4 მეგობარი ერთმანეთს შეპირდა, რომ 20 წლის შემდეგ შეხვდებოდნენ, მაგრამ შეხვედრაზე მხოლოდ სამი მოვიდა

22650

სკოლის მეგობრებთან შეხვედრა ძალიან ამაღელვებელი მოვლენაა. ხშირად ისე ხდება, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ დროს ახლო მეგობრების გზები იყოფა. ვიწრო კავშირის შენარჩუნებას ყველა ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, ათწლეულების შემდეგ ახლობლებთან შეხვედრა ძვირფასია. ჩვენი დღევანდელი ისტორია მხოლოდ მეგობრობას არ ეხება. ჩვენ ნამდვილი მეგობრობის ძალაზე გიამბობთ.

სკოლის დამთავრების შემდეგ გულითადი მეგობრები 20 წლის შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. უბრალოდ პეტრე, კოტე, დიტო და ანა სხვადასხვა ადგილას მოხვდნენ და ესმოდათ, რომ მუდმივად კონტაქტს ვერ შეძლებდნენ.პეტრე ბიძასთან იტალიაში წავიდა, კოტემ გამოცდები ვერ ჩააბარა და პოლონეთში სამუშაოდ წავიდა. დიტომ ამერიკის ვიზა აიღო, ხოლო ანა მშობლიურ ქალაქში დარჩა. მეგობრებს განსაკუთრებული შეხვედრის ადგილი ჰქონდათ, სადაც მთელ დროს ერთად ატარებდნენ. აქ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამ 20 წლის განმავლობაში გმირების ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ დაპირება არავის დავიწყებია. სკოლის მეგობრების შეხვედრა ზუსტად იმ დროს და იმ ადგილას შედგა, როგორც შეთანხმდნენ. პეტრე პირველი მოვიდა, ყოველთვის პუნქტუალური იყო. შემდეგ კოტე და დიტოც გამოჩნდნენ.მეგობრები ერთმანეთს დიდხანს ეხუტებოდნენ და ბოლო ამბებს უზიარებდნენ. დროდადრო სოციალურ ქსელში ერთმანეთს წერდნენ, თუმცა დეტალები არ იცოდნენ. აღმოჩნდა, რომ პეტრეს ორი ქალიშვილი ჰყავს, კოტე ძველებურად მარტოხელაა. დიტო მშვენიერ ქალს ხვდებოდა და მასზე დაქორწინება სურდა. ხოლო ანა.

ერთ საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ანა არ ჩანდა. მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამ დღის დავიწყება არ შეეძლო. გაიფიქრეს, რომ რაღაც მოხდა.საბედნიეროდ, პეტრეს ახსოვდა ანას მშობლების მისამართი და მათ წასვლა შესთავაზა. კარი ანას დედამ გაუღოთ და მაშინვე იცნო: „ღმერთო ჩემო, რამდენი წელი გავიდა. შემოდით, ახლავე ჩაის გაგიკეთებთ!“„არა, არა, ქალბატონო ლია. ვჩქარობთ. გთხოვთ, გვითხარით, სად არის ახლა ანა და როგორ შეიძლება დაკავშირება? 20 წლის წინ ამ დღეს შეხვედრაზე შევთანხმდით, მაგრამ არ მოვიდა. ხომ ყველაფერი კარგადაა?“ – ჰკითხა კოტემ.

ლია მაშინვე სევდიანი გახდა და უპასუხა: „შემოდით, ახლავე ყველაფერს გიამბობთ“. კაცები ოთახში შემოვიდნენ და პატარა დივანზე დასხდნენ. ქალი დაჯდა და ამბის მოყოლა დაიწყო.აღმოჩნდა, რომ სკოლის დამთავრებიდან 1 წლის შემდეგ ანა დაორსულდა. როცა შეყვარებულმა ამის შესახებ გაიგო, მაშინვე მიატოვა. გამოუვალი მდგომარეობის გამო ნებისმიერ სამსახურს ხელს კიდებდა, ოღონდ კი ფეხზე დამდგარიყო. ფული არასდროს ყოფნიდა.როცა შვილი გააჩინა, სიტუაცია უფრო გამწვავდა. ყოფილ შეყვარებულს ერთხელაც არ გახსენებია. შვილი საერთოდ არ აინტერესებდა. როგორც კი, ანა გამოჯანმრთელდა, მაშინვე ფულის გამომუშავება დაიწყო.

განათლება ვერ მიიღო, ამიტომ კარგ სამსახურს ვერ შოულობდა. იმით დაკმაყოფილება უწევდა, რაც ჰქონდა. ხან დამლაგებლად მუშაობდა, ხან მაღაზიაში გამყიდველად. პირადი ცხოვრება ვერ ააწყო, მთელ სიყვარულს და ზრუნვას ვაჟიშვილს ჩუქნიდა.კარგი ბიჭი იყო, სკოლაში ყველაზე კარგად სწავლობდა და დედაქალაქში უფასოზე ჩააბარა. როცა წავიდა, ანამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ახლა საავადმყოფოში წევს, ამიტომ შეხვედრაზე ვერ მოვიდა.

როცა მეგობრებმა ამის შესახებ გაიგეს, მაშინვე მასთან გაიქცნენ. წასვლამდე პეტრემ ლიას ცოტა ფული დაუტოვა: „შეინახეთ, გამოგადგებათ“ ქალი უარზე იყო, მაგრამ დახმარება მიიღო.როცა საავადმყოფოში მივიდნენ, ანას ეძინა. პალატაში შეიხედეს, რომ დაეხედათ და გაოგნდნენ. „როგორი დასუსტებულია, საწყალი! მაგრამ ძველებურად ლამაზია. იცით, სკოლაში მომწონდა. ვნანობ, რომ გამოსაშვებ საღამოზე ამის შესახებ არ ვუთხარი“ – თქვა კოტემ.პეტრემ გაიღიმა და უპასუხა: „ჯერ კიდევ გაქვს შანსი“. როცა ანამ გაიღვიძა, ბიჭები მის გარშემო ისხდნენ. „გამარჯობა ანა, რა თქმა უნდა, გძინავს!“ – მხიარულად უთხრა დიტომ. ქალი მათ არ ელოდა, ფიქრობდა, რომ შეხვედრა გადაავიწყდათ. ისინი არა მხოლოდ მოვიდნენ, არამედ მოძებნეს კიდეც. ანა ატირდა.

„ნუ ტირი, ანა, ყველაფერი კარგად იქნება. გამოჯანმრთელდები! დაგეხმარებით!“ – კოტე ანას ჩაეხუტა. იმ დღიდან რამდენიმე თვე გავიდა. მეგობრები მშობლიურ ქალაქში 2 კვირა დარჩნენ, ხოლო კოტე ანას გამოჯანმრთელებამდე.ანასთან გატარებული ყოველი დღე არწმუნებდა, რომ მისი გრძნობები არ გამქრალა. როცა საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, სიყვარულში გამოუტყდა. მანაც საპასუხო გრძნობით უპასუხა.

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? წლების შემდეგ სკოლის მეგობრების შეხვედრას ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ იწყებ დაჯერებას, რომ ბედი არსებობს. შესაძლოა, ანას 20 მძიმე წელი უნდა გაევლო, რომ ნამდვილი მამაკაცის გვერდით ბედნიერება ეგრძნო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს