ნერგები, რომელთაც თებერვალში აუცილებლად ვრგავ, რაც არ უნდა მოხდეს

1378

„2022 წლის თებერვალში ნერგების დარგვა გაჩაღებულია. მაქვს თესლების სია, რომელთაც თებერვლის მეორე ნახევარში დავთესავ, რაც არ უნდა მოხდეს“– მიამბო ნაცნობმა, რომელიც უკვე მეორე წელია მებაღეობით კარგ ფულს შოულობს. მიშას ყოფილი ცოლი დღე და ღამე კერძო „ჭკვიან“ სათბურში მუშაობდა. „მისგან ყველა ხრიკი ვისწავლე. ჩემი ბიზნესი გავხსენი და ნერგებს ვყიდი. საქმე ქუდშია!“ – ამბობს ის. Vivien გიამბობთ, რა უნდა დარგოთ თებერვალში. დროა, საქმეს მიხედოთ.

ნერგების დარგვა 2022 წლის თებერვალში

რაც უფრო ადრე, მით უკეთესი! ეს მოსაზრება არ მუშაობს, როცა საქმე მცენარეებს და ნერგების დათესვას ეხება. თებერვალი სეზონის გახსნის თვეა, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთი კულტურისთვის, რომელთაც აღმონაცენის და ვეგეტაციის დიდი პერიოდი აქვთ.სანამ საქმეს შეუდგებით, გაეცანით ხილ–ბოსტნეულის და დეკორატიული მცენარეების სიას, რომლებიც თებერვალში უნდა დაითესოს.პომიდვრით დაიწყეთ. გვიანდელი ჯიში შეარჩიეთ, რომელსაც 100 დღეზე მეტი ვეგეტაციური პერიოდი აქვს. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ჯიშებს: „რიო გრანდე“, „ინტუიცია“, „კოსმონავტ ვოლკოვ“, „რაკეტა“, „ალტაისკი“ და ჰიბრიდი „ნადეჟნი F1”.

დახურულ ნაკვეთზე წიწაკის თესლი თამამად შეგიძლიათ დათესოთ. საშუალო და გვიანდელ ტკბილ ჯიშებს უპირატესობა მიანიჭეთ. განათებით აუცილებლად უზრუნველყავით!თებერვლის ბოლოს სათბურებში ბადრიჯნის მასიური დათესვა იწყება. თესვის დრო სწორად გამოთვალეთ.თებერვლის მეორე ნახევარში პრასი დათესეთ, თუ მის გაზრდას ნერგის მეთოდით აპირებთ. ამ შემთხვევაში დათესვით ერთ სეზონზე ხახვის კარგ თავებს მიიღებთ.ნიახურის ყველა სახეობა სჯობს ნერგებით გაზარდოთ. კალმით და ფესვებით გამრავლების შემთხვევაში ეს აუცილებელი პირობაა. ფოთლების შემთხვევაში პირდაპირ ნაკვეთზე შეგიძლიათ დათესოთ, მაგრამ ნერგი უმჯობესია. ნიახურის ფესვი – სუპერ სასარგებლო ბოსტნეული, დიეტურ კვებაში პოპულარული, უჩვეულო გემოს და არომატის მქონე და დიეტოლოგების ფავორიტი. აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე პერიოდი დაახლოებით 180 დღეა, ამიტომ დათესვის ოპტიმალური დრო – თებერვლის შუა რიცხვები ან ბოლოა.

ღია ნაკვეთისთვის შეგიძლიათ მარწყვის თესლიც მოამზადოთ. თესლი ღრმად არ დათესოთ, მიწა მსუბუქად მოაყარეთ. პირველი აღმონაცენი 3 კვირაში გამოჩნდება, ხოლო მაისში შეგიძლიათ გარეთ გადარგოთ.ახლა ყვავილების შესახებ. პეტუნია, ბეგონია, ბალბიფოთოლა, მიხაკი შაბო, დევისპირა, ლობელია, სალვია, გაზანია, ეუსტომა დროა დათესოთ, რომ უკვე გაზაფხულზე დეკორატიული გარეგნობით თქვენი ბაღი დაამშვენონ.თუ დათბუნული სათბური გაქვთ ან მწვანილს და ბოსტნეულს სამრეწველო მასშტაბით აწარმოებთ, ზუსტად იცით, რომ თებერვალი სათბურის კიტრის, კომბოსტოს და ყაბაყის ნაადრევი ჯიშების დასათესად საუკეთესო დროა. უკვე მარტში გაძლიერებული ნერგი სათბურში იგზავნება, ხოლო აპრილსა და მაისში ბოსტნეულის ნაადრევი მოსავალი გროვდება.

შეგახსენებთ, რომ ნაადრევ ჯიშებს დანათება სჭირდებათ, რადგან თებერვალში მოკლე და ღრუბლიანი დღეებია. ფიტონათურები გამოიყენეთ.თესლის დათესვის დრო რომ გაიგოთ, მისი გაღვივების დრო უნდა იცოდეთ. პომიდვრის ღერო და ფოთლები 6-10 დღეში შეგიძლიათ დაინახოთ, კიტრი – 3-7 დღეში, წიწაკა – 7-15 დღეში, კომბოსტოს თავი – 3-10 დღეში, ბადრიჯანი – 5-10 დღეში, ნიახური და რევანდი – 7-14 დღეში, გოგრა, ყაბაყი, პატისონი – 3-10 დღეში, სალათი – 4-10 დღეში.პირადად ჩემთვის 2022 წლის თებერვალში ნერგების დათესვა მხოლოდ იწყება. პირველ რიგში, პომიდორს და პრასს დავთესავ, შემდეგ ნიახურს. უკვე მოამზადეთ ნერგისთვის თესლი? გაქვთ საყვარელი ხილ–ბოსტნეული, რომელსაც ყოველ სეზონზე თესავთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს