სააგარაკო სეზონი ახლოვდება. სწორედ ამიტომ, თქვენთვის ამ თემაზე სასარგებლო ინფორმაციას ვამზადებთ. Vivien გიამბობთ, რომელია პომიდვრის ყველაზე მოსავლიანი ჯიში, რომელსაც წელს ყურადღება უნდა მიაქციოთ.პომიდვრის ჯიშები პირობითად 3 ჯგუფად იყოფა. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება პატარა პომიდორი – ჩერი და კოქტეილი. მეორე ჯგუფში შედის ჩვეულებრივი და ყველასთვის ნაცნობი პომიდორი. მას სხვადასხვა ფორმა აქვს და ყოველთვის საშუალო ზომისაა.
მესამე ჯგუფში ხვდება მსხვილი ბიფ–პომიდვრები (სიტყვიდან ბიფშტექსი). სხვა ჯიშისგან განსხვავებით უფრო ხორციანია, ნაკლები წვენი და თესლი აქვს. ბიფ სახეობა უმად მისართმევად საუკეთესოა. გამოხატული არომატი და სასიამოვნო გემო აქვს.დღეს სწორედ ბიფ–სახეობაზე გიამბობთ. უფრო ზუსტად, „ცხვირიანი“ და მოგრძო ფორმის პომიდორზე. ბოლო დროს ასეთი ჯიში მებოსტნეებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება. ეს გასაკვირი არაა, რადგან ბევრ უპირატესობას ფლობს.
„სიზრანსკის პაჭუა“ და „მინუსინსკის ჭიქები“ – „სიზრანსკის პაჭუა“ – ბიფ–პომიდვრის პირველი სახეობა ჩვენს სიაში. მთავარი უპირატესობა – უპრეტენზიო მოვლასა და გაზრდაში. პირველ რიგში, გვალვაშიც კარგად იზრდება. მეორეც, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები არ აშინებს. ნაადრევად მწიფდება. საკმაოდ მაღალი ბუჩქი იზრდება, მაგრამ ამასთან აბსოლუტურად კომპაქტურია.„მინუსინსკის ჭიქებს“ უფრო მოგრძო ფორმა აქვს. პოპულარული სახეობაა, რომელიც მაღალი მოსავლიანობით და სასიამოვნო გემოთი ცნობილია. მისი გაზრდა საწარმოო მასშტაბითაც დაიწყეს. მოსავლელად მარტივია და ამინდის პირობების მიუხედავად გამძლეა. მწიფე ნაყოფი დიდხანს შეგიძლიათ შეინახოთ, ასე დახლზე სავაჭრო გარეგნობას არ კარგავს.
„ატამი ვარდისფერი F1” და „ვარდისფერი ცხვირი F1” – ჰიბრიდებს შორის აღსანიშნავია „ატამი ვარდისფერი F1”. ესაა მსხვილი დესერტის ვარდისფერი პომიდორი დამახასიათებელი ცხვირით. ასეთი პომიდვრის გაზრდა მარტივია, სწრაფად მწიფდება. თუ უხვი მოსავლის მიღება გსურთ, სათბურში გაზარდეთ. ნამხარის მოშორებას და ახვევას ყურადღება მიაქციეთ.„ვარდისფერი ცხვირი F1” ჰიბრიდულ ჯიშებს შორის რეკომენდებულია. სათბურშიც შეგიძლიათ გაზარდოთ, სადაც თავს საუკეთესოდ გამოავლენს. საშუალო სიმწიფის სახეობას საკმაოდ მხვილი ნაყოფი აქვს ნაზი მოტკბო გემოთი. გარდა ამისა, დიდხანს კარგად ინახება.
„ნემსიწვერას კოცნა“ და „ჰიბრიდი F1 ოგნევსკი“ – უჩვეულო ნაადრევი ჯიშის „ნემსიწვერას კოცნის“ გამოყენებას გირჩევთ. იმდენად კომპაქტურია, რომ ქოთანშიც შეგიძლიათ გაზარდოთ. ასეთ პირობებშიც ბევრ პომიდორს იძლევა. დიდი ნაყოფი აქვს და წარმოუდგენელ არომატს აფრქვევს. გაითვალისწინეთ, რომ ბუჩქზე შეიძლება ბევრი დიდი პომიდორი გაიზარდოს, თუ არ შეზღუდავთ. მცენარეს ნამხარის მოშორება და ახვევა არ სჭირდება.„ჰიბრიდი F1 ოგნევსკიც“ თქვენს ყურადღებას იმსახურებს. ნაადრევ ჯიშს საკმაოდ მსხვილი ნაყოფი აქვს, რომელიც ჰგავს გულებს წვეტიანი ცხვირებით. სათბურში სჯობს გაზარდოთ. ნამხარი პრაქტიკულად არ აქვს და უხვ მოსავალს იძლევა. საზაფხულო კერძებისთვის აღმოჩენაა.
თუ წელს ახალი პომიდვრის ჯიშის დარგვას აპირებთ, მაქსიმალურად შეისწავლეთ. ხაფანგები ყოველთვის არსებობს, ამას ნებისმიერი გამოცდილი მეაგარაკე გეტყვით. ყოველთვის გაითვალისწინეთ პირობები, რომელშიც პომიდორი უნდა გაიზარდოს და თქვენი რეგიონის კლიმატური მდგომარეობა.