რამდენიმე შეკვრა ბამბის ჩხირი სახლში ყოველთვის მაქვს. რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათი დახმარებით

849

ყველამ დიდი ხანია იცის, რომ ბამბის ჩხირები ყურებისთვის არაა, მაგრამ შეგიძლიათ სხვა საქმეში გამოიყენოთ. მაგალითად, დასალაგებლად, თავის მოსავლელად და ნივთების გასაკეთებლად. ბევრი მიზეზი არსებობს, რატომ უნდა მოიმარაგოთ რამდენიმე შეფუთვა ბამბის ჩხირი აქციებზე. Vivien გიზიარებთ 4 მთავარ მიზეზს, რომ ბამბის ჩხირებზე უარი არ თქვათ და ყოველდღიურობაში გამოიყენოთ.

რთულად მისადგომი ადგილების წმენდა – ბამბის ჩხირების ყველაზე თვალსაჩინო ღირსება – რთულად მისადგომ ადგილებში შეღწევა. ასე სახლის დასალაგებლად და სხვადასხვა ნივთის (კლავიატურა და მსგავსი ტექნიკა) გასაწმენდად ძალიან სასარგებლო ნივთი ხდება. ამ დიდი უპირატესობის უარყოფა რთულია. ალბათ, ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა სველი ჩვარი საჭირო ადგილს ვერ წვდება ან წვდება, მაგრამ რთულად, ამიტომ მტვერს ვერ იღებს. ამ შემთხვევაში ბამბის ჩხირები საუკეთესო დამხმარეა.

მაკიაჟის წასმა და მოშორება – ბამბის დისკი და ჩხირი ძალიან სასარგებლოა, როცა საქმე სახის გალამაზებას ეხება. ბამბის ჩხირები მაკიაჟის წასასმელად აუცილებელია. მაგალითად, თუ ხელი შემთხვევით აგიკანკალდათ და ტუშის ფუნჯი წამწამებიდან ამოხტა ან ლაინერით ხაზი კარგად ვერ გაავლეთ. რა თქმა უნდა, ასეთი პატარა შეცდომების გამო მთელი მაკიაჟის მოშორება და თავიდან დაწყება არ ღირს. ბამბის ჩხირი სიტუაციას სწრაფად მოაგვარებს.

ხელნაკეთი ნივთები ბამბის ჩხირებით – ზოგისთვის ეს შეიძლება სიურპრიზი გახდეს, მაგრამ ბამბის ჩხირები ხელნაკეთი ნივთის გასაკეთებლად შესანიშნავი მასალაა. ინტერნეტ სივრცეში ბევრი მაგალითი არსებობს, თუ როგორ უჩვეულოდ შეიძლება მათი გამოყენება და რაღაც ლამაზის და საინტერესოს შექმნა. ცხოველების ფიგურები, აპლიკაციები, სახლები, ფიფქები და ყვავილები – ამ ყველაფრის გაკეთება ბამბის ჩხირებით შეიძლება. დაწყებითი სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის ბამბის ჩხირების მომარაგება განსაკუთრებით სასარგებლოა. ბავშვს მოულოდნელად შეიძლება ხელნაკეთი ნივთის გაკეთება დაავალონ, ხოლო მშობელს უკვე ყველაფერი მომარაგებული ექნება.

მოსახერხებელი ხელსაწყო ფერწერაში – მათ, ვინც ხელით მუშაობა იცის, კარგად იციან, თუ რამდენად მოსახერხებელია ბამბის ჩხირების გამოყენება. ხსენებული წმენდის გარდა მისი დახმარებით სამუშაო მასალას წებოს და სხვა ნივთიერებას მარტივად წაუსვამთ. მისი დახმარებით ნახატს საღებავი და ლაქი შეგიძლიათ წაუსვათ. ზოგიერთი მხატვარი ბამბის ჩხირებს ფუნჯის ნაცვლად აქტიურად იყენებს. ინტერნეტ სივრცეში ბევრი ვიდეო არსებობს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბამბის ჩხირებით დახატვა მოსახერხებელია.

რედაქციის რჩევა – როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ბამბის ჩხირები ბევრ სფეროში შეგიძლიათ გამოიყენოთ იქნება ეს სახლის დალაგება, შეღებვა თუ ხელნაკეთი ნივთის გაკეთება. ეს კარგია, რადგან თავიდან მასობრივი მოხმარების საქონელს მხოლოდ ერთი, საეჭვო დანიშნულება ჰქონდა. როგორ იყენებთ ბამბის ჩხირებს?