დედამთილი თვლის, რომ მთელი ოჯახის მომვლელი ვარ. რა გავაკეთო

769

დღეს მოთმინების თემაზე მინდა გესაუბროთ. მაგალითად, უმრავლესობის აზრით, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სხვებზე ზრუნავს? ჰუმანური, კეთილი, მაგრამ ამასთან საზღვრები უნდა დაინახოს და სხვისი საქმე საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის საზიანოდ არ გააკეთოს. სასწრაფო დახმარების და სახანძროს თანამშრომლები, რომლებიც თეთრებზე მუშაობენ, გაგვიგებენ და მხარს დაგვიჭერენ.ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის ოჯახში უბედურება მოხდა. ამასთან გამკლავება საკუთარი ძალებით სცადა, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორ მოხდა, რომ არავინ დაეხმარა და რა მოყვა შემდეგ? გეტყვით: უბედურება მარტო არ მოდის.

მზრუნველი ადამიანი – „30 წელზე მეტი, რომელიც ჩემს მეუღლესთან ერთად გავატარე, ჩემი ცხოვრება განსაზღვრა. მის გამო გავხდი ისეთი, როგორიც ვარ. ალბათ, ბევრი ქალი, რომელთაც მსგავსი ისტორია აქვთ, მხარს დამიჭერს.კარიერისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ზოგჯერ ვნანობ, რომ დიასახლისობა ავირჩიე. დიახ, ორი ქალიშვილი გავზარდე, მათ ცხოვრების გზის პოვნაში დავეხმარე. პარალელულად, ოჯახის კერას ვიცავდი, თითქმის ყველაფერში ქმარს ვემორჩილებოდი და საერთოდ ვთვლი, რომ მთელი ეს დრო კარგი ცოლი ვიყავი.

არ მესმის, როგორ შეუძლია ზოგიერთ ქალს „გვერდზე გახედვა“, თუნდაც იშვიათად? ჩემთვის ასეთ ქცევა მიუღებელია. ვიმეორებ, ერთადერთი, რისი გამოცდაც მსურდა, რამდენიმე წელი მაინც მუშაობა იყო. ახალგაზრდობაში ბუღალტერიის კურსები გავიარე და კარგადაც გამომდიოდა, მაგრამ ჩვენი უფროსი ქალიშვილის დაბადების შემდეგ დრო პრაქტიკულად არ მრჩებოდა.

მე და ჩემი მეუღლე ბოლო 3-4 წელია კატა–ძაღლივით ვცხოვრობდით, მაგრამ შვილებს თავს ვაჩვენებდით, რომ ყველაფერი ძველებურად იყო. ვიცინოდით, ვხუმრობდით, ჩვენს როლს ვთამაშობდით, მაგრამ მარტო დარჩენისას ჩვენ–ჩვენ ოთახებში გავდიოდით და საკუთარ საქმეს ვაკეთებდით. დიახ, ასეც ხდება. ქმრის მიმართ პატივისცემა არ დამიკარგავს, მაგრამ სიყვარული დიდი ხნის წინ გაქრა.

პირველი ნიშანი ვერავინ გაიგო: დაღლილობა, თავის ტკივილი, აპათია. ქმარი არასდროს ჩიოდა, მაგრამ მე, როგორც ქალს, თვალში მომხვდა, რომ დივანზე ჩვეულებრივზე დიდხანს იწვა და ხმას არ იღებდა. უბრალოდ ტელევიზორს უყურებდა და რეკლამაზეც სხვა არხზე არ რთავდა. მოგვიანებით, საავადმყოფოში სიარული, მედიკამენტები და სხვა ყველაფერი დაიწყო.

სამწუხაროდ, არ უშველა. როგორც შეგვეძლო, საშინელი თარიღი გადავწიეთ, მაგრამ სასწაული არ მოხდა. ქმრის გაცილებაზე მთელი გულით ვტიროდი. მასზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ. გრძნობები წავიდა, წარსული სასიამოვნები მომენტები თითქმის დამავიწყდა, მაგრამ მასთან შვილები მყავდა. სხვას უკვე აღარ მოვძებნი. მორჩა.

ახლა ჰორიზონტზე ახალი პრობლემა გამოჩნდა – ჩემი დედამთილი. ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მტანჯავდა, ავად გახდა. ექიმები ამბობენ, რომ საქმე სერიოზულადაა. მაქსიმუმ 5-6 თვე. ღმერთის მწამს, ზოგჯერ ეკლესიაში დავდივარ და საუკეთესოს ვუსურვებ. არც ერთი დადებითი ემოცია არ გამიჩნდა, როცა მის ავადმყოფობაზე გავიგე. იმის მიუხედავად, რომ დედამთილმა ბევრი ტკივილი მომაყენა.

საქმე სხვა რამეშია. მისი ერთადერთი ქალიშვილი საზღვარგარეთაა. შესაბამისად, უახლოესი ნათესავი მე ვარ. გამოდის, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი მოვლა, მისთვის საყიდლებზე სიარული მომიწევს. თან საკმაოდ შორს ცხოვრობს და ექიმები მირჩევენ, რომ მის ბინაში გადავიდე ან ჩემთან წამოვიყვანო. ამ საქმეში უკვე გამოცდილება მაქვს.

კარგად რომ გამიგოთ, როცა ნათელასთან მოსანახულებლად მივედი, თვალებში ჩამხედა, დაიკრიჭა და ჩაიჩურჩულა, რომ მისგან ბინას ვერ მივიღებდი. უკვე ქალიშვილზე გადააფორმა. თითქოსდა ეს საწყალი ადგილი მაინტერესებს. მაგრამ ურთიერთობა, გესმით? არ ვიცი, რა გავაკეთო.

ერთი მხრივ, დიახ. ჩემს მეტი არავინ დარჩა, ვინც დაეხმარება. როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, მისი დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ასევე არ ღირს იმის დავიწყება, რომ ახლახან დავქვრივდი. თან ახალგაზრდა გოგოც აღარ ვარ. ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება მსურს, ბევრი არაფერი მინდა. ქალაქში სეირნობა, ურთიერთობა და სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მსურს და არა 85 წლის ავადმყოფ ქალთან ჯდომა, რომელიც ვერ მიტანს. როგორც ჩანს, ამ ცხოვრებაში იმედი აღარ უნდა მქონდეს.“