ძლიერი ლოცვები, რა სიტყვებით მივმართოთ უფალს, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობა სუფევდეს

1343

ჩვენ, ყველა ერთ სამყაროში, ერთ პლანეტაზე ვცხოვრობთ. როგორც არ უნდა გვსურს განმარტოება, ახლობლები, ნათესავები და უბრალოდ უცნობი ადამიანები ჩვენ გვერდით იქნებიან. ცხოვრებას ბევრ საოცარ და უნიკალურ პიროვნებას ვუზიარებთ. ვუახლოვდებით, ვშორდებით, ვკამათობთ და ვრიგდებით. დღევანდელი ლოცვა მშვიდობისთვის სჭირდებათ მათ, ვინც არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთელ კაცობრიობაზე ღელავს. თუ ვერ იძინებთ იმაზე ფიქრში, რა იქნება ხვალ, ეს ლოცვები ძილის წინ აუცილებლად წაიკითხეთ.

ლოცვა მშვიდობისთვის – შედარებით მშვიდ სამყაროში ცხოვრებისას გვავიწყდება, როგორ იყო ყველაფერი ადრე. საჭმელი ნაკლები, მედიცინა საუკეთესოს სურვილს ტოვებდა, ომები ადამიანებს სიცოცხლეს ხშირად ართმევდნენ. ბევრ ადამიანს არაფერი ახსოვს და ცხოვრების სიხარულებს ისე აღიქვამს, თითქოს ყოველთვის ასე იყო.მხოლოდ მნიშვნელოვანის და კარგის დაკარგვის შემდეგ მის ჭეშმარიტ ღირებულებას ვაცნობიერებთ. და მაინც, უმეტესობა ჩვენგანს ძილის წინ შფოთვა იპყრობს. ამას ახალი ამბები ხშირად ხელს უწყობს. ახლა ბევრ საშინელ რამეს ვხედავთ. მსოფლიოს ერთი ნაწილი მშვიდად ცხოვრობს, მეორე ნაწილში სირენების გამო მოულოდნელი გადაადგილებისთვის ემზადებიან.

სილუან ათონელის ლოცვა მშვიდობისთვის – სილუანი ერთ–ერთი მათგანი იყო, რომელმაც ადამიანის ნამდვილი არსის შესახებ იცოდა. ის ადამიანებს ადარებდა ბავშვებს, რომლებიც საკუთარი ცოდვების და ახირებების სიბნელეში დაიკარგნენ. თავად ასეთი იყო, სანამ ღვთისმშობელმა სწორ გზაზე არ დააყენა. მამაკაცმა საკუთარი არარაობა იგრძნო და მხოლოდ ღმერთმა შეძლო მისი სასოწარკვეთილების მოშორება. იმ დღიდან მთელი სამყაროსთვის და ყველა ხალხისთვის ლოცვა დაიწყო.

“გევედრები, უფალო, გარდამოავლინე სულიწმიდის მადლი ადამიანებზე, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული. გაათბე ადამიანთა ნაღვლიანი გულები; დაე, მათ სიხარულით გადიდონ შენ და დაივიწყონ თავიანთი მიწიერი მწუხარებანი. მადლმოსილო მანუგეშებელო, ცრემლებით გევედრები, დაამშვიდე შენს მიერ ქმნილ კაცთა მწუხარე გულები; ესმოდეთ ადამიანებს შენი ტკბილი ხმა: „მოგეტევათ თქვენ ცოდვანი თქვენნი“. ჰე, უფალო, შენ გალგიძს სასწაულთა ქმნა, და არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე დაცემული ცოდვილის სიყვარულია. წმიდანის სიყვარული ადვილია: იგი ღირსეულია. ჰე, უფალო, შეისმინე დედამიწის ლოცვა. ყველა ხალხები მწუხარებენ; ყველა ცოდვაშია ჩაძირული; ყველას მოაკლდა შენი მადლი და სიბნელეში ცხოვრობენ. ო, ერნო, შევღაღადოთ უფალს მთელმა დედამიწამ და შესმენილი იქნება ჩვენი ლოცვა, რამეთუ ხარობს უფალი ადამიანთა სინანულით; მთელი ზეციური ძალები გველიან, რათა ჩვენც გავიხაროთ ღვთის სიყვარულის სიტკბოებით და ვიხილოთ მისი სახის მშვენიერება. უფალო, მოაბრუნე ადამიანები შენსკენ, დაე, შეიცნონ მათ შენი სიყვარული, განჭვრიტონ სულიწმიდით შენი მშვენიერი სახე; დატკბნენ ყველა შენი სიკეთით აქვე, დედამიწაზე, და როდესაც დაინახავენ, როგორი ხარ, მოგემსგავსებიან შენ.”

იოანე კრონშტადტელის ლოცვა მშვიდობისთვის – იოანემ ღმერთი ბავშვობიდან შეიცნო. ანგელოზი დაინახა, რომელმაც ბავშვს მფარველობდა შეპირდა. წმინდანი ღვთის კანონებს ასწავლიდა და მთელ შემოსავალს ღარიბებს ურიგებდა. მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრი სული ცოდვისგან გადაარჩინა. მის ლოცვას განსაკუთრებული ძალა აქვს.

“უფალო! შენი სახელია სიყვარული – არ უარყო მე, გზააბნეული. შენი სახელია ძალა – გამაძლიერე, დაქანცული და დავარდნილი. შენი სახელია სინათლე – ჩემი სული, ამქვეყნიური ვნებებით დაბნელებული, გაანათე. შენი სახელია მშვიდობა – ჩემი მოუსვენარი სული დაამშვიდე. შენი სახელია წყალობა – შემიწყალე, მე ცოდვილი. ამინ.”

ლოცვა ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის – “ყოვლად წმიდაო სამებაო მამაო ძეო და სულო წმიდაო დიდება შენდა. ღმერთო ძლიერო და კაცთმოყვარეო, დალოცე და დაიფარე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობა და ერთობა. უფალო, შეგვინდე ყოველნი უსჯულოებანნი ჩვენნი. უპირველესად მოგვიტევენ, უფალო, უნდობლობა და სიძულვილი, ძმათა სისხლისღვრა და შურისძიება, ძვირისხსენება და ბოროტი გულისსიტყვა. შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა და აღგვიდგინე ურთიერთნდობა და სიყვარული, ურთიერთთავგანწირვა და მიმტევებლობა, ურთიერთპატივისცემა და ლოცვა ერთმანეთის დღეგრძელობისათვის. განსაცდელი ესე ყოველი მოიწია, უფალო, ჩვენზედა უპირველესად შენგან და შენი წმინდა ეკლესიისაგან განშორებისა გამო. უფალო, დაგვიბრუნე მტკიცე და შეუორგულებელი სარწმუნოება, რათა შეწევნითა შენითა აღმართულნი და მადლობელნი შენნი გადიდებდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გიგალობდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო ღმრთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.”

ლოცვანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისადმი „ძლევაშემოსილი“ – “ჰოი, ყოვლისა ქუეყანასა შუამდგომელო, ყოვლადსაგალობელო დედაო, შიშითა, სარწმუნოებითა და სიყუარულითა შევრდომილვართ ძლევაშემოსილსა ხატსა შენსა და ყოვლითა გულითა გიხმობთ შენ! ნუ გარემიიქცევი შენდა მოლტოლვილთაგან, ევედრე, მოწყალეო დედაო ნათლისაო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა, ტკბილსა უფალსა იესო ქრისტესა, რაჲთა მშვიდობით დაიცვეს მამული ჩუენი, განამტკიცოს კეთილდღეობაჲ ჩუენი, გვიხსნას ჩუენ ძმათამკულელთა ომთაგან და განამტკიცოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიაჲ ჩუენი, შეურყეველად დაიცვეს იგი ურწმუნოებისაგან, განწუალებისა და ერესისა, არა არს ჩუენდა მწე, არა არს ჩუენდა სასო, თვინიერ შენსა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, შენ ხარ ყოვლადძლიერი მეოხი წინაშე ღუთისა ყოველთა ქრისტიანეთა, სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხუისა მისისა მომალბობელი. გვიხსნენ ჩუენ შენდა მომართ სარწმუნოებით მლოცუელნი ზედამოსულისაგან ცოდუათასა, ცილისწამებისაგან კაცთასა, სიყმილისაგან, მწუხარებისა და სნეულებისა. მოგუმადლენ ჩუენ სული სინანულისაჲ, მორჩილებაჲ გულისა, სიწრფელე ზრახუათა, რაჲთა განვერნეთ ცოდუილსა ცხორებასა ამას ზედა და დაუტევნეთ ცოდუანი ჩუენნი. რაჲთა ყოველი, რომელი მადლობით განადიდებს სახელსა შენსა, ღირს იქმნეს ზეცისა სასუფეველსა და მუნცა ყოველთა წმიდათა თანა ადიდებდეს ყოვლადწმიდასა და ყოვლადბრწყინუალესა სახელსა სამსახოვანისა ღუთისასა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ამინ.”

ცხოვრებისეული სიბრძნე და რედაქციის რჩევა – თუ შფოთვას და შიშს ვერ იშორებთ, უფალს აუცილებლად მიმართეთ. ბევრ ადამიანს ღვთისმშობელთან საუბარი ეხმარება. ის ყველას მფარველია, ვინც თავს სუსტად და უბედურად გრძნობს. თქვენი ეჭვები და შიშები ანდეთ. ლოცვის დაზეპირება აუცილებელი არაა. უფლის მიმართ სიყვარული და მსოფლიო მშვიდობის სურვილი საკუთარი სიტყვებით შეგიძლიათ გამოთქვათ. მთავარია, სიტყვები გულის სიღრმიდან მოდიოდეს. ნათქვამი სიტყვის უნდა გწამდეთ. ასე ღმერთი თქვენს სიტყვას მოისმენს და ნიშანს მოგცემთ. ყურადღებით იყავით და დაინახავთ!