თუ კაცს ურთიერთობა არ აქვს, ამის მიზეზი ყოველთვის ერთია. მარტივი სიტყვებით აგიხსნით

962

ახლა სულ უფრო მეტი ზრდასრული შემდგარი მამაკაცი მარტოობას ირჩევს. ფსიქოლოგების აზრით, მარტოობას ირჩევენ იმიტომ, რომ ასე მათთვის მოსახერხებელია. სხვა დასახელებული მიზეზები მხოლოდ საფარველია. სინამდვილეში, თუ ადამიანს ოჯახის შექმნა ნამდვილად სურს, პრობლემის მოგვარების გზებს მოძებნის. თუ არ სურს, ვერავინ აიძულებს. რატომ არიან მამაკაცები მარტოხელები? მარტოხელა მამაკაცები ფსიქოთერაპევტებთან საუბრისას ასახელებენ მიზეზებს, რატომ ვერ პოულობენ წყვილს. საქმე ზოგჯერ გარეგნობაში ან ხასიათშია, იშვიათად ჩვევაში ან პოტენციური ოჯახისთვის მდგომარეობის შემსუბუქების შეუძლებლობაში. ყველა ეს მიზეზი ერთად აღებული აისბერგის მხოლოდ მწვერვალია.

რატომ არის კაცი მარტოხელა

უპასუხისმგებლობა – ოჯახისა და შვილების კეთილდღეობისთვის პასუხისმგებლობის აღების სურვილის არ ქონა მამაკაცებს მარტოობაში მოწყენას აიძულებთ. მარტოხელასთვის კლუბური ცხოვრება და ყოველ საღამოს ახალი ქალის გაცნობა მისაღებია. ხოლო დილით მარტოხელა მამაკაცი მარტო იღვიძებს და საუზმეზე ოცნებობს. ბევრი ფიქრობს, რომ ცოლი არსად მიმავალი გზაა. ცოლი მეგობრებთან ურთიერთობას აუკრძალავს, იეჭვიანებს და მოითხოვს, რომ დღესასწაულებზე მშობლებთან იაროს. ზუსტად ასე აღუწერენ ქორწილს მარტოხელა მამაკაცს დაოჯახებული მეგობრები და მაშინ მარტო ცხოვრება სამოთხე ეჩვენება.

წარუმატებელი ურთიერთობა – ყველა ოდესღაც შეყვარებული იყო. ხშირად მამაკაცს, რომელიც პირველ სიყვარულს შეხვდა, მასთან მთელი ცხოვრების გატარება სურს. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ხელის თხოვნას ბედავს, სახლს აშენებს და ოჯახური ბედნიერების იმედი აქვს, გოგონა მოულოდნელად ასეთი სერიოზული ნაბიჯისთვის მზად არაა. ამ დროს მამაკაცი რომანტიკოსიდან ცინიკოსი ხდება და ქალებს არასოდეს ენდობა. ის შეიძლება ვინმეს ხვდებოდეს, კონტაქტობდეს, მეგობრობდეს, ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიდეს, მაგრამ ქორწილზე სერიოზულად არ დაფიქრდება. ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანმა ღალატი გადაიტანა, ვინმეს კვლავ ნდობა გაუჭირდება.

მაღალი მოთხოვნები – საზოგადოება ხშირად თავს გვახვევს, თუ რამდენი უნდა გამოიმუშავოთ, როდის დაქორწინდეთ და როგორი ქალი მოიყვანოთ ცოლად. სოციალურ ქსელებში ვხედავთ, როგორ ბედნიერად ვითარდება სხვების ცხოვრება. ხშირად მაღალი თვითშეფასების მქონე მამაკაცი იდეალური მეგზურის სიას ადგენს. მარტოხელები მეგობარ ქალს ერთმანეთში აფასებენ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი მოთხოვნები თავად დააკმაყოფილოს, თანამედროვე ქალების ანგარიშიანობასა და სისასტიკეზე წუწუნებს. შედეგი – მარტოობა.

ფინანსური კეთილდღეობის უქონლობა – იყო დაქორწინებული ძალიან ძვირია. იყო მამა, კიდევ უფრო ძვირი. სამყაროში, სადაც ყოველდღე ფასები იზრდება, საშუალო სტატისტიკური მამაკაცი ურთიერთობის აწყობას არ ცდილობს, რადგან ეშინია, რომ ცოლის და შვილის უზრუნველყოფას ვერ შეძლებს. შვილებზე ფულის დახარჯვა ნამდვილად მოგიწევთ და მომდევნო 18 წლის განმავლობაში სხვა ადამიანზე, თუნდაც ღვიძლ შვილზე, ფულის ხარჯვის პერსპექტივა შუახნის მამაკაცს არ ახარებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ფინანსურ სირთულეებს თავად განიცდის.

დედასთან ცხოვრება – მამაკაცი მეუღლეში პოულობს მეგობარს, მრჩეველს და საყვარელს. როცა კაცი დედასთან ერთად ცხოვრობს, ვერც ერთი ქალი რომანს ვერ გააჩაღებს. დედამ უკეთ იცის, რა სჭირდება შვილს, დედა ყოველთვის გირჩევთ, როგორ მოიქცეთ სწორად. დედა არის მეგობარი და მრჩეველი, ხოლო ქალი, რომელსაც კაცი შეხვდება, მხოლოდ საყვარლად რჩება. სანამ დედასთან ცხოვრობს ქალთან ჯანსაღ ურთიერთობას ვერ ააწყობს. პაველ დომრაჩევი, ფსიქოლოგი მარტოობის ერთადერთ მიზეზად სწორედ ამას მიიჩნევს. იმის გასაგებად, თუ როგორი ქალი სჭირდება, მარტო უნდა გადავიდეს და ასე მამაკაცი მიხვდება, რომ შიგნით სიცარიელეა. ქალისთვის ადგილი გათავისუფლდება, რომელიც მისი მეგობარი, მრჩეველი და ვნებიანი საყვარელი გახდება.

რედაქციის რჩევა – სპეციალისტი დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავში გაერკვეთ. ემოციების შეკავება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე სხვებთან ურთიერთობა დაზიანდება. ცხოვრების მეგზურს გაცნობის საიტებზე ნუ ეძებთ. ერთი შეხედვით, საჭირო ადამიანის ასე პოვნა მოსახერხებელია. მაგრამ როგორც კი, გააცნობიერებთ, რა გსურთ ცხოვრებიდან, და თავს მარტო კომფორტულად იგრძნობთ, მხოლოდ მაშინ იქნებით მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. რატომ არის კაცი მარტო? რადგან ასე კომფორტულად ცხოვრობს. ქალს შეიძლება შეხვდეს, სპორტით დაკავდეთ, წიგნი წაიკითხოს, პარკში გაისეირნოს. მთავარია, საკუთარ თავზე ზრუნვით დაიწყოთ.