30 წამის მეთოდი ხელებს დაგიჭიმავთ და უშნო ნაკეცებს მოგაშორებთ

873

ჩამოწელილი ხელები და უშნო ნაკეცები იღლიებთან გავრცელებული პრობლემაა. ზოგჯერ ამას მოკლე ან ვიწრო სახელურის მქონე მაისურების ტარება იწვევს.

დღეს Vivien გთავაზობთ 3 მარტივ ვარჯიშს ხელების დასაჭიმად და უშნო ნაკეცების მოსაშორებლად. ვარჯიშები ხელის ყველა კუნთს ააქტიურებს, მაგრამ შესასრულებლად მარტივია, მაშინაც კი, თუ დამწყები ხართ.

რაც მთავარია, დიდ დროს არ წაგართმევთ. თითოეული ტექნიკა მხოლოდ 30 წამში სრულდება!

სავარჯიშოდ ჰანტელები აუცილებელი არაა, თუმცა თუ სურვილი და ძალა გაქვთ, მათი დახმარებით ჩამოწელილ ხელებს ორჯერ უფრო სწრაფად მოიშორებთ.

ვარჯიში 1

  • ხელები თავს უკან აწიეთ, შემდეგ გაშალეთ.
  • ხელის მტევნები შეკუმშეთ და სამი წრე შეასრულეთ. ხელები გაასწორეთ.
  • სხეული დაჭიმული გქონდეთ.

ვარჯიში 2

  • ხელისგულები თქვენ წინ, შუბლის დონეზე შეაერთეთ, ერთმანეთს დააჭირეთ.
  • დაჭიმული ხელები (ზეწოლა შეინარჩუნეთ) მაქსიმალურად ქვემოთ დაწიეთ.
  • ხელის მტევნები ქვემოთ დაწიეთ.
  • შემდეგ ზემოთ ასწიეთ.

ვარჯიშის შესრულებისას არ იჩქაროთ და ხელებზე ზეწოლა შეინარჩუნეთ. კუნთების გახურებით გამოწვეულ სითბოს იგრძნობთ.

ვარჯიში 3

  • ხელები მოხარეთ, შემდეგ წინამხრები ასწიეთ და ჩამოწიეთ.
  • კუნთების დაჭიმვა არ დაგავიწყდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკა ასეთი თანმიმდევრობით შეასრულოთ.

ასეთი ვარჯიშების დახმარებით შედეგს უკვე 2 კვირაში დაინახავთ. რა თქმა უნდა, ჭარბი წონის შემთხვევაში უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ.

ამ შემთხვევაშიც ხელები აუცილებლად გამკვრივდება და ტანზე მომდგარი ტანსაცმლის ტარება უფრო სასიამოვნო გახდება. დამეთანხმეთ, სავსე ფორმები და მკვრივი სხეული არავის აფუჭებს!

უკუჩვენებების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტანცია წინასწარ გაიარეთ, რომ უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს