეწოლას ახდენს, როცა გეგმა გაქვთ. რა თქმა უნდა, მშვიდი სიბერის მთავარი ასპექტი ფულია. როგორი აშკარა და ბანალურიც არ უნდა იყოს, ფულის გადადება კარგი იდეაა. ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული დაზოგილი აქვს, თავს უფრო მშვიდად გრძნობს. სიბერე დიდად აღარ აშინებს.ფულის ქონა ყველაფერს ამარტივებს. მაგალითად, ჯანმრთელობაზე ძლიერი დარდი ქრება, რადგან იცი, რომ ახლა პრაქტიკულად ყველაფრის განკურნება შეიძლება, თუ ფული გაქვთ. ქალები გარეგნობის შეცვლაზე ნაკლებად დარდობენ. თანამედროვე კოსმეტოლოგიას ნამდვილი სასწაულის მოხდენა შეუძლია, თუ ფინანსები ხელს გიწყობთ. სიტყვაზე, დროთა განმავლობაში ყველა ეს პროცედურა უფრო ხელმისაწვდომი ხდება. თუ ადრე მხოლოდ ვარსკვლავებს შეეძლოთ გარეგნობის კორექცია, ახლა უბრალო ხალხს შორის საკმაოდ გავრცელებულია.

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – სიბერეზე თავადაც ხშირად ვფიქრობ. აქტიური მოქმედება ნამდვილად მეხმარება. მაგალითად, ფულის გამომუშავება და დაგროვება. ალბათ, მთავარი მაინც სწორი აზროვნებაა. ვფიქრობ, რომ სიბერე გარდაუვალია. ასე თუ ისე ცხოვრების ბოლო სტადიაზე ყველა ვხვდებით, ამიტომ მასთან ბრძოლას და დარდს აზრი არ აქვს. ზოგიერთ ასპექტს, როგორიცაა გარეგნობა და ჯანმრთელობა, ვერ შევცვლით, მაგრამ მერე რა? მომენტში, როცა გარდაუვალი სიბერეზე ფიქრები მივიღე, ცხოვრება გამარტივდა. ამას დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ და სხვა რამეზე ყურადღებას ვამახვილებ. მაგალითად, იმაზე, რომ პირდაპირ ახლა ცხოვრებიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღო. ახლა, ამ მომენტით უნდა იცხოვროთ. წარსულზე დარდი და მომავალზე ნერვიულობა აწმყოში ბედნიერების შანსს გართმევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს