ამბობენ, რომ სიყვარული ბრმაა და ეს სიმართლეა. სიყვარული გონებას ბინდავს, თან ზოგჯერ სიყვარულის ობიექტის შეთვალიერების საშუალებასაც არ გვაძლევს. რამდენი ისტორია დაიწყო მოულოდნელი გრძნობით და ბოლოს უიღბლო ქორწინებით დასრულდა. თამთას და ანრის ისტორია გამონაკლისი არაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საკუთარი ბედნიერების არ სჯეროდა, ახლა ზიზღით აცნობიერებს, რომ ცხოვრება ამაზრზენ ადამიანს დაუკავშირა, რომელიც ღალატს არც მალავს.
უბედური ქორწინება – თამთას პირველი ნაბიჯის გადადგმა არ აშინებდა. ასეც მოიქცა ცეკვის გაკვეთილებზე, სადაც ანრი, მისი საოცნებო მამაკაცი, დაინახა. იმ საღამოს დაიწყო ურთიერთობა, რომელზეც გოგონა ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდიდან ოცნებობდა. მასში იყო ყველაფერი, რაზეც ასე ოცნებობდა: სიმღერები ფანჯრის ქვეშ, ყვავილები ყოველ პაემანზე, ღამით მიმოწერა საბნის ქვეშ და ბევრი სხვა.ერთ წელში მათმა ურთიერთობამ ბუნებრივ კულმინაციას მიაღწია: ხელის თხოვნა. ქორწილმა კარგად ჩაიარა, თამთა ბედნიერი იყო. ახლა არა მხოლოდ საუკეთესო ბიჭის შეყვარებული, არამედ მისი კანონიერი ცოლი იყო. ის – ქმარი! ამ ფაქტის გაცნობიერება წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა. თაფლობისთვე გავიდა. ახალდაქორწინებულებმა მშობლების მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრება დაიწყეს. ერთ ჭერქვეშ სრულუფლებიანი ოჯახური ცხოვრება დაიწყეს.
ახალი ცხოვრების დასაწყისი – თავიდან თანაცხოვრება გაუჭირდათ. შეყვარებულები ხშირად კამათობდნენ. დროთა განმავლობაში გამოცდილება და სიბრძნე დააგროვეს. მასთან ერთად ოჯახური იდილიაც დამკვიდრდა. ნათესავების რჩევის მიუხედავად უახლოეს მომავალში დედობას არ აპირებდა. ჯერ სამედიცინოზე უნდა ესწავლა და კარგ ადგილას სამუშაო დაეწყო. ანრიც ფინანსურად წელში გამართული არ იყო. სწორედ ამიტომ, შვილებზე არ საუბრობდნენ. და, როგორც აღმოჩნდა, არა ტყუილად.ქორწინების მესამე წელს ანრიმ უცნაურად მოქცევა დაიწყო. უფრო ჩაკეტილი გახდა და სახლში ნაკლებ დროს ატარებდა. კითხვაზე, თუ სად იკარგებოდა, თამთას შუბლზე მზრუნველად კოცნიდა და დასაძინებლად მიდიოდა. გოგონა თავიდან ეგუებოდა, მაგრამ ეჭვების უგულებელყოფა აღარ შეეძლო.
მალე გაირკვა, რომ ანრის საყვარელი ჰყავდა. თამთამ წყვილი ქუჩაში დაინახა, როცა ისინი ხელჩაკიდებულები კაფეში ისხდნენ. კაფეში შევარდნა და სკანდალის მოწყობა სურდა, მაგრამ შეეშინდა. სხვების წინაშე თავის დაცინვა არ სურდა.იმავე საღამოს თავის აღმოჩენაზე ქმარს უამბო, რაზეც ანრიმ უცნაურად უპასუხა.
- – მერე? – ისეთი ხმით იკითხა, თითქოს ვინმე უცნობზე საუბრობდნენ. – ახლა იცი. შემდეგ რა?
- – ანუ არც გრცხვენია? – გაოგნებულმა თამთამ ქმარს შეხედა.
- – სინამდვილეში, არა. მიხარია კიდეც, რომ დამალვა აღარ მომიწევს. ეს დამღლელია.იმ საღამოს ნამდვილი სკანდალი მოხდა, რის შემდეგაც თამთა „გაუწონასწორებელი“ აღმოჩნდა, ხოლო ანრი „პატიოსანი“. ანრიმ ბოლოს განაცხადა კიდეც, რომ მყარი ქორწილის საიდუმლო თავისუფალ ურთიერთობაშია. მხოლოდ ამ გზით შეძლებს ცოლ–ქმარი ბედნიერად და ჰარმონიულად არსებობას. სამწუხაროა, რომ თამთას ეს არ ესმის.
- – რას იტყვი, საყვარელი რომ გავიჩინო, მოგეწონება? – ყვიროდა თამდა.
- – დიახ, გააკეთე, რაც გსურს. – მშვიდად უპასუხა ანრიმ. – ეს საკითხი თავიდანვე უნდა გაგვერკვია.
- – ნუთუ ეს პირველი ადეკვატური აზრია?! – ჩაეცინა თამთას.
აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ანრი ასეთი ადამიანი იყო. როგორ შეიძლება ოჯახის შექმნა მასთან, ვინც თვლის, რომ გვერდზე გახედვა ნორმალურია? ღმერთო, რა დამცირებაა! ახლა რა გააკეთოს? გაშორდეს? თუ ერთად ფსიქოლოგთან მივიდნენ? ახალგაზრდა ქალს სიბრაზე იპყრობდა. თავს მოტყუებულ მეანაბრედ გრძნობდა, რადგან ხელშეკრულების ყველა პირობა არ გააცნეს. არა, ანრის პასუხი უნდა აგებინოს, თან ისე, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს. ამ ფიქრებით დასაძინებლად წავიდა.
ტკბილი შურისძიება – იმ საღამოს შემდეგ სკანდალი აღარ მოუწყვია. რაღაც უფრო მეტისთვის ძალებს აგროვებდა. საბოლოოდ, კარგი იდეა დაებადა. მართალია, რეალიზაციისთვის ცოტა ლოდინი მოუწევდა.ერთი თვის შემდეგ, ორსულობის დადებითი ტესტი სააბაზანოში კბილის ჯაგრისის გვერდით იდო. ანრიმ მაშინვე შეამჩნია და თამთასთან გაიტანა:
- – მე და შენ შვილი? – ჰკითხა ცოლს, რომელი თავს იწესრიგებდა. ამ ღამით კვლავ სახლში არ დარჩენილა, მაგრამ თამთა აღარ ტიროდა.მან ტესტს გადახედა და უპასუხა:
- – ოჰ, მისი აღება დამავიწყდა. ბავშვი იქნება, მაგრამ არა ჩემი და შენი, ძვირფასო.
- – ეს როგორ?
- – აი, ასე. შენგან მაგალითი ავიღე და საყვარელი გავიჩინე. მართალია, როგორც ხედავ, დიდად არ ვფრთხილობდით. ეს ხომ პრობლემა არაა? ანრიმ არ იცოდა, რა ეპასუხა, მაგრამ მაინც ჰკითხა:
- – ხომ არ აპირებ მის დატოვებას?
- – ვაპირებ. მინდა, ანუ ეს არჩევანი შენც უნდა მიიღო ჩვენი ოჯახის ჰარმონიისთვის.
- – არა, ამაზე ხელი არ მომიწერია. სხვისი შვილები ჩემს სახლში არ მჭირდება.
- – ეს საკითხი წინასწარ უნდა გაგვერკვია, – თამთამ ორსულობის ტესტი წაართვა. – თუ რამე არ მოგწონს, არ გაკავებ.
ანრი წავიდა. მშვიდად დაშორდნენ. თამთას საკუთარი გადაწყვეტილება ერთხელაც არ უნანია. პირიქით, ტესტის ხრიკმა ძალიან გაამხიარულა. ორსულობის ტესტზე მარკერით ორი ხაზის დახატვა საკმარისი იყო. სამაგიეროდ, ახლა თავისუფალი ქალია და არა „გაუწონასწორებული ეჭვიანი ცოლი“. უბედური ქორწინება უკან მოიტოვა, წინ კი ახალი შესაძლებლობები ელოდა.
ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია? – სხვისი სული ბნელია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ მხოლოდ წლების შემდეგ ადამიანზე რაღაც მოულოდნელს ვიგებთ. თამთას ისტორიამ აჩვენა, რომ ზოგჯერ საკუთარი თავისადმი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახის. უიღბლო ქორწინება ის კავშირი არაა, რომლის შენარჩუნებაც ღირს.