ეშმაკი დედამთილი ბულგარული წიწაკის თესლს ოსტატურად ალბობს, რომ 2-ჯერ უფრო სწრაფად გაღვივდეს

1033

როგორც ტკბილ, ასევე ცხარე წიწაკას შესაფერისი ტემპერატურა სჭირდება, რომ გაიზარდოს და კარგი მოსავალი მოგვცეს. სამწუხაროდ, ყველა რეგიონს მთელ წელი მისაღები ტემპერატურა არ აქვს. ამ შემთხვევაში ხრიკის გამოყენებას გირჩევთ. მაგალითად, წიწაკის თესლის ჩალბობა სპეციალურ ხსნარში.

დავაზუსტებთ: ჩალბობა და გაღვივება სხვადასხვა რამაა. თესლის გასაღვივებლად უფრო მეტი დრო დაგვჭირდება, მით უფრო, თესლი აღმონაცენს ისედაც იძლევა. ჩალბობის პრინციპი უფრო მარტივია, მაგრამ საკუთარი დეტალები აქვს. ყველაფერმა კარგად რომ ჩაიროს, Vivien გასწავლით, როგორ მოიქცეთ. რთული არაფერია, სამაგიეროდ ბევრ სარგებელს მიიღებთ.

წიწაკის თესლის მომზადება – კარგი მოსავლის იმედი რომ გქონდეთ, უნდა იცოდეთ, თესლი გაღვივდება თუ არა. არის მასში სიცოცხლე? ამისთვის დატესტეთ. რთული არაფერია, მაგრამ მიხვდებით, საქმის დაწყება ღირს თუ არა.ჭიქაში თბილი წყალი ჩაასხით. წყალი მდუღარე არ უნდა იყოს, არამედ თბილი, თითქმის ოთახის ტემპერატურის. 1 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ამ ხსნარში თესლი ჩადეთ და აურიეთ. 1 წუთში ჭიქას დახედეთ. თუ ყველა თესლი ჭიქის ძირშია, დასათესად მოამზადეთ. ზედაპირზე მოტივტივე თესლი შეგიძლიათ გადააგდოთ.

გადარჩეულ თესლს დეზინფექცია ჩაუტარეთ. ამისთვის მარგანცოვკა დაგჭირდებათ. 1 ჭიქა წყალში ცოტა მარგანცოვკა გახსენით ისე, რომ ღია ვარდისფერი ხსნარი მიიღოთ. თესლი მასში 20 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ონკანის წყლით გარეცხეთ. მარგანცოვკის ნაცვლად შეგიძლიათ 3%–იანი წყალბადის ზეჟანგი გამოიყენოთ.თესლი ჩასალბობად მზადაა. ვიმეორებთ, რომ გაღვივებისგან განსხვავდება, მაგრამ მსგავსებაც ბევრი აქვს. გთავაზობთ ხსნარების რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც თესლის ჩასალბობად შეგიძლიათ გამოიყენოთ. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

ხსნარები:

  1. 0,5 ლ წყალი და 1 ჩ/კ ბაკალ ემის საშუალება აურიეთ და თესლი ჩაალბეთ. ნახევარი საათით საკმარისია. მაღაზიის საშუალება თესლში ფიზიოლოგიურ პროცესებს სტიმულირებს, იმუნიტეტს აუმჯობესებს და სხვადასხვა მიკროორგანიზმის ზემოქმედებას ამცირებს. იმ შემთხვევაში, თუ დეზინფექციამ ვერ გიშველათ.
  2. 100 მლ წყალი და 1 წვეთი ცირკონი აურიეთ. თესლი ხსნარში დაახლოებით 4 საათით გააჩერეთ. ცირკონი თესლის გაღვივების შანსს ზრდის, მომწიფებას აჩქარებს, მძიმე ლითონების დაგროვებას ამცირებს. გარდა ამისა, მცენარის სუსტ ორგანიზმს ტემპერატურის, სინათლის ან ტენიანობის შესაძლო ცვლილებებისგან იცავს.
  3. 100 მლ წყალში 2 წვეთი ეპინი აურიეთ. თესლი 6 საათით ჩაალბეთ. ეპინი თესლის განვითარებას აჩქარებს, მოსავლიანობას აუმჯობესებს და იმუნიტეტზე დადებით გავლენას ახდენს.
  4. ყველაზე ეკოლოგიური მეთოდი: წყალი და შინაურული ალოეს წვენი 1:1 თანაფარდობით აურიეთ. თესლი მთელი დღით ამ ხსნარში ჩაალბეთ. ალოეს წვენი მცენარეზე დადებით გავლენას ახდენს და ნორმალურ განვითარებას კარგ ბიძგს აძლევს.

ჩალბობა – წარმოუდგენლად მარტივი მეთოდია. თესლი სველ გარემოში უნდა გააჩეროთ, მაგრამ ხსნარში არ უნდა ცურავდეს. რამდენიმე ბამბის დისკი აიღეთ, ხსნარში გაჟღინთეთ და შიგნით რამდენიმე თესლი მოათავსეთ. მოქმედება გაიმეორეთ, სანამ თესლი არ დასრულდება. ახლა პლასტმასის პაკეტში მოათავსეთ, რომ ხსნარი არ აორთქლდეს. რეცეპტში მითითებული ვადის დასრულების შემდეგ ამოიღეთ.ესეც ასე. ახლა უკვე იცით, როგორ ჩაალბოთ თესლი. ჩვენი მოქმედებით წიწაკა ავად არ გახდება, კარგად განვითარდება და უხვ მოსავალს მოგვცემს. მნიშვნელობა არ აქვს, რომ თქვენს რეგიონში საკმარისად თბილი ამინდები არაა. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მოსავალი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს