ვაღიარებ, ადრე ლიმონის სახეობას ყურადღებას არ ვაქცევდი და ვყიდულობდი იმას, რაც მაღაზიაში მხვდებოდა. ციტრუსი ჩემს კერძებში თავის მთავარ ფუნქციას ასრულებდა და ეს ჩემთვის საკმარისი იყო. რამდენიმე სახეობის შედარების შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ლიმონის ჯიშს დიდი მნიშვნელობა აქვს. გიამბობთ მეიერის ლიმონზე, რომელსაც დამსახურებულად აქებენ. Vivien გიამბობთ, თუ რით განსხვავდება სხვა ლიმონისგან და როგორ შეარჩიოთ მწიფე ციტრუსი.
მაღაზიებში ყველაზე ხშირად გვხდება ლიმონი „ლისბონი“. ამ სახეობის ნაყოფი ლიმონის ხეზე იზრდება და გარეგნულად სხვაში არევა გაგიჭირდებათ.ჩვეულებრივ ლიმონს გაჯერებული ყვითელი ფერი და სქელი ტექსტურირებული ქერქი, ცოტა წაგრძელებული ფორმა აქვს. ორი ან ერთი მხრიდან მკვეთრად გამოხატული წაგრძელებული ცხვირი აქვს. გემოს თვისებებით მეიერის ლიმონს დიდად ჩამორჩება.ეს ლიმონის და ფორთოხლის ჰიბრიდია, რომელიც დეკორატიული ბუჩქის სახით არის გამოყვანილი. რამდენიმე მიზეზით სახლში გასაზრდელად გამოგადგებათ. პირველ რიგში, ლიმონის ბუჩქი კომპაქტურია და ცოტა ადგილს იკავებს. მეორეც, ეგზოტიკური ხასიათის მიუხედავად ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ აშინებს.
„მეიერის“ ლიმონი გარეგნულად ფერით, ფორმით და ზომით გამოირჩევა. პატარა მრგვალი ნაყოფი, რომელსაც მუქი ყვითელი, ზოგჯერ თითქმის ნარინჯისფერი შეფერილობა აქვს. გლუვი და თხელი ქერქი, სასიამოვნო და მოტკბო გემო აქვს. ბევრი ამ ჯიშის ლიმონის გემოს მწიფე ფორთოხლის გემოს ადარებს.„ლისბონის“ ლიმონს ძალიან მჟავე გემო აქვს. ამ მიზეზით გამოცდილი დიასახლისები სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად მეიერის ლიმონს იყენებენ. ნაზი ლიმონის წვენი ნაღების სოუსის, ლიმონის ნაყინის და კრემის მოსამზადებლად გამოგადგებათ. გარდა ამისა, „მეიერის“ ლიმონი ხილის ან ბოსტნეულის სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ.თუ ლიმონის ცედრა გჭირდებათ, მაშინ ჩვეულებრივი ლიმონი შეიძინეთ. მისი გახეხვა უფრო მოსახერხებელია, რადგან ნაყოფს სქელი ქერქი აქვს.
საფასო პოლიტიკა – როგორც წესი, ჩვეულებრივი ლიმონი იაფია. აი, „მეიერის“ ლიმონის ფასი ბევრად მაღალია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჰიბრიდული სახეობა უფრო გემრიელია, მაგრამ მისი ტრანსპორტირება – უფრო რთული. ძალიან თხელი და ნაზი ქერქის გამო გადაზიდვისას ადვილად ზიანდება. ამაში დარწმუნება მარტივია. ნებისმიერ მაღაზიაში მეიერის ლიმონი მოძებნეთ. ხშირად მათ კარგი სავაჭრო გარეგნობა არ აქვთ, თუმცა ეს გემოზე გავლენას არ ახდენს.
როგორ შევარჩიოთ მწიფე ლიმონი – პირველ რიგში, ლიმონის შეძენისას ნაყოფის ქერქს ყურადღება მიაქციეთ. დაზიანება არ უნდა ჰქონდეს, ფერი ერთფეროვანი, ლაქების გარეშე უნდა იყოს. მწიფე ლიმონს ღია ყვითელი შეფერილობა და სასიამოვნო გაჯერებული არომატი აქვს. გარდა ამისა, მწიფე ნაყოფი ყოველთვის ბრწყინავს, ხოლო მკვახე, პირიქით, გლუვია.თუ ლიმონის გამოყენებას შეძენისთანავე აპირებთ, ოდნავ დაჭყლეტილი ლიმონი შეგიძლიათ შეიძინოთ – მასში ბევრი წვენია. დიდხანს შესანახად მკვრივი და მაგარი ნაყოფი შეარჩიეთ. თუ ლიმონი ძალიან რბილია, გამოდის, რომ გადამწიფებულია. ასეთ ხილს ნაკლები სარგებელი აქვს.
რედაქციის რჩევა: ახლა უკვე იცით, რომ ლიმონის სახეობაზე მისი გემო და გამოყენების ვარიანტებია დამოკიდებული. ჩვეულებრივი ლიმონი მეიერს შეადარეთ. კიდევ უკეთესია, თუ მჟავე ხილით რაიმე კერძს მოამზადებთ. რომელი ლიმონი მოგწონთ?