ნიშნები, რომელიც ასაკოვან ქალს ააშკარავებს, თუნდაც თავის სილამაზეზე გიჟდებოდეს და გარეგნობაზე ზრუნავდეს

1092

განვლილ წლებს კარგი მაკიაჟით და იდეალურად შერჩეული ტანსაცმლით ვერ დამალავთ. დაკვირვებული ადამიანის თვალს არ გამორჩება დეტალები, რომლებიც ახალი ნაცნობის რეალურ ასაკს ააშკარავებენ. Vivien გიამბობთ იმ წვრილმანებზე, რომლებიც ქალის ნამდვილ ასაკს მარტივად ააშკარავებენ და მნიშვნელობა არ აქვს, როგორც ცდილობთ პასპორტში რეალური რიცხვის დამალვას. როგორ შევნიშნოთ ეს ე.წ. სიბერის მარკერები?რა თქმა უნდა, ბევრმა ქალმა შეიძლება გააპროტესტოს, რადგან სხვები მის რეალურ ასაკს ვერ ხვდებიან და 40 წლის ნაცვლად, მაგალითად, 25-30 წელს აძლევენ ან 45 წლის ნაცვლად 30-35 წელს. სინამდვილეში, ყველა ქალი თავისი ასაკის შესაბამისად გამოიყურება. ხოლო სხვების სასიამოვნო სიტყვები ან კომპლინეტებია ან ცდომილება. ხშირად შეცდომა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ქალი თანატოლებთან შედარებით მოვლილია, ამიტომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. თავის მოვლა და ახალგაზრდობა სხვადასხვა რამაა. დღეს ბევრი მოვლილი ქალია, თუმცა ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად ერთეულები გამოიყურებიან.

რა ააშკარავებს რეალურ ასაკს?

  1. პირველი, რაც ასაკს ავლენს, თვალებია. წლებთან ერთად ხედვა უფრო ბრძნული და დარდიანი ხდება. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენთ, მით უფრო შესამჩნევი ხდება კვალი. საინტერესოა, რომ თუ ქალმა წლების შემდეგ ცხოვრების მიმართ ინტერესი არ დაკარგა, თვალების სიკაშკაშის გამო უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
  2. სახის ოვალიც იცვლება. კონტურები ოდნავ „ცურვას“ იწყებს, ხოლო კანი ზოგ ადგილას ჩამოკიდებული ხდება. ყველაზე ხშირად ამაზე გავლენას მემკვიდრეობა ახდენს. წლების მატებასთან ერთად ასეთი ცვლილებების რაოდენობა მხოლოდ იზრდება. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ 45 წლისას მსგავსი დარღვევები 10-დან 8 ქალს აქვს.
  3. კანის ფერიც იცვლება. თუ ახალგაზრდა ქალის კანი თითქოსდა შიგნიდან ანათებს, წლებთან ერთად კანის უჯრედები ნელა აღდგება. ამის გამო სახის ფერი უფრო პირქუში ხდება.
  4. ცხვირ–ტუჩის ნაოჭებს და თვალების ქვეშ მუქ წრეებს თავისი „წვლილი“ შეაქვთ იმ ფაქტში, რომ სხვებმა ქალის ნამდვილი ასაკი უკეთ შეამჩნიონ. რა თქმა უნდა, ამ და სხვა პრობლემებს შეგიძლიათ ებრძოლოთ, თან საკმაოდ წარმატებულად. სააბოლოოდ, წლები მაინც თავისას აიღებს და ეს ნორმალურია.
  5. ხელის და ყელის მდგომარეობაც ნამდვილ ასაკს ააშკარავებს. მსოფლიოს პირველ ლამაზმანებსაც ამ ცვლილებების დამალვა არ შეუძლიათ. ვერც ერთი კოსმეტოლოგიური პროცედურა და საშუალება დაბერებას ვერ შეაჩერებს.
  6. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის აზროვნებაც იცვლება. ნებისმიერი შუახნის ქალი სარკეში ჩახედვისას შეიძლება თვლიდეს, რომ მხოლოდ მისი სახე დაბერდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ახალგაზრდებთან გასაუბრება საკმარისია იმის შესამჩნევად, რომ ისინი სამყაროს სხვანაირად უყურებენ და განსხვავებულად აზროვნებენ. შეძენილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ დამალავთ.

რედაქციის რჩევა – ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება თავს შესანიშნავად გრძნობდეს. მთავარია, აწყობდეს, როგორც გამოიყურება. გაახალგაზრდავდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ რამდენიმე კომპლიმენტი მოისმინოთ, ისე რა იდეაა. ამაზე დროის და ძალის დახარჯვა არ ღირს. რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ მოსაზრებები.